x
image
რუსუდან ნადირაშვილი
ვინ გაახმოვანებს თამარ მეფეს ცნობილ ვიდეოთამაშში
image


რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპიუტერული თამაშის Civilization-ის ახალ ვერსიაში საქართველო და ქართული ცივილიზაციაც გამოჩნდება.


კომპიუტერული თამაშის მოყვარულები გაეცნობიან თამარ მეფის ეპოქას და საკუთარი სამეფოს თამარ მეფის ხელით მართვას შეძლებენ.


ხმის შესარჩევი ტურის შემდეგ კანადურმა კომპანიამ თამარ მეფის გასახმოვანებლად შეარჩია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი ანანო მახარაძე.



''არ ვიცი, ჩემი ხმა პერსონაჟს როგორ მოერგო, ჯერ არ მინახავს. ხმის ჩაწერის დროს, რომელიც ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი იყო, ქართულ კომპანიასთან ერთად კანადელებიც მეხმარებოდნენ. ისინი ''სკაიპით'' გვერთვებოდნენ და მეუბნებოდნენ, მაგალითად, ''ახლა ჯარს შემოუძახე'', რამდენჯერმე მაყვირეს, ზოგი მოეწონათ, ზოგი კი თავიდან ჩავწერე, საბოლოო ჯამში კი მგონი კარგი გამოვიდა''. - აღნიშნავს ანანო.

0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0