x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
20 რამ, რაც აუცილებლად უნდა უთხრას მამამ თავის ქალიშვილს!
image






ამ სტატიაში წარმოდგენილია ძალიან თბილი წერილი, რომელც მამამ მიწერა საკუთარ ქალიშვილს, მან ამ წერილში 20 პუნქტად ჩამოაყალიბა თავისი სათქმელი.



" მამა, როცა ამ წერილს გწერ, ვიაზრებ, რომ შენ უნდა

გაიარო გარკვეული ცხოვრებისეული ეტაპები და მინდა,


თითოეული ეტაპისათვის ჩემს წერილში 20 პუნქტად ჩამოყალიბებული სათქმელი გაითვალისწინო.

მე ეს აუცილებლად უნდა მეთქვა :




1)
ყურადღება მიაქციე იმას, თუ როგორ ექცევა კაცი საკუთარ დედას. ეს გიჩვენებს, თუ როგორ ეყვარები მას შენ.


2) შენ შეგიძლია გააკეთო ყველაფერი, რასაც კაცი აკეთებს. ორგანული ქიმიიდან დაწყევული, სახლის რემონტისა და მანქანის შეკეთებით დამთავრებული, შენ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, რასაც მოინდომებ, მაგრამ გახსოვდეს, მთავარია, არასოდეს დანებდე!



3)
ხანშიშესული ქალები ატარებენ მაკიაჟს, რომ გამოიყურებოდნენ შენნაირად. დააფასე შენი ასაკი და უპირატესობანი. ნუ გადაიღლი სახეს მაკიაჟით და ნუ მოიმატებ ასაკს, წლები ისედაც მალე გავა.


4)
ადამიანები განგიკითხავენ ზედაპირულად. ეს არაა საშიში, ასეა სამყარო მოწყობილი. მთავარია გახსოვდეს, შენს საქციელზე ყოველთვის პასუხისმგებელი თავად იქნები.



5)
არასოდეს მისცე ვინმეს უფლება, იფიქროს შენს მაგივრად. ბევრ ადამიანს სურს დაგაჯეროს ის, რისიც თავად სწამს, ამიტომ გქონდეს კრიტიკული მიდგომა მათი აზრებისადმი და მუდამ შეინარჩუნე შენი საკუთარი აზრი და ცხოვრებისეული რწმენა.




6)
თავისუფალ ხელოვნებას შეუძლია შენი სულიერი აღზრდა, მაგრამ მეცნიერება და ბიზნესი იმიტომ არსებობს, რომ მატერიალური კეთილდღეობა მოგიტანოს. გახსოვდეს, შენ ორივე გჭირდება და არა რომელიმე ცალცალკე.




7)
არაფერია უფრო მიმზიდველი, როგორც განათლებული ადამაიანი და მისი ინტელექტი.


8)
ისწავლე, როგორ მართო შენი ცხოვრება და მიიღო სასიამოვო თუ უსიამოვნო სიახლეები ცხოვრებისეულ გამოწვევებად.

9)
ჩაუღრმავდი შენს თავს და ყოველდღიურად იპოვე ძალა სიცოცხლისათვის.


სიცოცხლე ეს: ღიმილი, სიხარული და სიყვარულია.



10)
შეიძლება ფეხბურთითა და ბეისბოლით ვერ მიიღო სიამოვნება, მაგრამ დაუკვირდი ყოველი თამაშის წესებს, ნებისმიერი ცხოვრებისეული გამოცდილება გამოგადგება მომავალში.


11)
გახსოვდეს მოგება და წაგება ცხოვრებისეული მომენტებია და ორივეს ღირსეულად უნდა შეხვდე.



12)
შენ არ უნდა მოგიწიოს " გააკეთო " რაიმე ვინმეს სიყვარულისთვის, თუ ადამიანს ნამდვილად უყვარხარ, ის არაფერს მოგთხოვს, უბრალოდ არ გაუშვებს შანსს, იყოს შენ გვერდით თუნდაც შესვენებაზე და ამისთვის ცხრა მთის, ცხრა ზღვისა და ცხრა უდაბნოს გადმოკვეთაც კი მოუწიოს.



