x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
კრიმინალური არქივიდან:ჰენრი ჰოლმსის "სიკვდილის სასახლე"
image

ტერმინი "სერიული მკვლელი" სწორედ მას შემდეგ დამკვიდრდა ვისზეც დღეს უნდა ვისაუბროთ და იგი ითვლება აშშ-ში პირველ ოფიციალურ სერიულ მკვლელად, სტატისტიკური მონაცემებით სერიული მკვლელების 75% სწორედ შეერთებულ შტატებზე მოდის(მთლიანად 300-ზე მეტი სერიული მკვლელი).


ჰენრი ჰოლმსი, (ნამდვილი სახელი ჰერმან ვუებსტერ მაჯეტი), რომელიც ცინიკურად კლავდა მის უზარმაზარ სასახლეში ადამიანებს და შემდეგ მათ ჩონჩხებს სამედიცინო დაწესებულებებს აბარებდა და ერთხელაც არ დაინტერესებულა არავინ, საიდან მოჰქონდა ჩონჩხები.




სასამართლოზე აღიარა 27 მკვლელობა, თუმცა ზუსტად არავინ იცის რამდენი ადამიანი გაისტუმრა იმ ქვეყნად, სახელდება ციფრი 100-დან 300-მდე.




"დავიბადე ეშმაკის სულით და არ შემეძლო რომ არ მომეკლა, ისევე როგორც არ შეუძლია გაჩუმდეს შთაგონებით შეპყრობილი პოეტი..."-განაცხადა ჰოლმსმა სასამართლოზე.

image

ჰერმან მაჯეტი დაიბადა 1861 წლის 16 მაისს, ნიუ ჰემფშიის პატარა სოფელში. მამა -ლევი ჰორტონ მაჯეტი და ხოლო დედა, - თეოდოატ პეიჯ პრაისი.


მაჯეტის ოჯახი ნიუ ჰემფშირის პირველი დასახლებათა შთამომავლები იყვნენ. მამა მკაცრი დისციპლინის მომხრე იყო, ამიტომ ჰერმანს ხშირად ხვდებოდა მამისგან.


ჰერმანი შემდგომ იხსნებდა, რომ თანაკლასელები დასცინოდნენ, როდესაც გაიგეს, რომ მიცვალებულების ეშინოდა, ერთხელ მათ აიძულეს ექიმის კაბინეტში ჩონჩხს შეხებოდა, კლასელებს ბიჭის შეშინება უნდოდათ, თუმცა ჰერმანი პირიქით, ნანახით აღფრთოვანებული დარჩა.



11 წლის იყო, როდესაც გაიგო, რომ ჩიკაგოში დიდი ხანძარი მოხდა, რომელმაც ქალაქის 90% გაანადგურა, ბიჭმა სიამოვნებით წარმოიდგინა თუ როგორ დაიწვებოდნენ მისი მშობლები....პათოლოგიური გადახრები მასში უკვე ბავშვობიდანვე შეინიშნებოდა.





ვერმონტის კოლეჯში სწავლობდა ერთი წელი, ამ პერიოდში ცხოველებზე ექპერიმენტებს ატარებდა, შემდეგ კი მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც 1884 წელს დაამთავრა და ექიმის დიპლომი აიღო, სწავლის პერიოდში დაიწყო თაღლითობა, რომელმაც შემდგომ უფრო ფართო მასშტაბებს მიაღწია:უნივერსიტეტის ლაბორატორიიდან იპარავდა გვამებს, იმ დონემდე ასახიჩრებდა, რომ ვერ ამოეცნოთ, ახდენდა უბედური შემთხვევის ინსცენირებას მოგონილი გვარ-სახელებით (დაზღვევის გაფორმებით) და შემდეგ სადაზღვევო თანხას ითვისებდა.


უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადავიდა ჩიკაგოში, სადაც მან ფარმაცევტად დაიწყო მუშაობა, აქვე დაიწყო მისი აფერა უძრავ ქონებაზე სახელით, - H. H. Holmes.



