x
image
natia.a
შოკისმომგვრელი ნაწყვეტები ომგამოვლილი ბავშვების დღიურებიდან - აი, რას წერდნენ ისინი...
image


"ომის საბავშვო წიგნი" - ეს არის უნიკალური კრებული, რომელშიც თავმოყრილია 1941-1945 წლებში ბავშვების მიერ დაწერილი 35 დღიური, სასტიკი ომის პატარა მსხვერპლთა ისტორიები: ოკუპირებული ტერიტორიებიდან, გეტოებიდან, საკონცენტრაციო ბანაკებიდან, ნაცისტური გერმანიიდან თუ ალყაშემორტყმული ლენინგრადიდან. 35 ბავშვის ხმა, რომლებიც ღიად მოგვითხრობენ მათი საკუთარი ომის შესახებ. იმ დროს ისინი მხოლოდ 12-14 წლისანი იყვნენ. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს ამ დღიურებიდან, რომლებიც, ვფიქრობ, გულგრილს არავის დატოვებს. უდანაშაულო ბავშვთა განცდები ყველაზე ნათლად გვანახებს ომის მთელ სისასტიკეს.


image


***



"რა კარგი იქნებოდა თავის დაღწევა ამ მომაკვდინებელი შიმშილის მარწუხებისგან, გამუდმებული შიშისგან, კარგი იქნებოდა ახალი ცხოვრების დაწყება სადმე პატარა სოფელში, ბუნებაში, დავიწყება მთელი ამ გადატანილი ტანჯვის... ეს არის დღეს ჩემი ოცნება."


"...ჩიხში ვარ, ასე ცხოვრება აღარ შემიძლია. შიმშილი. საშინელი შიმშილი. ჩემთან დედაა და ირა. ხომ არ შემიძლია მათ მათი წილი პური წავართვა. არ შემიძლია, რადგან ვიცი, რომ ახლა პურის ერთი ნამცეციც კი... დღეს საკონდიტროდან რომ ვბრუნდებოდი, მაინც წავართვი, მოვაკელი დედას და ირას პურის ნაჭრებს 25 გრამი და მალულად შევჭამე... უფსკრულში მივექანები, უზნეობის უფსკრულში, უსინდისობის... როგორ მრცხვენია, მეცოდება ირა... ჭამა! საჭმელი!"


იური რიაბინკინის დღიურიდან, 1941 წელი, ლენინგრადის ბლოკადა.

image



***


" მეორე კატა უკვე ზიზღის გრძნობის გარეშე შევჭამეთ, კმაყოფილები ვიყავით, რომ რაღაც ნოყიერს ვჭამდით. შემდეგ განსაკუთრებულად სასტიკი შიმშილის დღეები დადგა. მაღაზიებში არაფერია, სახლშიც თითქმის ყველაფერი გამოილია. კატებს, როგორც ჩანს, მხოლოდ ჩვენ არ ვჭამდით, ვერც ერთს ვეღარ ნახავთ ქუჩაში."


ლარი იგოშევას დღიურიდან, 1942 წელი, ლენინგრადის ბლოკადა.



image

***


"ზედამხედველმა რვა შეგვარჩია (მათ შორის მეც) და გამოგვიცხადა, რომ ჩვენ დამკრძალავი ჯგუფი ვიქნებოდით. აქამდე დიდი ქაოსი იყო, გარდაცვლილები რამდენიმე დღე ეყარნენ ყაზარმებში. ახლა ჩვენი მოვალეობაა გარდაცვლილებს მაშინვე გავხადოთ, დავაძროთ ოქროს კბილები, შემდეგ ცხედრები გავიტანოთ და დავდოთ ყაზარმის კარებთან..."


მაშა როლნიკაიტეს დღიურიდან, 1943 წელი, შტუტგოფის საკონცენტრაციო ბანაკი.


image


***


"რად აღარ შეიძლება იქცეს ადამიანი. მე თვითონაც მეჩვენება, რომ დღეს მხოლოდ "რუსი ღორი" ვარ ნომრით 25795. მკერდზე OST მაწერია, ქუდზე სამუშაო ნომერი მაქვს, საკუთარი ნომერი კი ჯიბეში მიდევს, თუმცა მაიძულებენ კისერზე ჩამოვიკიდო...სულ დანომრილი ვარ."


ვასია ბარანოვი, 1943 წელი, დრეზდენი.


***


"23-ში გესტაპოში დაიბარეს მთელი ებრაული ინტელიგენცია და ყველა დააკავეს. ახლა ნაწილი გამოშვებულია, ნაწილი კი დახვრეტილი... მარტო გუშინ ხუთი ათასამდე ადამიანი დახვრიტეს. "


"დღეს (დასახვრეტად) გაიყვანეს ფ. არ შემიძლია გადმოვცე რას ვგრძნობ. ძალიან მიმძიმს, მრცხვენია. იმ ადამიანების გამო, რომელებიც ამ ყველაფერს გულგრილად ან ბოროტი სიხარულით უყურებენ. რითია ფ. თქვენზე უარესი? ის კარგი გოგო იყო, და მამაცი. ფეხზე მდგარი მიდიოდა, ამაყად თავაწეული... დარწმუნებული ვარ, სიკვდილის წინაც კი არ დახრიდა თავს. იცოდე, ფ. მე ყოველთვის მემახსოვრები და ოდესმე შურს ვიძიებ! "


რომა კრავჩენკო-ბერეჟნოვის დღიურიდან, 1942 წელი, კრემენეცი.



image

***


"... მეგონა ცეცხლში, ცრემლებში, დაუსრულებელ მწუხარებასა და სიცივეში აღარ გამიჩნდებოდა ისევ დღიურის წერის სურვილი. დღეს კი ისეთი რამ მოხდა, რომ იძულებული გავხდი დამეწერა... მამა, ჩვეულებრივ, დილით ცეცხლის დასანთებად ემზადებოდა, მანის ფაფა რომ მოგვეხარშა... სარდაფის სახურავი ახადა და მეზობელს დაუძახა: "შურა, გამოდით, თქვენ ცოცხალ..." - და ამ დაუსრულებელ სიტყვაზე დასრულდა მისი სიცოცხლე. გაისმა სროლის ხმა, უფრო სწორად რაღაც ტკაცუნი - და მამა ნელ-ნელა ჩაჯდა სარდაფის საფეხურზე..."


ანა არაცკაიას დღიურიდან, 1942 წელი, სტალინგრადი.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ ბარდებოდნენ ტყვედ სხვადასხვა ეროვნების ჯარისკაცები II მსოფლიო ომის დროს - ფაქტები, რომლებიც ბევრს დააფიქრებსimage



2. რა გააკეთა გერმანელმა ტყვემ დახვრეტის წინ- ამბავი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებსimage



3. საბჭოთა კავშირის 6 საიდუმლო ქალაქი - ის, რასაც სკოლებში არ ასწავლიდნენimage



4. რატომ დახვრიტეს ქართველი ტანკისტები უნგრეთშიimage



5. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სტალინი ყველაფერს პატიობდა - ვინ იყო "წითელი არმიის ჯალათი"image


6. უცნობი ისტორია სტალინზე, პეპელაზე და ტანკზე...image


7. როგორ ხდებოდა ომის დროს ხალხის მოსატყუებლად სსრკ–ში ფოტოების მონტაჟიimage

0
1229
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0