x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რომელი სამოსი უნდა შეიძინოთ ერთი ზომით დიდი და რომელი-ერთი ზომით პატარა
საყიდლებზე სიარულისას ბევრი ქალის წესია ღრმად შეისუნთქოს და როგორმე შეძვრეს სასურველ სამოსში. დაივიწყეთ ბოლოს და ბოლოს რომ S ზომა კარგია, L ზომა კი ცუდი.

image


რა უნდა ვიყიდოთ ერთი ზომით დიდი? მაისურები

imageმის შემადგენლობაში ხშირად შედის ბამბა, რომელიც გარეცხვის შემდეგ ასე ვთქვათ, შედგება ხოლმე და ახალი ნაყიდი მაისურიც კი, მეორე ჯერზე შესაძლოა გაჭირვებით ჩაიცვათ.



საყელოიანი პერანგები

imageდროთა განმავლობაში ისინიც იკლებენ ზომაში, მართალია არც იმდენად, როგორც მაისურები, მაგრამ მაინც. სირთულე ისაა, რომ წინასწარ ვერ განსაზღვრავთ მისი რომელი ნაწილი დამოკლდება: მხრები, საყელო თუ სახელოები. ამიტომ ნუ შეიძენთ ისეთ პერანგს, რომელიც ზუსტად გაქვთ მომდგარი ტანზე.


შალის სვიტერი

imageპირველ რიგში-შალიც პატარავდება, მეორე კი-დიდი ზომის სვიტერში უფრო თბილად იქნებით. ამიტომ თამამად შეიძინეთ M-ის მაგივრად L.


წინდები

imageიგივე მიზეზი რაც მაისურების შემთხვევაში. ბამბის წინდები გარეცხვის შემდეგ ზომაში იკლებს. პატარა წინდები კი არცთუ კომფორტულია.


ქვედა საცვლები

imageქვედა საცვლები დისკომპორტს არ უნდა გიქმნიდნენ და კანზე მათი რეზინებისგან ანაბეჭდი არ უნდა დაგრჩეთ.


რა უნდა ვიყიდოთ ერთი ზომით პატარა? ჯინსი

imageმათთან მიმართებაში კი ყველაფერი პირიქითაა. დროთა განმავლობაში ჯინსი ფორმას კარგავს და იწელება. თუ გასინჯვის დროს ცოტათი გიჭირთ შეკვრა-ეს კარგი ზომაა.


სპორტული შარვლები

imageთუ შემადგენლობაში თუნდაც 5% სპანდექსი შედის, ასეთი შარვალი აუცილებლად გაიწელება.თანაც, რაც უფრო ხშირად ჩაიცვამთ, მით უფრო. ამიტომ, ერთი ზომით პატარა შეიძინეთ.


პოლიესტერის სვიტერი

imageასეთ სვიტერებს წელის და სახელოების გაწელვა ახასიათებთ, ამიტომ მათი ყიდვისას ეს გაითვალისწინეთ და ერთი ზომით პატარა შეიძინეთ, თუ არ გინდათ, რომ ცოტა ხანში საფრთხობელას გავდეთ.


კოლგოტები

imageთუ გარეცხვის შემდეგ კოლგოტებს მუხლის და კოჭების არეში ნაკეცევი შეამჩნიეთ, სცადეთ და მეორე ჯერზე ერთი ზომით პატარა კოლგოტი შეიძინეთ.

0
101
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0