x
image
გემი დალანდი
,,თბილისის ახალარჩეული მერის მეუღლემ მელანიას და ბრიჯიტს გაუწია კონკურენცია"-რუსული გამოცემა ანუკი არეშიძეზე
ანუკი არეშიძეს საზოგადოება დიდი ხანია იცნობს, თანაც არა მარტო როგორც ყოფილი ფეხბურთელისა და ამჟამად უკვე პოლიტიკოს კახი კალაძის მეუღლეს, არამედ როგორც ნიჭიერ დიზაინერს და თანაც ლამაზ დიზაინერს.

ამჯერად ანუკი არეშიძე კიდევ ერთხელ მოექცა ერთერთი რუსული ინტერნეტსაიტის ყურადღების ცენტრში. სტატიის ავტორის აზრით, ანუკის თავისუფლად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს თავად მელანია ტრამპსა და ბრიჯიტ მაკრონსაც კი.

გთავაზობთ ამონარიდებს ამ სტატიიდან:

“ინტერნეტ სივრცეში უკვე მოასწრეს აშშ-ის პირველი ლედისა და საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლის ერთერთ მთავარ კონკურენტად ანუკის დასახელება. თანაც, არცთუ უსაფუძვლოდ.თბილისის მერის პოსტზე დანიშვნის შემდეგ ხომ კახი კალაძეს პრეზიდენტის სავარძელს, ანუკი არეშიძეს კი შესაბამისად-პირველი ლედის სტატუსს უწინასწარმეტყველებენ."


image

“როდესაც ლაპარკი ტანსაცმელს და აქსესუარებს ეხება, ანუკი ნამდვილი ექსპერიმენტატორი ხდება. ის თამამად ატარებს ულტრამაღალყელიან ღია ფერის ბოტფორტებს ტრენჩთან, მარჯვედ უხამებს კიულოტებს მოდურ ქოშებს და ზოლიან წინდებს, მაგრამ მთელი ამ ექსტრავაგანტურობის მიუხედავად, არც თავშეკავებულ საქმიან სტილს ივიწყებს.რას ვიზამთ, სტატუსი გვავალდებულებს."

image

“ანუკის და კახის 3 მშვენიერი ვაჟი ჰყავთ: ლევანი, კახაბერი და ვაჩე.მიუხედავად საქმიანობისა, ბავშვებს ანუკი ზრდის და არა ძიძების მთელი დუჟინი."

image

“მიყვარს იმ დღეზე ოცნება, როცა კახა დამსახურებულ პენსიაში გავა და შევძლებთ პრაქტიკულად მთელი დროის ერთად გატარებას. ჩვენი ოცნების სახლი ქალაქგარეთ წარმოგვიდგენია, დიდი მეურნეობით და ვენახით, თუ როგორ დავტკბებით იქ განმარტოებით, ერთად ყოფნით, ბუნებით და შვილიშვილების მთელი საფეხბურთო გუნდის აღზრდით"-ღიმილით ამბობს ანუკი."

image

0
290
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0