x
image
გემი დალანდი
სწრაფი ტესტები ჯანმრთელობის შესამოწმებლად
image

არავის უყვარს ავადმყოფობა, მაგრამ ბევრი ისურვებდა მის შესახებ მანამ შეეტყო, სანამ დაავადება რთულ ფორმას მიიღებდეს და უფრო დიდ დისკომფორტს შეგვიქმნიდეს. უბრალოდ, ზედმეტი არ იქნება თუ ამ ტესტებით ჯანმრთელობას შეიმოწმებთ და არასასურველი შედეგის შემთხვევაში დროულად მიმართავთ ექიმს.


მხედველობა

image


ამსლერის ტესტი დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ მაკულოდისტროფია-დაავადება, რომელიც მხედველობის სიმახვილის დარღვევას იწვევს. ჩვეულებრივ, ეს დაავადება 50 წლის შემდეგ ვითარდება და სწრაფად პროგრესირებს, შედეგად კი სიბრმავეც შეიძლება განვითარდეს.

ტესტი კარგად განათებულ გარემოში უნდა ჩაატაროთ. მოათავსეთ სურათი თვალიდან 30-40 სმ-ის დაშორებით. არ გადახაროთ თავი წინ ან გვერდზე და არ მოჭუტოთ თვალები.

დაიფარეთ ერთი თვალი ხელით, მეორე თვალით კი უყურეთ წერტილს, მზერა არ მოაშოროთ ისე დაითვალეთ ათამდე. გაიმეორეთ იგივე მეორე თვალით.

თუ ხაზები სწორია, არც გამრუდებულია, არც წყვეტილი და არც ნაცრისფერი ლაქები დაგინახავთ-მხედველობა ნორმაში გაქვთ. თუ სურათის რომელიმე ნაწილში ხაზები გამრუდებულია ან მათი მთლიანობა დარღვეულია და ლაქებითაა დაფარული-მიმართეთ ექიმს.


ამტანობა

მძიმე ფიზიკური დატვირთვა უკუნაჩვენებია ხანდაზზმულებსა და იმ ადამიანებში, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. მანამ, სანამ ფიზიკურად დავიტვირთებით, უმჯობესია ამტანობის ტესტი გავიაროთ.

image

1. დაითვალეთ პულსის დარტყმის რიცხვი წუთში

2.გააკეთეთ 20 ბუქნი

3.ხელახლა დაითვალეთ პულსი

თუ წუთში პულსის დარტყმის რიცხვი 25%-ით გაიზარდა-ყველაფერი ნორმაშია. თუ 25-50%-ითაა გაზრდილი-თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა დასუსტებულია. 50%-ზე მეტით თუ გაიზარდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, შესაძლოა თქვენ სერიოზული დაავადების განვითარების რისკის ქვეშ იდგეთ.


დიდი ფიზიკური დატვირთვის დროს გულის შეკუმშვის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს დასაშვებ ზღვარს. ეს ზღვარი კი ასაკის მიხედვით იცვლება. მის გამოსათვლელად რიცხვ 220-ს უნდა გამოაკლოთ თქვენი ასაკი, მიღებული რიცხვი არის ის რიცხვი, რომელსაც თქვენი პულსაცია არ უნდა აღემატებოდეს წუთში . გულით ავადმყოფებისა და ხანდაზმულებისთვის-მიღებული შედეგი 0, 5-ზე ან 0, 6-ზე უნდა გაამრავლოთ. მაგალითად, თუ ხანდაზმული ადამიანის ასაკია 60, ასე უნდა გამოითვალოთ: 220-60=160 160×0, 5=80 160×0, 6 = 96 ანუ ამ ადამიანის პულსი ფიზიკური დატვირთვის დროს წუთში 80-96 დარტყმას შორის უნდა მერყეობდეს.


ხერხემალი

imageდადექით თქვენთვის ჩვეულ პოზაში და სთხოვეთ ვინმეს დაგაკვირდეთ. თუ თქვენი ზურგი 45° და მეტითაა მოხრილი, თეძოები კი წინაა წამოსული, ეს სერიოზულ გამრუდებაზე მიანიშნებს, შესაძლოა კიფოზიც გაქვთ. წინ გამოშვერილი მუცელი და შევარდნილი წელიც ხერხემლის გამრუდებაზე მიანიშნებს. ზუსტი დიაგნოზისა და მკურნალობისთვის ექიმს უნდა მიმართოთ.

image

კიდევ ერთი უბრალო ტესტი დაგეხმარებათ გამოარკვიოთ გაქვთ თუ არა გამრუდება. დაიკავეთ ორივე ხელისგულში ფანქარი ან კალამი და ჩაუშვით ხელები სხეულის გასწვრივ. თუ ფანქრები ერთმანეთის პარალელურად აღმოჩნდნენ-ყველაფერი რიგზეა, ხოლო თუ ერთმანეთისკენ არიან მიმართულნი-ხერხემლის პრობლემა გაქვთ.

imageკიდევ სთხოვეთ ვინმეს დაგაკვირდეთ ან პროფილში ფოტო გადაგიღოთ. ვიზუალურად ან სახაზავის დახმარებით გაავლეთ ხაზი ყურის ბიბილოდან მხრის ძვლამდე, ისე, როგორც სურათშია. თუ ხაზი სწორია-ყველაფერი კარგადაა, ხოლო თუ ბიბილო ცოტათი ან ძალიან არის ხაზიდან წინ წასული-ეს ხერხემლის პრობლემაზე მიანიშნებს.


სასუნთქი სისტემა

imageდაჯექით და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. შემდეგ ჩაისუნთქეთ ისევ ღრმად და შეიკავეთ სუნთქვა. ცხვირზე ხელი მოიჭირეთ. სეკუნდომერის დახმარებით დაითვალეთ რამდენ ხანს შეძლებთ სუნთქვის შეკავებას. ჯანმრთელი ადამიანისთვის ნორმალური შედეგი კაცებისთვის 40 წამს, ქალებისთვის კი 30 წამს უნდა აღემატებოდეს.

5 წუთის შემდეგ რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და სრული ამოსუნთქვის შემდეგ ისევ შეიკავეთ სუნთქვა. ჯანმრთელმა ორგანიზმმა 40 წამს უნდა გაძლოს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სპორტსმენებს უფრო დიდხანს შეუძლიათ სუნთქვის შეკავება, ასე რომ ამ ტესტით თქვენს ფიზიკურ მომზადებასაც შეამოწმებთ.

და ბოლოს-გისურვებთ ჯანმრთელობას, რადგან ჯანმრთელობა უმთავრესია ადამიანის ცხოვრებაში.



0
978
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
978
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0