x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე ''მსმელი'' ქვეყნები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო ამ რეიტინგში?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ყოველწლიურად აქვეყნებს სხვადასხვა სახის ანგარიშებს და რეიტინგებს, მათ შორისაა ყველაზე "მსმელი" ქვეყნების რეიტინგიც ანუ ანგარიში ლუდის, ღვინის, სპირტისა და სხვა სახის ალკოჰოლური სასმელების გამოყენების საერთო მონაცემების შესახებ.

WHO-ის კვლევის თანახმად, საქართველოში წელიწადში საშუალოდ ერთ მოქალაქეზე 7, 7 ლიტრი სასმელი მოდის და აქედან თითქმის 50% ღვინოა, 33% - სპირტიანი სასმელი, ხოლო 17% ლუდზე მოდის.



image


მოდით, გადავხედოთ რეიტინგს და ვნახოთ, რომელი ქვეყნები ლიდერობენ "მსმელების" სიაში. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელია 6, 2 ლიტრი სუფთა სპირტი ერთ წელიწადში ერთ ადამიანზე.


მაშ ასე, თქვენს წინაშეა მსოფლიოში ყველაზე "მსმელი'' ქვეყნების ხუთეული.



მეხუთე ადგილი - პოლონეთი (10, 71 ლიტრი ერთ ადამიანზე)


image



პოლონეთი ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვინც დაინტერესებულია ნაციონალური სასმელებით. მნიშვნელობა არა აქვს მსუბუქი და ტკბილი ლიქიორის მოყვარული ხართ თუ ნამდვილი მამაკაცური მაგარი სასმელებისა, თითოეული თქვენგანი აქ იპოვის იმას, რაც მის სურვილებს დააკმაყოფილებს.

მაღაზიის თაროებზე თქვენ ნახავთ უამრავი სახეობის ლუდს, სხვადასხვა სიმაგრის და არომატის ლიქიორებს, ზუბროვკას, სლივოვიცას და რა თქმა უნდა - არაყს, რომლის სამშობლოდაც (როგორადაც არ უნდა გაგვინაწყენდნენ რუსები) პოლონეთი ითვლება.


მეოთხე ადგილი - უნგრეთი (10, 88 ლიტრი ერთ ადამიანზე)


image



უნგრეთი-ღვინის ქვეყანაა. წითელი ღვინის მოყვარულებს უდაოდ დააინტერესებთ წითელი ღვინო "ეგრი ბიკავერი", ხოლო თეთრი ღვინისას "ტოკაი ასუ". ამ ღვინოს განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს ყურძენი, რომლის ნაყოფიც დაავადებულია ნაცრით (ჭრაქით). სხვათა შორის, ტოკაი იყო საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-ის საყვარელი ღვინო, რომელიც ამ სასმელზე ამბობდა : "ტოკაი-ესაა ღვინოების მეფე, მეფეების ღვინო".


image




სხვათა შორის, უნგრელების ეროვნულ სიამაყეს წარმოადგენს ბალზამი "უნიკუმი". ეს არის ბალახებზე დამზადებული ნაყენი, რომლის დამზადების რეცეპტურასაც ინახავენ ისე, როგორც სახელმწიფო საიდუმლოებას. ამ სასმელის დასამზადებლად საჭირო მცენარეებს მწარმოებლები მთელი წლის განმავლობაში ყიდულობენ, თანაც იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა. ამბობენ, რომ ამით ისინი ცდილობენ დაიცვან სასმელის დამზადების საიდუმლოება.


მესამე ადგილი - გერმანია (11, 03 ლიტრი ერთ ადამიანზე)


image



ბევრი, ბევრი ლუდი, გართობა და გერმანია - ეს ოქტობერფესტია - ლუდის ფესტივალი, რომელიც აქ ყოველწლიურად ტარდება. ზოგადად ამ ქვეყანაში საკმაოდ ლოიალური დამოკიდებულება აქვთ არამარტო ლუდის, არამედ სხვა სპირტიანი სასმელების მიმართაც. ასე რომ, ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომაც შეიძლება, ოღონდ სისხლში ალკოჰოლის ნორმამ არ უნდა გადააჭარბოს 0, 3 პრომილეს.



მეორე ადგილი - საფრანგეთი (11.50 ლიტრი ერთ ადამიანზე)


image



მაინც საიდან დავიწყოთ ამ ქვეყნის მეღვინეობის ისტორიაზე საუბარი? -იქნებ იქედან, რომ 1945 წელს "შატო მურონ როტშილდის" წარმოებისათვის საჭირო ვაზის თითოეული ძირი მარტორქის ცრემლებით ირწყვებოდა, ხოლო ყურძნის მოსავალი აიღეს მხოლოდ და მხოლოდ ქალწულებმა, რომლებსაც ვაჟის კოცნაც კი არ ჰქონდათ ნაგემი... თუმცა ჯობს, ეს მხიარული ისტორიები სომელიეებს და გურმანებს დავუტოვოთ და ჩვენ პარიზის ალკომარკეტების ასორტიმენტს გადავხედოთ.

