x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
გეოგრაფიული ფაქტები
გეოგრაფია


1878 წელს კანადელმა სერ სანფორდ ფლემინგმა კაცობრიობას შესთავაზა ახლა უკვე საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტიზებული დროის სართყლებს სისტემა, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმული წარმოსახვითი ხაზები 360 გრადუსს ადგენს და ისინი შეიძლება 15-გრადუსიან ოცდაოთხ დროის სარტყლად დაიყოს. რუსეთი კი 11 სასაათო სარტყელზეა გადაჭიმული.


image


კონტინენტები გადაადგილდება დაახლოებით იმ სიჩქარით, რა სიჩქარითაც იზრდება ადამიანის ფრჩხილი.



როკის მთები ჩრდილოეთ ამერიკაში 4800 კილომეტრზეა გადაჭიმული და კონტინენტზე ყველაზე გრძელია და ასევე უმაღლესი მთაგრეხილია.


როკის მთები

კარიბის ზღვაში 7000-ზე მეტი კუნძულია. აქედან 13 მათგანი - დამოუკიდებელი სახელმწიფოა.


მსოფლიოში უგრძესი მთაგრეხილი - ანდები 7000 კილომეტრზეა გადაჭიმული სამხრეთ ამერიკაში.


ანდები


წყნარ ოკეანეში დაახლოებით 30, 000 კუნძულია (2018 წლისთვის. ამის აღნიშვნა საჭიროა, ვინაიდან არ ვიცით გლობალური დათბობის გამო ახლო მომავალში რამდენი მათგანი აღმოჩნდება წყალქვეშ).


კუნძულები. ბარონის კუნძული.


მხოლოდ პაპუა-ახალ გვინეაში კი ხალხის იმდენად დიდი მრავალფეროვნებაა, რომ იქაური ადგილობრივი ეთნოსები 820 აბორიგენულ ენაზე საუბრობენ, თუმცა ბევრი მათგანი მალე მოკვდება, ვინაიდან მათზე მოლაპარაკეთა რაოდენობა იკლებს. ეს ენებიც შეუერთდებიან 200 ათასზე მეტ მკვდარ ენათა სიას. მთელ ევროპაში შედარებისთვის 230 ადგილობრივ ენაზე საუბრობენ, ხოლო აზიაში 2197 ენაზე (2018 წლის მონაცემებით. ამის აღნიშვნა საჭიროა ვინაიდან ყოველ წელს რამდენიმე ენა კვდება)


image


ავსტრალია უფრო ფართოა, ვიდრე მთვარე.


მკვდარი ზღვა 430 მეტრზე უფრო დაბლაა ზღვის დონიდან და ყოველ წელს 1 მეტრით იწევს დაბლა.


დედამიწის უმაღლესი მთა - ევერესტი მთლიანად მოთავსდება მარიანას ღრმულში.






ავტორი: თორნიკე ფხალაძე






0
323
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0