x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რისგან და როგორ ამზადებენ იაპონიაში "საკეს" - სასმელის დღემდე უცონობი ისტორია
საკეძველ იაპონიაში "საკე" იმპერატორის სასახლის კარზე და სინთოისტური ტაძრის მარნებში მზადდებოდა. ეს სასმელი სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენდა. "საკეს", იაპონური ბრინჯის ღვინის ისტორია შორეული წარსულიდან მომდინარეობს. ჯერ კიდევ 2000 წლის წინ იაპონელები მას ღმერთებისადმი მსხვერპლშეწირვის დროს იყენებდნენ. აღსანიშნავია რომ, XII საუკუნეში "საკეს" წარმოება იაპონიის სოფლებშიც დაიწყეს. დროთა განმავლობაში კი დასახელებული სასმელი იაპონური კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. დღეს, იაპონელებისთვის საკე ეროვნული მნიშვნელობისაა. იაპონიაში საკე განსაკუთრებულ საჩუქრად ითვლება. როგორც ცნობილია, იაპონელები მას არა ბოთლით, არამედ მუხის კასრებით აჩუქებენ.

საკეთავდაპირველად "საკე" მხოლოდ ბრინჯისაგან დამზადებულ ღვინოს ეწოდებოდა, მაგრამ ნელ-ნელა ამ ტერმინმა მასშტაბური სახე მიიღო. მალევე, იაპონიაში ყველა სახის ალკოჰოლიან სასმელს "საკე" უწოდეს, ხოლო ბრინჯის ღვინოს მეორენაირად "სეისი" დაარქვეს. იაპონიაში, დღესაც ეროვნული მეღვინეობის ტრადიციულ ცენტრებს "კიოტოსა" და "ხიოგოს" პრეფექტურები წარმოადგენს. დასახელებულ ადგილებში ოდითგანვე ბრინჯის ის სახეობა მოჰყავდათ, რომლისგანაც განსაკუთრებით კარგი ხარისხის "საკე" მზადდებოდა.

საკე

"საკეს" ნაირსახეობები ერთმანეთისაგან როგორც გემოსა და არომატით, ასევე სმის კულტურითაც განსხვავდება. აღსანიშნავია რომ, გემოვნური თვისებები ადგილობრივი ბრინჯისა და წყლის ხარისხზეა დამოკიდებული, ასევე დამამზადებელთა ოსტატობაზეც. მას მიირთმევენ როგორც ფაიფურის მინიატურული ფინჯნებიდან, ასევე მინის ბოკლებიდანაც. ზაფხულში "საკეს" ჩაციებულს მიირთმევენ, ხოლო წლის უფრო გრილ დროს მას 36 გრადუსამდე ათბობენ. მისი სიმაგრე სახეობების მიხედვით 16-დან 19 გრადუსამდე მერყეობს.


განაგრძეთ კითხვა

0
99
შეფასება არ არის
ავტორი:Georgian News
Georgian News
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0