ჩვენი ალკოჰოლური ექსკურსია შამპანიდან დავიწყოთ, სადაც ცქრიალა ღვინოების (რომელსაც ჩვენ შამპანურს ვუწოდებთ) გარდა აწარმოებენ ვისკის სახელად "სვიის სული". მას ამზადებენ შერეული ტექნოლოგიით, რომელიც დაფუძნებულია სვიის ვისკისა და შამპანურის დამზადების ტექნოლოგიებზე.


image



ახლა კი გავემგზავროთ ქალაქ კონიაკში და გავსინჯოთ პინო. ეს სასმელი, ისევე, როგორც ღვინო, შეიძლება იყოს თეთრი და წითელი. ის მზადდება კონიაკის სპირტის და ყურძნის წვენის შერევით და იწარმოება მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისათვის.



image



იქნებ ''არმანიაკის'' გასინჯვას ინებებდით? ცნობისთვის: ეს კონიაკი კი არა, ბრენდია. რამდენიმე წლით დაყოვნების შემთხვევაში მისი ხარისხი საოცრად უმჯობესდება და გაცილებით ძვირფასია, ვიდრე კონიაკი. ეს სასმელი წარმოშობით გასკონიდანაა - დარტანიანის მშობლიური კუთხიდან.


პირველი ადგილი - ბელგია (12, 6 ლიტრი ერთ ადამიანზე)


image


ამ ციფრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბელგიელების ძირითადი გასართობი- დათრობაა. ამ ქვეყანაში დიდ პატივს სცემენ აპერიტივებს და ფრანგულ ღვინოს, თუმცა ბელგიელების საყვარელი სასმელი მაინც ლუდია.


ბელგიელები ისეთი პატივით ეპყრობიან ქაფიან სასმელს, რომ თუ სუპერმარკეტის ლუდის განყოფილებაში ამ სასმელის 20-ზე ნაკლები სახეობაა წარმოდგენილი, კლიენტებს უფლება აქვთ უჩივლონ მაღაზიის მეპატრონეს და მათი პრეტენზია აბსოლუტურად კანონიერი იქნება.


image


ბელგიის სუპერმარკეტებში წარმოდგენილი ალკოპროდუქციის ასორტიმენტზე ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან აქ არის ყველაფერი, რაც კი ალკოჰოლს შეიცავს: ლუდი ღვინის გემონაკრავით, ცოცხალი ალუბლებით, ჟოლოთი და თქვენ წარმოიდგინეთ, კარამელითაც კი. მოკლედ, თუ თქვენ ლუდის მოყვარული ბრძანდებით, ამ ქვეყნის მონახულებას ნამდვილად გირჩევდით.


სიმართლე გითხრათ, როცა ამ რეიტინგის გაცნობა დავიწყე, ნამდვილად მეგონა, რომ რუსეთი პირველ ადგილზე თუ არა, სამეულში მაინც იქნებოდა. თუმცა ერთ სულზე მოხმარებული ალკოჰოლის რაოდენობით (10, 12 ლიტრი) ის მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა. ასე რომ, საყოველთაოდ გავრცელებული მითი, რომ რუსეთი ყველაზე მსმელი ქვეყანაა მსოფლიოში, არ გამართლდა. თუმცა არის ერთი ნიუანსი, რომელიც ამ საკითხს სადაოს ხდის: კულუარული ინფორმაციით, რუსეთში ალკოჰოლური სასმელები (ძირითადად აქ საუბარია არაყზე) არაოფიციალურად, ანუ სუპერმარკეტების და ალკომაღაზიების გვერდის ავლით, კერძო პირებისაგან იყიდება. ეს კი, რა თქმა უნდა, მოხმარებული ალკოჰოლის საერთო რაოდენობაზე არ აისახება. ასე რომ, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება საკითხი, რამდენად რეალურია რუსეთის მეშვიდე ადგილი მსოფლიოს ყველაზე მსმელი ქვეყნების რეიტინგში.


image


რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ღვინის სამშობლოს-საქართველოს, WHO-ს მონაცემებით, ის რეიტინგში 66-ე ადგილს იკავებს. საქართველოში წელიწადში საშუალოდ ერთ მოქალაქეზე 7, 7 ლიტრი სასმელი მოდის და აქედან თითქმის 50% ღვინოა, 33% - სპირტიანი სასმელი, ხოლო 17% ლუდზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ცალ-ცალკე კატეგორიებში (ღვინის, სპირტის, ლუდის) პროცენტული მაჩვენებლებით და არა ლიტრაჟის მიხედვით, ღვინის გრაფაში ჩვენი ქვეყანა მე-9 ადგილზეა, სპირტის გრაფაში 79-ზე, ხოლო ლუდის კატეგორიაში 157-ე ადგილზე.







3
676
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
676
  
2018, 17 იანვარი, 17:24
ისე რაც საქართვსლოში სასმელი ისმევა მიკვირს 66 ადგილზე როგორ ვართ :)
2018, 17 იანვარი, 9:51
კი, ეგეცააა... ბევრი არ უნდათ მაგათ :)
2018, 17 იანვარი, 9:51
იცი რა სავსებით შესაძლბელი რუსეთის ადგილი რეალური იყოს იმიტომ რომ ,კი მსლკები არიან მაგრამ ცოტას სვამენ ერთი ბოთლი ორზე და გატოვები არიან
0 1 3