x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რომელი ღვინო უნდა შევუხამოთ ტომატში ჩათუშულ ქათმის ფილეს სულგუნით
ქათმის ჩაშუშული

ტომატში ჩათუშული ქათმის ფილე სულგუნით ყველა გემოვნების ადამიანს მოეწონება, რადგან სულგუნი ჩათუშულ ქათმის ფილეს განსაკუთრებულ არომატს შესძენს. ვფიქრობთ, ამ კერძს შედარებით მსუბუქი, მაღალმჟავიანი ღვინოები შეეხამება.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე - 4 ცალი;
  • სულგუნი - 4 ნაჭერი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მოცარელათი);
  • ზეითუნის ზეთი - შესაწვავად;
  • მარილი და პილპილი;
  • იტალიური სუნელები (ორეგანო, ბაზილიკი);
  • ნიორი - 2-3 კბილი;
  • ძმარი ბალზამიკო - 50 მლ;
  • ტომატის პიურე - 200 გ;
  • ხმელი ბაზილიკი ან შაშკვლავი - გემოვნებით;
  • წითელი წიწაკა, დაღერღილი.
მომზადების წესები: გააცხელეთ ზეითუნის ზეთი ტაფაზე, დაალაგეთ ქათმის ფილეები, მოაყარეთ მარილი და პილპილი, იტალიური ხმელი ბალახები და შეწვით ორივე მხრიდან 5-5 წუთის განმავლობაში, მოაყარეთ კიდევ სანელებლები. გადმოიღეთ ტაფიდან ფილე და იგივე ცხიმში მოხრაკეთ წმინდად დაჭრილი ნიორი, დაუმატეთ ბალზამიკო, ტომატის პიურე, დაჭრილი ბაზილიკი ან შაშკვლავი, დაღერღილი წითელი წიწაკა და თუშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.ქათამიჩაალაგეთ ტომატის მოთუშულ პიურეში ქათმის ფილეები, დაალაგეთ ზემოდან სულგუნის (ან მოცარელას ნაჭრები) და თუშეთ თავდახურულ ტაფაში 5-7 წუთის განმავლობაში. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ბაზილიკი და პილპილი.


განაგრძეთ კითხვა

0
124
შეფასება არ არის
ავტორი:Georgian News
Georgian News
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0