x
image
melody_inside
სკოლაში ბიჭმა 15 წლის გოგონა დაამცირა, ბიუსჰალტერი შეუხსნა. რა მოიმოქმედა გოგონას დედამ...
image



ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რაც სკოლაში ხდება? მშობლები თუ მასწავლებელი და დირექტორი?

უყვებით თუ არა შვილებს, რაში გამოიხატება სექსუალური შევიწროება და როგორ დავიცვათ თავი მისგან?

ეს ისტორია გიჩვენებთ, რომ თუ ბავშვებს ასწავლით მარტივი მოვლენების სწორ აღქმას და სწორ ქცევებს, ამით მასაც და საკუთარ თავსაც აარიდებთ მომავალ არასასიამოვნო სიტუაციებს.

image

ბიჭი თავის თანაკლასელ გოგონას მუდმივად ავიწროებდა. ყველაფერი ეს მივიდა იქამდე, რომ მან საკლასო ოთახში გოგნას ბიუსჰალტერი შეუხსნა. გოგონამ კი თავდაცვის მიზნით სახეში ორჯერ გაარტყა.

სკოლის ადმინისტრაციამ მშობლებს დაურეკა. და ისტორიამაც სხვა აზრი შეიძინა...

გოგონას დედა სამსახურში იმყოფებოდა. მისი ცვლის დამთავრებამდე 2 საათი იყო დარჩენილი. ის ექთნად მუშაობდა. ტელეფონი გასახდელში დატოვა. ამიტომ სკოლის ადმინისტრაციამ საავადმყოფოს ნომერზე დაურეკა.










image


როდესაც ქალმა ზარს უპასუხა, მას უთხრეს, რომ მისმა ქალიშვილმა ბიჭს სახეში დაარტყა და ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულია. და მეტი არავითარი ახსნა.

ქალი სკოლაში ერთ საათში მივიდა. დირექტორი მას ასეთი სიტყვებით შეხვდა:

„დიდხანს გელოდეთ!“

დირექტორის გარდა კაბინეტში იმყოფებოდა კლასის დამრიგებელი, ბიჭის მშობლები და სისხლით მოსვრილი ბიჭი.

– მაპატიეთ, _ უპასუხა გოგონას დედამ, _ ბევრი საქმე მქონდა. უკანასკნელი 40 წუთის მანძილზე შვიდი წლის ბავშვს, რომელსაც დედამ თავში დიდი კოვზი ჩაარტყა, ნაკერებს ვადებდი. შემდეგ კი პოლიციას ჩვენება მივეცი.

ამ სიტყვების შემდეგ დირექტორი გაწითლდა და საუბრის თემა გადაიტანა საქმეზე.

– ბიჭმა თქვენ გოგონას ბიუსჰალტერზე მოქაჩა, მან კი ადგა და სახეში ორჯერ ისე დაარტყა, რომ სისხლი წამოუვიდა.

დედას მოეჩვენა, რომ დირექტორი მის ქალიშვილს ადანაშაულებს. მაშინ მან თქვა:

– ყველაფერი გასაგებია! თქვენ გაინტერესებთ ბრალს წავუყენებ თუ არა ბიჭის მშობლებს და სკოლას იმისთვის, რომ სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი ჩემი ქალიშვილის მიმართ?

ყველა იქ მყოფი ანერვიულდა. არავინ ელოდა ქალის ასეთ პასუხს.

მასწავლებელმა უპასუხა:

– ეს ასეთი სერიოზული შემთხვევა არ არის! ტრაგედია არ მომხდარა, მოდით დავმშვიდდეთ.

დირექტორი:




„ თქვენ არ გესმით სიტუაცია“.





ბიჭის დედამ ტირილი დაიწყო, ქალი კი თავის ქალიშვილს გაესაუბრა.







image


გოგონა ამბობს

„ ის ლიფზე მექაჩებოდა. მასწავლებელს შევჩივლე, მან კი მითხრა ყურადღება არ მიმექცია მისთვის. და როდესაც უკვე შემიხსნა, მაშინ დავარტყი.“

მოისმინა რა ქალიშვილის სიტყვები, ქალმა მასწავლებელს მიმართა, რატომ მისცა უფლება ერთს დაეჩგრა მეორე და არ მიიღო ზომები ამის შესაჩერებლად.






