x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
''ჰარმანდირ საჰიბი''-ოქროს ტაძარი ოქროს ისტორიით!-საოცრება რომლის ნახვისას ემოციებს ვერ დამალავთ!


ინდოეთში რელიგიური მნიშვნელობის მრავალი ადგილია, რომლებიც დროთა განმავლობაში პოპულარულ ტურისტულ ადგილად იქცა.ამის ერთ-ერთი მაგალითია ეგრედ წოდებული "ოქროს ტაძარი"(The Golden Temple).მას ასევე ეწოდება შრი ჰარმანდირ საჰიბი(Sri Harmandir Sahib), ან შრი დარბარ საჰიბი(Sri Darbar Sahib).იგი მდებარეობს ამირიცარში(Amritsar, Punjab, India) და ყველაზე წმინდა და ღვთაებრივ გურუდვარას(Gurudwara-სიხების სალოცავი ადგილი, სადაც გურუს მიმდევრები ლოცულობენ) წარმოადგენს რომელსაც არა მხოლოდ სიხები სტუმრობენ, არამედ ტურისტები მის სანახავად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან.მოდით გავეცნოთ ამ კაშკაშა სალოცავის დიდებულ ისტორიას.

ისტორია:

1570 წელს, გურუ საჰიბ მესამემ გადაწყვიტა და ერთ დაუსახლებელ ადგილას ქალაქი მოაწყო.მოგვიანებით კი გურუ საჰიბ მეხუთემ ქალაქის ცენტრალური ადგილი განსაზღვრა და გადაწყვიტა აქ სიხებისათვის სამლოცველო ტაძარი აეგო.შეადგინა პროექტი და 1588 წელს მისი მშენებლობაც დაიწყო.

ტაძრის არქიტექტურა და სომბოლოების განლაგება ნათლად მიუთითებს კეთილ განწყობასა და ხელმისაწვდომობას ყველა ინდივიდისთვის, განურჩევლად რელიგიის, კასტის, სქესისა თუ წარმომავლობისა.მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ტაძარი რამდენჯერმე იქნა დალაშქრული და დაზიანებული, რაც საბოლოო ჯამში შეკეთდა და მას პირვანდელი სახე დაუბრუნდა.


მოგვიანებით ტაძრის კომპლექსი განვითარებულ იქნა გურუ საჰიბ მეექვსის მიერ, რომლის ზედამხედველობის ქვეშ აშენდა აკალ ტახტი(The Akal Takht-კიდევ ერთი ტაძარი ზუსტად ამ ოქროს ტაძრის მოპირდაპირედ, სადაც ძირითადად მოქმედი გურუები მოღვაწეობენ, სადაც იკრიბებიან და აქ ხდება დროებითი საკითხების მოგვარება).ამ გურუდვარას ოქროთი მოპირკეთების იდეა კი მაჰარაჯა რამჯიტ სინგჰს ეკუთვნის.მისი გულუხვი შეწირულობით და მხარდაჭერით ტაძრის მოოქროვება დასრულდა 1830 წელს.

ეგრედ წოდებული კონსტრუქცია:

ტაძარი მდებარეობს ქალაქის შუაგულში, გარშემორტყმული ვიწრო ბილიკებითა და მუდამ მოუსვენარი და მოფუსფუსე საბაზრო ფართებით.სხვა ტაძრებისგან განსხვავებით, შრი დარბარ საჰიბს ოთხი შესასვლელი აქვს თითოეული მიმართულებით, ნიშნად იმისა რომ აქ ყველა სასურველი სტუმარია ვისაც უნდა მისი ხილვა.მთავარი კარიბჭის გასწვრივ არის პერიფერიული შენობა, რომელიც მთელ კომპლექსზეა გაშლილი და სხვადასხვა სახის კორპუსებს, სასადილო დარბაზებსა თუ ადმინისტრაციულ ოფისებს მიუყვება.

მთლიანი სტრუქტურის შუაგულში შექმნილია ხელოვნური წყალსაცავი, რომელიც ცნობილია როგორც საროვარი. აქ სწამთ რომ წყალს სამკურნალო ძალა გააჩნია.ისტორიები, თუ როგორ განიკურნენ მილიონობით ავადმყოფი მრავალი დაავადებისგან გრავირებულია რეზერვუარის გარე ფასადზე, ხოლო ზემოთ აღნიშნული საოცარი ოქროს ტაძარი კი ზუსტად ამ წყალსაცავის შუაგულშია აღმართული რომელიც მას პატარა ქვაფენილებით უკავშირდება, რასაც გარკვეულწილად მოსაცდელი არეალის ფუნქცია აკისრია და მუდამ გადაჭედილია ამ დიდებული ტაძრის მნახველთა მსურველებით რომლებიც საათობით დგანან რიგში რომ ტაძარში შეაღწიონ.