ჰენრი ჰოლმსი ძირითადად სულ ქალაქში იყო და საკუთარ ბიზნესს კურირებდა, ხოლო ოჯახი ჩიკაგოს გარეუბანში დასახლდა, ამ დროისთვის ჰოლმსი მეორედ იყო დაქორწინებული და ერთი ქალიშვილიც ჰყავდა, რომელიც ცხოვრობის ბოლომდე "ძირითადი " ცოლი იყო, (ისე, რომ ფაქტობრივად ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა)ამის შემდეგ ჰოლმსი კიდევ ორჯერ დაქორწინდა ჯორჯია იოუკზე და ჯული სმიტზე, რომლებიც მისი მსხვერპლი გახდნენ.

imageფოტოზე: ჰოლმსის ერთადერთი ქალიშვილი ლუსი(1919 წლის ფოტო)




1886 წლის ზაფხულში ჰოლმსმა გაიცნო დოქტორი ჰოლტონი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი აფთიაქი, ჰოლტონი უკურნებელი სენით იყო დაავადებული, აფთიაქს კი ცოლი კურირებდა, ჰოლმსა გამოიყენა მთელი თავის ქარიზმა და ქალი დაითანხმა მისთვის აფთიაქი მიეყიდა, ქმრის გარდაცვალების შემდეგ მისის ჰოლტონიც უკვალოდ გაქრა, ჰოლმსი მის ახლობელებს და ნათესავებს უმტკიცებდა, რომ ქალი კალიფორნიაში გადასახლდა და იმდენად მოეწონა იქაურობა, რომ იქ დარჩა სამუდამოდო.


ჰოლმსი ინგლვუდის რაიონში ფარმაცევტად მუშაობდა და თან თაღლითობდა, კლავდა კლიენტებს, გამოგონილი გვარით მათ სახელზე ხსნიდა სადაზღვევო პაკეტს, შემდეგ კი სადაზღვევო კომპანიას აკითხავდა, არწმუნებდა მათ, რომ ეს იყო ის ადამიანი, შედეგად კი საკმაოდ სოლიდურ თანხას ითვისებდა.



ჰოლმსა შეისყიდა აფთიაქის გარშემო ტერიტორია და ააშენა სამსართულიანი სასახლე-სასტუმრო, სწორედ აქედან იწყება შემზარავი მკვლელობების სერიები, რომელიც საშინელებათა ფილმის სიუჟეტს უფრო მოგვაგონებს.

image

პირველ სართულზე აფთიაქი და მაღაზიები იყო განთავსებული, ხოლო მეორე-მესამე სართულსზე ოფისები და ოთახი-ლაბირინთები, რომელბიც მხოლოდ გარედან იკეტებოდა, უმეტესობა ფანჯრის გარეშე, დამონტაჟებული ჰქონდა სათვალთვალო ჭუჭრუტანები.

მშენებლობის დროს ჰოლმსი გამუდმებით ცვლიდა მუშებს(ან შესაძლოა კლავდა), რომ სასახლის სქემა მათთვის უცნობი ყოფილიყო, რაც ყველაზე მთავარია სასახლის სარდაფში გაზის ონკანები იყო დამონტაჟებული, რომლის მილებიც ინდივიდუალურად ოთახებში შედიოდა, ანუ ჰოლმსა შექმნა "გაზით საწამებელი კამერა-ოთახები".აქვე ჰქონდა ორი გიგანტური ღუმელი გვამების გასანადგურებლად და რეზერვუარი, რომელიც მჟავით იყო სავსე, აგრეთვე ბოთლები სხვადასხვა საწამლავით და შუა საუკუნეების საწამებელი ძელი.


