x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ამერიკელმა "ვიაგრას" აბები ინდაურივით გადაყლაპა,რის შემდეგაც დებოში მოაწყო ფხუკეტის აეროპორტში

image
27 წლის ამერიკელმა ტურისტმა, სტივ ჩომ დებოში მოაწყო ფხუკეტის(ტაილანდი) აეროპორტში მას შემდეგ, რაც "ვიაგრას" რამდენიმე ტაბლეტი დალია.ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Mirror -ი ავრცელებს.

როგორც მოწმეები იტყობინებიან, ამერიკელი მთლიანად გაშიშვლდა და ფეკალიებს ესროდა გამვლელებს, ამასთანავე ამსხვრევდა მაღაზიის ვიტრინებს.აეროპორტის ექვსმა თანამშრომელმა ძლივს გააკავა ამერიკელი ტურისტი, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახალგაზრდა მამაკაცმა განაცხადა, რომ "ვიაგრას" გადამეტებული დოზა მიიღო, მოწმდება მისი ფსიქიკური მდგომარეობაც.

მოგვიანებით სტივ ჩომ აღიარა, რომ არაადეკვატურად იქცეოდა, პირობა დადო, რომ ყველა ზარალს აანაზღაურებდა, რაც მან დააზიანა, თუმცა ტაილანდში საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე ამორალური საქციელისთვის სასჯელი საკმაოდ მკაცრია.ასე, რომ საეჭვოა იგი მარტო ჯარიმით გამოძვრეს.

image

პრეპარატი "ვიაგრა" სექსუალური სტიმულატორია მამაკაცებისთვის, რომელიც ერექციის გაძლიერების ან შენარჩუნებისთვის იხმარება და მისი დოზა ზრდასრული მამაკაცისთვის 1/2 ტაბლეტია, ხოლო ხანშიშესულისთვის(60 წელს გადაცილებული) ერთი აბი.

იხილეთ ვიდეო

imageსხვა სიახლეები

0
76
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0