13)
ნამდვილი სიძლიერე ისაა, რომ იყო ის, ვინც ხარ, არ მოერგო სხვას იმისთვის, რომ მასთან ყოფნა დაიმსახურო. იყავი თავდაჯერებული და ადამიანები თავად შეეცდებიან შეგიწყონ ხასიათი.


14) ყველაზე სწრაფი გზა, რომ ურთიერთობა გაიფუჭო მამაკაცთან არის ის, რომ გაიხსენო ძველი წყენები და მოუწყო დრამა, ჩვენ არ შეგვიძლია გვახოვდეს, აბაზანაში პირსახოცი დავკიდოთ, როგორ ფიქრობ, გვემახსოვრება ისეთი სისულელეები, რომლებიც ჩავიდინეთ 6 თვის წინ?


15)
თუ კაცს ნამდვილად უყვარხარ, ის არასოდეს დაარღვევს შენ მიერ დადგენილ საზღვრებს, არავის მიცსე ისეთი რაღაც, რასაც ისინი უკან ვერ დაგიბრუნებენ. შენ უნდა იყო შენი რომანტიკული ურთიერთობის მთავარი მელოდია.

16)
ქალის წუწუნი კაცს ნერვებს უშლის, მაგრამ თუ უყვარხარ, აუციელაბლად მოგისმენს, შენ კი უნდა გაითვალისწინო, რომ გამუდმებით არ ეწუწუნო, თვეში სამჯერ შეიძლება, ასევე ყოველთვის ყურადღებით მოუსმინე მას და დამღლელი დღის შემდეგ ჰკითხე, რამე ხომ არ აწუხებს. მთავარია, ერთმანეთის ძალიან კარგად გესმოდეთ.

17)
როცა დაიბადე, შენ უმწეო იყავი, მაგრამ შენ იზრდები და ხდები დამოუკიდებელი, მინდა, არასოდეს დაივიწყო, რომ მამაშენისთვის ყოველთვის პატარა გოგო იქნები, თუ როდისმე უბრალოდ გულის გადაშლა მოგინდება, მე აქ ვარ მუდამ შენს მოლოდინში, სანამ ცოცხალი ვარ, შენ გყავს ყველაზე მყარი დასაყრდენი და როცა აღარ ვიქნები, მაშინაც გახსოვდეს, მე მუდამ მოგისმენ და არასოდეს მიგატოვებ.


18)
როდესაც სახლიდან გადიხარ, წარმოიდგინე, რომ მზე ხარ და უნდა თვალისმომჭრელად ანათებდე.


19) როცა გათხოვებას გადაწყვეტ და არჩევანის წინაშე დადგები, დაფიქრდი, გეპყრობა თუ არა ის ადამიანი ჩემსავით, რადგან არც ერთ კაცს არ უყვარხარ ისე, როგორც მამას!


20) და ბოლოს, გახსოვდეს დროს თავად შენ აკონტროლებ, თუ მე გარდავიცვლები, წარსულში მოგონებები დაგაბრუნებს, მაგრამ არასოდეს მისცე საშუალება დარდსა და უიმედობას, ხასიათი გაგიფუჭოს, იცხოვრე აწმყოთი, მას ხომ შენ ქმნი, ხოლო მომავალში მოგზაურობა შენი ოცნებებითა და გეგმებით შეგიძლია, არასოდეს შეწყვიტო ოცნება და ბრძოლა შენი ოცნებების ასახდენად.

გახსოვდეს, შენ ჩემი ახდენილი ოცნება ხარ!



სიყვარულით, მამა.


1
688
4-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
688
  
2018, 16 იანვარი, 11:53
ყურადღება მიაქციე იმას, თუ როგორ ექცევა კაცი საკუთარ დედას. ეს აჩვენებს იმას, თუ როგორ ეყვარები მას შენ- ეს სიმართლეა!!!
0 1 1