ჰოლმსის ძირითადი მსხვერპლი მასთან მომუშავე ქალები იყვნენ, რომლებსაც სამსახურში სიცოცხლის დაზღვევის პირობით იღებდა, უხდიდა კარგ ხელფასს და ფაქტობრივად სასტუმროში უფასოდ ან სიმბოლურ თანხაზე აცხოვრებდა, ჰოლმსის "დიდსულოვნებით" და ქარიზმით მოხიბლული ქალები მისი საყვარლები და "საცოლეები" ხდებოდნენ, შემდეგ კი უკვალოდ ქრებოდნენ.

image

სიკვდილის სასტუმრო-სასახლე სრული სიმძლავრით 1893 წლის კოლუმბის მსოფლიო გამოფენის დრო ამოქმედდა.არის მონაცემები, რომ იმ დროს 50 ტურისტი უკვალოდ გაქრა.



ამასობაში კი სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებდა უკვალოდ გამქრალ ნათესავებს და ჰოლმსის სასახლეს აკითხავდნენ, რადგან მოწმეების და წერილების მიხედვით სწორედ მასთან ნახეს უკანასკნელად, ამასთანავე კრედიტორებიც აწუხებდნენ ჰოლმსს და თანხების დაბრუნებას ითხოვდნენ, რომელიც ჯერ კიდევ სასახლის მშენებლობის დროს აიღო, პარალელურად რამდენჯერმე გამომძიებელიც ესტუმრა, ჰოლმსი ხვდებოდა, რომ დრო იყო გაქცეულიყო, ამისთვის კი მსხვილი თანხა სჭირდებოდა.იგი ტეხასში გადაბარგდა და 1894 წელს ცხენებზე განხორციელებული თაღლითობის გამო ცოტა ხნით ციხეშიც კი ჩასვეს.



უკანასკნელი აფიორა და მკვლელობა თავის ერთგულ მსახურზე, ბენჟამინ პიტზელზე განახორციელა, რომელიც წლების განმავლობაში მასთან ერთად მუშაობდა და "სანიტრის" როლსაც ასრულებდა.იგი დაარწმუნა, რომ მის სიკვდილს გაითამაშებდნენ, ხოლო დაზღვევის თანხას, 10 000 დოლარს გაიყოფდნენ, თუმცა ჰოლმსმა მოკლა პიტზელი(უბედური შემთხვევა გაითამაშა, ბენჟამინი ალკოჰოლიკი იყო) ხოლო ცოლს მოატყუა შენი ქმარი დამალულია, მალე გამოჩნდება, გამდიდრდებით და იცხოვრებთ ბედნიერათო, დროებით გასაჩუმებლად კი 500 დოლარი მიუგდო.ხოლო პიტზელის ხუთი შვილიდან, იმის შიშით, რომ შესაძლოა რომელიმე მიმხვდარიყო სიმართლეს, სამი მათგანი მოიშორა, ვაჟი გაგუდა, შემდეგ დაანაწევრა და დაწვა, ხოლო პიტზელის ორი ქალიშვილიდან ერთ-ერთი სკივრში დაამწყვდია და გაგუდა.

image

ჰოლმსი დააკავეს, თავდაპირველად ბრალი მხოლოდ თაღლითობისთვის და ბენჟამინ პიტზელის მკლელობისთვის წაუყენეს, თუმცა შემდგომ გამოძიების დროს გამოაშკარავდა მისი შემზარავი მკვლელობების სერიები.

სამართალდამცავები შოკირებულები იყვნენ, როდესაც მისი "სიკვდილის სასახლის" ჩხრეკა ჩაატარეს.

image

ჰერმან მაჯეტ ჰოლმსი1896 წლის 7 მაისს, ფილადელფიაში სახალხოდ ჩამოახრჩვეს, აღსანიშნავია, რომ იგი 20 წუთის განმავლობაში ფართხალებდა სახრჩობელაზე და იქ დამწრეთ ეს ღვთის სასჯელად მიიჩნიეს:"მოკვდა ისეთივე წამებით, როგორც სხვებს ექცეოდა"


imageიხილეთ აგრეთვე

0
265
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0