x
image
ნინო ბაისონაშვილი
დონალდ ტრამპს იმიგრაციის შესახებ კანონის გამკაცრება სურს


image


“თეთრ სახლში“ დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები იმიგრაციის კანონზე საკამათოდ შეიკრიბნენ. ერთ-ერთმა სენატორმა აფრიკის ქვეყნების, სალვადორის და ჰაიტის მოქალაქეების მიღების თემა წამოჭრა, რაშიც პრეზიდენტიც ჩაერთო. “რატომ უნდა ჩამოვიყვანოთ ხალხი ამ უსარგებლო(სიტყვასიტყვით: განავალი) ქვეყნებიდან?“ მან ასევე განაცხადა, რომ ამერიკა უკეთ მოიქცევა, თუ კარს ნორვეგიელებს გაუღებს. ამ უკანასკნელის პრემიერ მინისტრი წინა დღეს ვაშინგტონში იმყოფებოდა. “რაში გვჭირდებიან ჰაიტელები?“-იკითხა პრეზიდენტმა. ამ განცხადებებმა დამსწრე სენატორები გააოგნა, მოგვიანებით მათ ყველაფერი “ვაშინგტონ პოსტს“ აცნობეს. ინფორმაცია ელვისებური სისწრაფით გავრცელდა მთელ მსოფლიოში და მას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

0
39
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0