x
image
გემი დალანდი
რისი გაკეთება არ შეიძლება კატეგორიულად სარკის წინ


image
სარკე-განსაკუთრებული ნივთია, რომელსაც ფრთხილად უნდა მოვექცეთ. ექსტრასენსები მას ერთგვარ პორტალად აღიქვამენ, რომელიც ინფორმაციას ინახავს იმ პირებზე, ვისაც ადრე მასში ჩაუხედავს. ბევრმა კი არც იცის, რომ სარკეში ჩახედვა დღის გარკვეულ პერიოდში არ შეიძლება და ასევე არ შეიძლება მის წინ გარკვეული ქმედებების ჩადენა.

1. არ ჩაიხედოთ სარკეში ღამის 12 საათის შემდეგ

ითვლება, რომ დროის ამ მონაკვეთში სარკეს უნდა მოერიდოთ და თქვენს ანარეკლს არ უყუროთ. ხალხში ამბობენ, რომ სარკეს ამ დროს სასიცოცხლო ძალების მიტაცება შეუძლია ადამიანის სულიდან.

image



2. არ იჩხუბოთ და იბილწსიტყვაოთ სარკის წინ

სარკეს ადამიანის ენერგეტიკის შეწოვის უნარი აქვთ და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მალე მთელი უარყოფითი ენერგია უკან დაგიბრუნდებათ ბუმერანგის პრინციპით. ექსტრასენსები გვირჩევენ, რომ სარკის წინ მხოლოდ პოზიტიურად მოვიხსენიოთ საკუთარი თავი. ეს ერთგვარი რიტუალია, რომელიც უსიამოვნებებს აგარიდებთ.

image

3.არ ჭამოთ სარკის წინ

ხალხში სჯერათ, რომ ამ გზით ადამიანი გონებას, სილამაზეს და ჯანმრთელობას ანიავებს. უკეთესია, ბედს ნუ გამოვცდით და მაინცდამაინც ჭამის დროს ნუ მოვინდომებთ სარკეში ჩვენი ანარეკლით ტკბობას.

image


4. არ ჩაახედოთ ჩვილები სარკეში

ექსტრასენსების მტკიცებით ჩვილებს ბიოველი ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული. იმისთვის, რომ პატარები უარყოფითი ენერგეტიკისგან დავიცვათ, სასურველია მოვარიდოთ სარკისებრი ზედაპირის მქონე ნივთებს და სარკეებს.

image


5.არ ჩაიხედოთ სარკეში ავადმყოფობისას

ავადმყოფობისას, დეპრესიისას ან ცუდ ხასიათზე ყოფნის დროს უმჯობესია სარკეში არ ჩაიხედოთ. ის თქვენს უარყოფით ენერგიას იწოვს და შემდეგში ისევ უკან გიბრუნებთ მას. ექსტრასენსებს კი სჯერათ, რომ ამ დროს იმქვეყნიურ ძალებს შეუძლიათ თქვენი სისუსტით ისარგებლონ .

image


6. არ მოათავსოთ ფოტო სარკის წინ

ითვლება, რომ არ შეიძლება სარკეში ფოტო ირეკლებოდეს, რადგან ამ დროს ერთგვარი დერეფანი იქმნება, რომლითაც ამ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანის სასიცოცხლო ენერგიის მიტაცება ხდება.

image

7. არ დაკიდოთ სარკე შემოსასვლელი კარის წინ

სარკე, რომელიც შემოსასვლელი კარის პირდაპირაა, უარყოფით ენერგიას იზიდავს სახლში. უმჯობესია, თუ სარკე შემოსასვლელი კარის მოპირდაპირე კედელს აირეკლავს.

image

8. მოაშორეთ გატეხილი სარკე

დაუყოვნებლივ მოაშორეთ ასეთი სარკე! თუ ადამიანი თავის თავს გატეხილ სარკეში რამდენიმე გამოსახულებად ხედავს, ეს მის ენერგიას ასუსტებს.

image

0
344
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0