საროვარი, თუმცა მთლიანი ტაძარიც მშვენივრად მოსჩანს საროვარისა და ტაძრის დამაკავშირებელი ერთ-ერთი ქვაფენილი

ღმერთის ამ საოცარი სამ სამსართულიანი სახლის(დიახ, Sri Harmandir Sahib-ითარგმნება როგორც ღმერთის სახლი) ინტერიერი დიდი რაოდენობით ოქროსა თუ ძვირფასი ქვებით არის მორთული.აქვე განთავსებულია სიხების საღმრთო წიგნი-''გურუ გრანდ საჰიბი''(The Guru Granth Sahib), რომელიც მთელი დღის განმავლობაში იკითხება სხვადასხვა საგალობლებსა თუ მუსიკალური ინსტრუმენტების ფონზე.იატაკი გაწყობილია მარმარილოს ორნამენტების რთული კონსტრუქციით, ხოლო კედლები და ჭერი ძვირფასი ლითონითა და ქვებით არის მოჭედილი.

საერთო სამზარეულო:

გურუ კა ლანგარი(Guru Ka Langar), იგივე საერთო სამზარეულო, ერთ ერთი ყველაზე დიდია მთელ მსოფლიოში ამ ტიპის სამზარეულოთა შორის.აქ ასამდე მოხალისე ამზადებს საკვებს, რითაც ყოველდღიურად 100 000-მდე მომლოცველი იკვებება.სამზარეულოს გამოყოფილი აქვს უზარმაზარი სასადილო ტერიტორია, სადაც მომლოცველები რიგებად ჯდებიან და ერთად სადილობენ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.აქ ასევე რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის ნიმუშებია წარმოდგენილი, რომლებიც მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს ასახავს.მაგალითად 2 ხე, რომლებიც XVIII საუკუნით თარიღდება.

სადილობის დროსადილის მომზადების პროცესში

რიტუალი და საპროცესო ნორმები:

ოქროს ტაძარი მოქმედებს როგორც თვითმმართველი ორგანო, იქნება ეს კომიტეტი, ფასების მართვა, ზედამხედველობა, მოხალისეების შეგროვება თუ სხვა რამ.ასევე აქ რამოდენიმე წესია რომლებიც მკაცრად არის დაცული ყოველდღიურად.მაგალითად, ტაძარი ღიაა მთელი დღე, გარდა ღამე ოთხი საათის განმავლობაში, რა დროსაც ამ წმინდა სალოცავის დაწმენდა-დასუფთავება მიმდინარეობს.

ყოველდღე, დაახლოებით საღამოს თერთმეტის ნახევარზე(10:30), გურუდვარისგან ოქროს პალანკინზე(პალანკინი-პატარა ეგრედ წოდებული საკაცე რითაც ხდება მნიშვნელოვანი ნივთის ან ადამიანის გადაადგილება) მოთავსებული საღვთო წიგნი გამოაქვთ აკალ ტახტში, რომელიც გამთენიისას, მზის ამოსვლამდე უკან ბრუნდება სიხი გურუსა და სხვა მომლოცველთა მიერ. ათასობით ადამიანი იკრიბება იმისთვის, რომ დილის წირვას დაესწრნონ რასაც "ჰუკამნამას"(hukamnama) უწოდებენ.მთელი დღის განმავლობაში მკაცრად სრულდება უკვე აღნიშნული თითოეული წესი თუ რიტუალი.ასევე დღის მანძილზე რიგდება საჭმელი ''კარა პრაშადი''(Karah Prashad) რომელსაც იქ მყოფი მომლოცველები ინაწილებენ.

აღნიშნული პალანკინი სამზარეულო ფუნქციურია მთელი დღის განმავლობაში, სადაც ასობით მოხალისე ამზადებს ზემოთ აღნიშნულ საჭმელს რომელიც სრულიად უფასოა.სანაცვლოდ, ხალხი შემოწირულობებს აკეთებს ან სამზარეულოში მუშაობენ;სამზარეულოში თუარა, ტაძარს დაწმენდა-დასუფთავებაში ეხმარებიან, ან სულაც შესასვლელთან ფეხსაცმელების დამთვლელად დგანან:)(როგორც წესი იქ ფეხსაცმელებით არ შეიძლება და ფეხშიშველი შედიან, ფეხსაცმელებს კი შესასვლელთან ტოვებენ).და ეს ყველაფერი მხოლოდ ნებაყოფლობით.

