x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ერბოკვერცხი და სხვები....5 არაჩვეულებრივი კერძი კვერცხისგან

ერბოკვერცხი, ალბათ ყველაზე მარტივი საჭმელი, რომელიც შესაძლებელია მოამზადო, თუმცა კვერცხისგან შესაძლებელია უამრავი სხვადასხვა კერძი გააკეთო, მარტო ერბოკვერცხის კომბინირებით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ასეულობით რეცეპტი არსებობს, ადამიანები ათასწლეულის განმავლობაში ცდილობდენ ამ ალბათ ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროდუქტისგან სხვადასხვა კერძები დაემზადებინათ.


1)პაშოტი-ძველი ფრანგული რეცეპტი, პოპულარულია დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში.

კვერცხი იხარშება ნაჭუჭის გარეშე, წყალი როცა ადუღებას დაიწყებს, დაამატებთ ორ სუფრის კოვზ ძმარს, შემდეგ ღრმა სადილის კოვზზე მოთავსებულ უმ კვერცხს(გული არ უნდა დაიშალოს თორემ არაფერი გამოვა) ჩაუშვებთ წყალში, ვხარშავთ ერთი წუთი, შემდეგ ცეცხლი გამოვრთოთ და კვერცხი უნდა დავტოვოთ ცხელი წყლის ზედაპირზე 5 წუთი..აღსანიშნავია, რომ თავიდან შეიძლება არც გამოგივიდეთ და ცოტა წავარჯიშებაც მოგიწიოთ.

კერძის მიირთმევა სხვადასხვა კომბინაციით არის შესაძლებელი: ტოსტერში გაცხელებულ პურთან, შემწვარ პომიდორთან, სოსისთან ან გახეხილ ყველთან ერთად.


image

2)ორსინი-საკმაოდ შრომატევადია, თუმცა თუ ვინმე გინდათ გააოცოთ, ნამდვილად ღირს.

ცილა და კვერცხის გული უნდა გააცალკევოთ, გული ნაჭუჭში ჩატოვეთ აუცილებლად მთელები, ცილას მარილი დაუმატეთ და ათქვიფეთ ისე, რომ საკმაოდ ბლანტი მასა მიიღოთ, საცხობი ფორმები ზეთით გაპოხეთ და შემდეგ მიღებული მასა ფორმებში ჩადეთ ისე, რომ შუაგულში კვერცხის გული მოთავსდეს, შესაძლებელია გახეხილი ყველის ჩამატებაც, შემდეგ შედგით აირღუმელში, 2-3 წუთი დაელოდეთ, როდესაც მასა გამყარდება და ფორმებში ჩაასხით კვერცხის მთელი გულები, შემდეგ დაამატეთ მცირე (2სმ)კუბებად დაჭრილი კარაქი და 10-15 წუთის შემდეგ გადმოდგით.

image

3)კოკოტი-მზადდება ულუფის ფორმებში, შიგთავსი თქვენს ფანტაზიაზე და გემოვნებაზეა დამოკიდებული, შეიძლება იყოს: ლორი, სოკო, ფრინველის ხორცი, ბოსტნეული, შემდეგ ზემოდან დაახლით ერთ უმ კვერცხს და მოხარშავთ წყლის აბაზანაში, ან გამოაცხობთ აირღუმელში.

image

4)იაპონური ომლეტი ბრინჯით-ბრინჯი მოხარშეთ, ხოლო მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით, კვერცხი კარგად ათქვიფეთ, შემდეგ დაუმატეთ სოიოს საწებელა და მწვანე დაჭრილი ხახვი და ისევ ათქვიფეთ, კუთხოვან ლანგარზე ზეთი დაასხით, შემდეგ ათქვეფილი მასა დაასხით და შედგით აირღუმელში 5 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.

შემდეგ ომლეტი გამოიღეთ, აცალეთ ცოტა შეგრილდეს, ლანგარიდან ამოიღეთ, ზედაპირზე წაუსვით ბრინჯი, შემდეგ რულეტივით დაახვიეთ, დაჭერით და მიიტანეთ სუფრაზე.



შემადგენლობა:კვერცხი 4ც; ბრინჯი 1/2 ღვინის ჭიქა;სოიოს საწებელა 2ჩ.კოვზი;მწვანე ხახვი 4 ცალი:ზეთი და მარილი.

image

5)სულგუნი კვერცხით(ორიგინალური რეცეპტი)-სულგუნი დაჭერით დაახლოებით 2-3 სანტიმერტიან კუბებად და ამოავლეთ ფქვილში, მრგვალად დაჭერით პომიდორი, კვერცხი ათქვიფეთ, შეაზავეთ მარილით და პილპილით, მწვანილი:ქინძი, ტარხუნა და რეჰანი წვრილად დაჭერით.(მწვანილის სხვა ვარიანტიც თქვენს გემოვნებაზეა)

აიღეთ ღრმა ტაფა, დაასხით ზეთი და გაზს მაქსიმალურად აუწიეთ და ზედ დალაგეთ სულგუნის ნაჭრები, როდესაც შეატყობთ.რომ ყველს გვერდები დაებრაწა ამოატრილეთ და მასზე დაალაგეთ მრგვალად დაჭრილი პომიდორი, 2 წუთის შემდეგ მოასხით ათქვეფილი კვერცხი, 1 წუთის შემდეგ მოაყარეთ მწვანილი, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და 2-3 წუთში გადმოდგით.


შემადგენლობა:4-5 სულგუნის ნაჭერი;1 დიდი პომიდორი;3 ან 4 კვერცხი;თითო კონა მწვანილი;ზეთი, მარილი, პილპილი და პურის ფქვილი.

image

0
477
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
477
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0