x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
რას წერს დაცვის დაჭრილი თანამშრომლის მეუღლე?

13 იანვარს ა.წერეთლის გამზირზე, კლუბ "ბასიანში" დაცვის ორი თანამშრომელი დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილესთან ერთად დაჭრეს. როგორც ცნობილია, 27 წლის ახალგაზრდამ სამივე პირს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანაშაულში ბრალდებული პოლიციამ მალევე დააკავა.image

დამნაშავე არის თამაზ ქვლივიძე, ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილი. მას ბრალი წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის. სსკ-ის 117-ე მუხლი სამიდან ექვს წლამდე, 118-ე მუხლი - ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა, პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

შექმნილ ვითარებას ეხმაურება ერთ-ერთი დაზარალებულის მეუღლე ქეთი კალანდარიშვილი:

" ამ გამწარებულ გულზე ერთი სიმღერა მახსენდება, "მთავარია გქონდეს ფული, რომ არ იყო დაჩაგრული" და თუ ფული თავზე საყრელად გაქვს შეგიძლია ადამანებიც გაწირო. ხუთი შვილის მამა და კიდევ 2 ადამიანი მხოლოდ იმისათვის დაჭრა სასიკვდილოდ რომ შენ გართობას ვირაცამ ხელი შეუშალა. ეს ჩემი მეუღლეა, რომელიც სასწაულებრივად და მადლობა ღმერთს გადარცა, თუმცა პოტენციური მკვლელი ისევ თბილისის ქუჩებში მშვიდად დადის, რადგან 30 000 გადაიხადა და გაათავისუფლეს. სამი დღეა ჩუმად ვარ და არაფერი არ მითქვამს ამის შესახებ, რადგან იმედი მქონდა სამართალდამცველების და მთავრობის, თუმცა ახლა ძაან დაუცველად ვგრძნობ თავს."

imageimage

0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0