მომლოცველთა ფეხსაცმელები ტაძრის შესასვლელთან

ტაძარში სტუმრობა:

როგორც უკვე ავღნიშნეთ ჰარმანდირ საჰიბი ყველასთვის ღიაა, განურჩევლად კასტისა, სქესისა, სოციალური სტატუსისა თუ ეროვნებისა.თუმცა, არსებობს რამოდენიმე წესი, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას.ტაძართან მისასვლელი გზა ჩაკეტილია ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ასე რომ, მოგიწევთ რამდენიმე წუთი ფეხით გაუყვეთ მუდამ გადაჭედილ და მოფუსფუსე ბაზრის ტერიტორიას.შესასვლელთან კი ფეხსაცმელი ან თუ რამე დიდი ზომის ბარგი გაქვთ იქვე დახლთან ტოვებთ, რის სანაცვლოდ ჟეტონს გაძლევენ რომლითაც გამოსვლისას შენ ბარგს უკან დაიბრუნებ.აუცილებელია გეცვას მოკრძალებით, თავდახურული და პატივისცემის ნიშნად ღმერთისა, ფეხების დაბანაც მოგიწევთ.შარფები და თავშალები კარებთანვეა და თუ არ გაქვთ მოიხვევთ, ან სულაც შეგიძლიათ უახლოეს ნებისმიერ მაღაზიაში შეიძინოთ.

შეაბიჯებ რა ფეხს ამ გასაოცარი ტაძარის ტერიტორიაზე, შეგიძლიათ დატკბეთ ჰარმონიული საღვთო მელოდიებით და თან უკვე აღნიშნული საროვარი დაათვალიეროთ, სადაც მომლოცველები წყალშიც კი ჩადიან და განიბანებიან რათა შეიგრძნონ მისი სამკურნალო ძალა.წყლიდან ამოსვლის შემდეგ შეგიძლიათ გამოიცვალოთ, ხოლო თუ ცოტა დიდხანსგსურთ ამ სილამაზით დატკბეთ, შეგიძლიათ სპეციალურად დასვენებისთვის გამოყოფილ სივრცეში მოისვენოთ, ან თუნდაც ლოჟა(ლოჟა-ერთი ან რამდენიმე მაყურებლისთვის განკუთვნილი დასაჯდომი ადგილი მაყრებელთა დარბაზში, რომლისგანაც ტიხრით ან ბარიერით არის გამოყოფილი) იქირაოთ.სასმელი წყალი და კვება მომსახურეობაში შედის, ანუ უფასოა.

საროვართან შეკრებილი მომლოცველებიგანბანვა საროვარში

აღნიშნული ლოჟა, სადაც შეგიძლიათ განმარტოვდეთაუზი ლოჟასთან, სამოთხეა... თუ თქვენ პირველად ს, თ.ი ავანტიურადილის ცერემონიას მზის ამოსვლა, ან ბრწყინავს ა, ლ-ე.არ შესაძლებლობა სამზარეულოში თ, დახმარებiს და ათასობით სხვა სტუმრთან ერთად.ასევე არ დაგავიწყდეთ ზემოთ აუყვეთ წვრილ ლამაზ საფეხურებს და დატკბეთ დაძრის გასაოცარი ტერასით.ნებადართულია და კომპლექსის გარშემო, მაგრამ არა მთავარ ტაძარში.

დილის წირვა-ოქროს ტაძარი შუადღისითოქროს ტაძარი შუაღამით
ოქროს ტაძარი ღამით
მოოქროვილი ტერასა

იმისათვის რომ თავიდან აცილა, ეწვთ, თ- ტაძრის მნახველთა რაოდენობა ა.დღეებში ა.ი, ს 1-2 ა.თუმცა, მთავარ ტაძარში და ღირს. ტაძარში მშვიდ და ა, ი. მიზეზი, თუ რატომ იზიდავს ეს ლამაზი ოქროს ტაძარი მეტ ს.

ცდისგან გადაღლილი მომლოცველები.მოოქროვილი კედლებიმოოქროვილი ჭაღისანთლები ოქროს ტაძარშიმოოქროვილი ინტერიერიძვირფასი მარმარილო ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალები:ი(Guru Nanak Jayanti);ი(Baisakhi);ი(Diwali) თ.

მთავრობა და სიხების მთელი თემი ჩართულია სხვადასხვა სოციალურ და საქველმოქმედო ი.ს.რელიგიური თუ სულიერი მიზეზის ა, ს, თ- ი.

P.S.ა, თ, მ, ო!

0
133
3-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0