x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
არცერთს არ უთქვამს, არ ვიცოდით თუ ლიკვიდირებული პირები ტერორიზმთან კავშირში იყვნენო

image


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი წუხს, რომ პანკისელებს წუხილი არც მას შემდეგ გამოუთქვამთ, როცა გაირკვა, რომ მათთან კონტაქტში მყოფი პირები ნოემბერში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 25 საათიანი შეტაკებისას დახოცეს. მისი თქმით, ამ დროს ისიც გაირკვა, რომ ეს პირები საერთაშორისო ინტერპოლით იძებნებოდნენ, მაგრამ ხმა არც ამაზე ამოუღიათ.


"როდესაც ამბობენ, რომ საერთაშორისო მასშტაბით ძებნილი პირები პანკისში ორი წელი ცხოვრობდნენ და აქ ბიზნესსაქმიანობისთვის ჩამოვიდნენო, მას შემდეგ რაც თბილისში სპეცოპერაციის შედეგად მათი ლიკვიდაცია მოხდა, სამწუხაროდ, არცერთი არ გამოსულა და არ უთქვამს, გვქონდა მათთან ურთიერთობა და არ ვიცოდით, თუ ტერორიზმთან კავშირში იყვნენო. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პირებს ცუდი განზრახვები ჰქონდათ და საერთაშორისო მასშტაბით იძებნებოდნენ, "- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა ტვ პირველის ეთერში.

0
170
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0