– ნებას მომცემთ შევეხო თქვენი შარვლის წინა მხარეს?- მიმართა გოგნას დედამ მასწავლებელს.





– არა! თქვენ რა, გაგიჟდით?-უპასუხა მასწავლებელმა.


მაშინ დედამ შესთავაზა მასწავლებელს მისულიყო ბიჭის დედასთან და ლიფი გამოექაჩა მისთვის.


დირექტორი:


„ თქვენმა ქალიშვილმა თანაკლასელს დაარტყა !“


– არა! - უპსუხა გოგონას დედამ. _ მან თავი დაიცვა სექსუალური ძალადობისგან. რამდენჯერ უნდა მიეცა უფლება ამ ყმაწვილისთვის მას შეხებოდა, თუ მასწავლებელს მისი დაცვა არ სურდა, თუმცა ის ვალდებული იყო ის დაეცვა.

შეხედეთ. ჩემი ქალიშვილი 168 სმ-ია, ეს ბიჭი კი თითქმის ორ მეტრიანია. ის ხომ ამაზე ძლიერიცაა და მაღალიც“




ბიჭის დედა ბოლო ხმაზე ტიროდა, მამა კი გაწითლებული იდგა





– თუ თქვენ და თქვენი მასწავლებლები ასე მოქცევის უფლებას არ იძლევით, რატომ არის ეს ნებადართული ამ ბიჭისთვის ჩემი 15 წლის გოგონას მიმართ? ამას მე ადმინისტრაციას შევატყობიებ. შენ კი...

– მიმართა ბიჭს, – კიდევ თუ შეეხები ჩემს გოგონას, ციხეში ჩაგსვამ სექსუალური ზეწოლისთვის. გამიგე?

ქალმა ეს საქმე ასე არ დატოვა ... მას დაპირდნენ რომ განიხილავდნენ დირექტორის და მასწავლებლების ქმედებებს.

image

ასეთ სიტუაციებში ყოველთვის იყავით შვილის მხარეზე. არასოდეს გაჩუმდეთ. დაიცავით თქვენი შვილები!

იხილეთ ასევე:

1. ცუდი სიახლე მამებისთვის: ბავშვებს 3 წლამდე უნდა ეძინოთ დედის გვერდით!

2. აი, რას აკეთებს დაბერებული არწივი. სიკვდილი თუ სიცოცხლე. ბუნების გაკვეთილი ადამიანებისთვის!

3. „დაიხრჩობიან თუ მოიხარშებიან?“: ამოცანა საბავშვო სახელმძღვანელოში.(რუსეთი)

4. 10 ყველაზე ცნობილი "ოროსანი"

5. მერხები, ფული და ერთი ადექვატური მამა

8
6566
14-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
6566
  
2018, 19 იანვარი, 9:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2018, 18 იანვარი, 14:29
აქაც ვერ შეგედავებით, რადგან ბრწყინვალედ ჩამოაყალიბეთ აზრი, არ ვიცი თქვენი პროფესია, მაგრამთქვენეული ანალიზი მაფიქრებინებს თუ არა ხართ, უდაოდ კარგი ფსიქოლოგი იქნებოდით და ამას ვამბობ სრულიად გულწრფელად.
2018, 18 იანვარი, 9:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2018, 17 იანვარი, 23:18
მართალია, უკრაინაში, ხარკოვში დავიბადე და იქ ვსწავლობდი, მაგრამ მთელი კლასი, სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები ერთმანეთს საკუთარი ოჯახის წევრებივით ვუფრთხილდებოდით.
2018, 17 იანვარი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 17 იანვარი, 19:11
მაგას ჩემო კარგო ადამიანო, ადამიანობა უნდა და გონიერება.
2018, 17 იანვარი, 18:50
მშობელს უნდა დაესაჯა საკუთარი ვაჟი, ეს ადეკვატური და სასარგებლოც იქნებოდა ბავშვისთვის
2018, 17 იანვარი, 15:27
გოგონას მშობლის ადგილას, სახეს ავახევდი ბიჭს.
0 1 8