x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ გავარკვიოთ სწრაფად ხარისხიანია თუ არა სარეცხის ფხვნილი? მარტივი მეთოდია და ცდად ღირს
სარეცხი პროდუქტებისა და საშუალებების სპექტრი არის უზარმაზარი. ზოგჯერ ძალიან ძნელია მივხვდეთ ხარისხიანია თუ არა ესა თუ ის სარეცხი საშუალება. ზოგიერთი მათგანი გარეცხვის შემდეგ ტანსაცმელზე ტოვებს მოთეთრო კვალს, ზოგი საერთოდ არ აცილებს ლაქებს და ა.შ. შესაბამისად კი იტანჯებით ხარისხიანი ფხვნილის ძიებაში, რაშიც გარკვეული თანხების ხარჯვა გიწევთ, თუმცა შედეგს ჯერ ვერ მიაღწიეთ. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში გასწავლით მარტივ ხრიკს ორი ტესტის დახმარებით, რომლის მეშვეობითაც დაადგენთ ხარისხიანია თუ არა სარეცხის საშუალება, რომელსაც მოიხმართ.


image


ტესტი სარეცხის ფხვნილის ხარისხიანობის დასადგენად


პირველი ტესტი: სარეცხის ფხვნილის ხარისხის დასადეგნად ძალზედ კარგი მეთოდია ერთ ჭიქა ჩვეულებრივ წყალში თუ ჩაყრით 1 სუფრის კოვზ სარეცხ საშუალებას, რომელსაც მოიხმართ. მიღებულ ხსნარში კი ჩადეთ კარგად მოხარშული ქათმის კვერცხი. დააყოვნეთ მთელი ღამე.



image


თუ ღამის გასვლის შემდეგ კვერცხმა არ იცვალა კონსისტენცია და ისევ ისე გამოიყურება, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ფხვნილი დაბალხარისხიანია.

თუ კვერცხი დარბილდა და იწყო შლა, ნიშნავს, რომ ფხვნილი ფერადი და მსუბუქად დაბინძურებული ტანსაცმლისთვისაა.

თუ კვერცხი დაიშალა, ფხვნილი თეთრი სარეცხისთვის და მძიმედ დაბინძურებული ტანსაცმლისთვისაა.




მეორე ტესტი: გთავაზობთ კიდევ ერთ მარტივ ტესტს სარეცხის ფხვნილის ხარისხის დასადგენად. ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ რამდენიმე გამჭვირვალე ფინჯანი, რომელშიც (სათითაოდ) ჩაასხამთ 50 მლ თბილ წყალს და ასევე სათითაოდ ჩაყრით 1 ჩაის კოვზ სარეცხის საშუალებას, რომელსაც მოიხმართ. თითოელ მიღებულ ხსნარს დაამატეთ ორ-ორი წვეთი ბრილიანტის მწვანე (ზელიონკა).


image


მაღალხარისხიანი ფხვნილის შემთხვევაში ხსნარი სწრაფად უნდა გაუფერულდეს. თუ ხსნარი დარჩა მწვანე შეფერილობის, ე.ი სარეცხი საშუალება დაბალხარისხიანი და ზოგ შემთხვევაშიც უხარისხოა.



P.S. ამ რჩევების მეშვეობით არასოდეს გადაიხდით დიდ თანხას უხარისხო ფხვნილში და თქვენი თეთრეულიც წარმოუდგენლად სუფთა იქნება. (გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რადგან მათაც შეძლონ ხარისხის ამოცნობა)


image



იხილეთ აგრეთვე:


სიმართლე "სარეცხი საშუალებების" შესახებ. ეს უნდა იცოდეთ!image




● აი როგორ განვასხვავოთ ორიგინალი ტექნიკა ყალბისგან image




ბრინჯს ცეცხლი წაუკიდეს და შედეგმა ყველა გააოცა- თქვენც სცადეთimage



0
100
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0