x
image
გოგა წურწუმია -
ივანიშვილის პინგვინი ცუდად გახდა, "მრევლი" სანთლებით შუშის სასახლისკენ მიდის

image


გამარჯობა


თქვენ ისევ მოტყუვდით. არ ვიცი ივანიშვილის პინგვინი, როგორაა თუმცა ის ვიცი, რომ ამ სათაურით ამ მასალას მინიმუმ 500 კაცი ნახავს.


სტატიას, რომელსაც კითხულობთ რეალობას მოკლებულია, რადგან დამიჯერეთ პინგვინის მდგომარეობა ამ ეტაპზე ჩვენ მდგომარეობას ბევრად სჯობია...


მიზანი ამ ყველაფრისა ისაა, რომ თქვენგან ვინც ბიძინას პინგვინზე ღელავთ რეიტინგი მივიღო, რადგან საინტერესოს 90 % არ კითხულობთ უინტერესო დავწერე ინტრიგნული სათაურით.


მინდა იმ ადამინებს შევეკითხო ვისი კომენტარებიც მომდის სტატიების გაზიარების შემდეგ, სწორი იქნება news - ის გაზიარების შემდეგ: რატომ არის თქვენთვის ელისო კილაძის, ნიკა გვარამიას, ნანუკა ჟორჟოლიანის, მერაბ მეტრეველისა და სხვა ცნობადი სახეების აზრი უფრო მნიშვნელოვანი და წაკითხვადი, ვიდრე თუნდაც ის, რომ ნომერ პირველი ქართველი ავტომრბოლელი საკუთარ წარმატებაზე საუბრობს, აქვე დავამატებ, რომ ინტერმედიის გვერდზე გვედო ინტერვიუ, თუმცა წავშალე, რადგან მიმაჩნია, რომ თქვენი 1 ნახვის ღირსიც არ იყო ქაჯაიას წარმატება და ცხოვრებისეული გზა.



მსგავს სტატიაზე, საუბარი მაქვს ასეთი სტილის სტატიაზე, რომელიც ხალხს ეუბნებოდა ნუ შედიხართ შორენას ფოტოების დასათვალიერებლად, ერთერთმა ბრძენმა დაწერა: დაგეწერათ ვინმეს წარმატება და ვნახავდითო, ხოდა მინდა გითხრათ, რომ არაერთი დავწერე, აი თუნდაც ბოლოს საქართველოს ნაკრები ზამთრის თასის გამარჯვებულია და აღმოჩნდა, რომ ბოლოს ეს მნიშვნელოვანი ფაქტი მარტო მამაჩემა წაიკითხა. 1 ნახვა ისეთ კარგ ამბავს, როგორიც ჩემპიონობაა.


სირცხვილია!



იმისთვის, რომ მკითხველი მოვიზიდო დღეს მეც მსგავსი სისულელეები დავწერე და 1 საათში სასწაული შედეგი დადო.



და ბოლოს...


მადლობა, რომ თქვენი დაქვეითებული ინტერესის გამო ჩემ ჟურნალისტურ ინტერესებსაც აქვეითებთ, რომელსაც ახლა ვაყალიბებ. ( სტატია ყველას არ ეხება)



შორენას ნიფხავმა გადაგარჩინოთ!

0
116
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0