x
image
გოგა წურწუმია -
"სამი დღე ვდუმდი..."
image




"13 იანვარს, უშველებელი დანით მომარჯვებულმა ერთ-ერთი პრივილეგირებული ოჯახის შვილმა, მას შემდეგ რაც კლუბის ტერიტორიაზე შეშვებაზე უარი განეცხადა, ჩვენი მთვარი საყრდენი, ჩვენთვის ყველაზე საყვარელი დაცვის უფროსი და დაცვის წევრები სასიკვდილოდ გაიმეტა, ასევე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალგაზრდა ადამიანმა სისხლიანი პარასკევი ფეისკონტროლის სწორი გადაწყვტილების გამო მოაწყო.

სამი დღე ვდუმდი. იმედი მქონდა საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობდა იოტისოდენა სამართალი, მაგრამ დღეს დილით მოსამართლემ სამი უმძიმესი მუხლით ბრალდებული ადამიანი გირაოთი გაათავისუფლა! - გირაოთი გაათავისუფლა პოტენციური მკვლელი, რომელიც ქუჩაში დადის. ოჯახი კმაყოფილია, დაგვიმტკიცეს რომ მათი პრივილეგიებიები საქართველოს კონსტიტუციაზე და ზოგადად, ჭეშმარიტებაზე მაღლა დგას.

არასდროს ყოფილა ადამიანების დასჯა ჩემი მოწოდება, მაგრამ როგორ გინდა უსამართლობის განცდა არ დაგეუფლოს, როცა ახალ წელს რუსთავის საპყრობილესთან ყოფნისას გისოსებიდან მიკროგრამებზე წლობით გამომწყვდეული ადამიანების შეძახილებს ვისმენდი.


სოლიდარობას ვუცხადებ უძვირფასეს დაცვის წევრებს და ყველა უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანს. მოძალადეს და მის ოჯახს ვპირდები, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ და არავის შევარჩენ იმ კეთილშობილ ადამიანებზე ძალადობას, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას წლების განმავლობაში პირნათლად იცავენ.

ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან, მაგრამ თქვენ, ფინანსებს და სტატუსს ამოფარებულო ოჯახის წევრებო და სასამართლო სისტემავ, თქვენ უნდა გრცხვენოდეთ, რომ სამართალი ფეხქვეშ გათელეთ.

"ახლა არ შეილახა პოლიციელის მუნდირი?" - წერს ნანა ორაშვილი.



image

0
303
4-ს მოსწონს
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0