x
მეტი
  • 27.05.2018
  • სტატია:77366
  • ვიდეო:330076
  • სურათი:433480
იაპონური მაფიის საიდუმლო ცხოვრება - შიშის ქვეშ გადაღებული უნიკალური ფოტოები

image


ბელგიელი ფოტოგრაფი ანტონ კასტერსი სპეციალიზებულია გრძელვადიან პროექტებზე. 2011 წლეს გამოვიდა მისი პირველი ფოტოალბომი, რომელიც ეძღვნება იაკუძებს — ორგანიზებული დანაშაულის იაპონურ დაჯგუფებებს, რომლებსაც ფოტოებს უღებდა ორი წლის მანძილზე.



image



image



იაპონიაში 50 ათასამდე იაკუძაა, რაც მათ მსოფლიოში ერთ-ერთ ველაზე მსხვილ სინდიკატად აქცევს.



image



მხოლოდ 10 თვის განუწყვეტელი მცდელობის შემდეგ მოახერხა ბელგიელმა ფოტოგრაფმა შეხვედროდა იაკუძას ოჯახის "ნათლიას". მომდევნო ორი თვე ანტონ კასტერსმა გაატარა იაპონური კრიმინალური დაჯგუფებების შავბნელ ატმოსფეროში "ქურდული გაგების" ცხოვრების ფოტოგრაფირებაში.



image



აი, რას გვიამბობს თავად ფოტოგრაფი იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხა აღნიშნულ პროექტზე იაკუძას დათანხმება:



image



"თავიდან ეგონათ, რომ მათ შესახებ სტატიას დავწერდი, მედიაში გამოვაქვეყნებდი, მაგრამ დავარწმუნე, რომ ჟურნალისტი არ ვარ და მხოლოდ არტ-პროექტის შექმნა მსურს, რომლის საფუძველზეც წიგნი გამოიცემა და გამოფენა მოეწყობა. არტ-პროექტის იდეა ძალიან მოეწონათ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს იქნებოდა ფოტომოთხრობა მათზე, როგორც სუბკულტურაზე, ვაჩვენებდით მათი ცხოვრების პრინციპებს, კულტურას, ღირებულებებს. მათ ესიამოვნათ ყურადღება და გულწრფელი ინტერესი, ამიტომ ყველაფერი გამოგვივიდა.



image



ძალიან ვღელავდი. მესმოდა, რომ ისინი ყაჩაღები არიან და ძალიან ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი, არ უნდა გადამეღო არაფერი, რისიც არათუ გადარება, ნახვაც კი არ შეიძლებოდა. იაკუძები ჩემს ასეთ მღელვარებას უპატივცემულებად იღებდნენ და ძალიან სწყინდათ. ერთხელ ერთმა მათგანმა განზე გამიყვანა და მითხრა: "თქვენ აქ ხართ იმისთვის, რომ ფოტოები გადაიღოთ. მოიქეცით როგორც პროფესიონალი, გთხოვთ."აღმოჩნდა, რომ ისინი მე პატივს მცემენ და თვლიან, რომ ძალიან ამბიციური და გამბედავი ვარ, რადგან მათთან საქმის დაჭერის არ შემეშინდა. ხოლო ის რომ ზოგჯერ ვერ ვბდავდი გადაღებას, სისუსტის ნიშანი იყო".



image



ანტონ კასტერსი იაკუძას სუბკულტურის შესახებ: "სინამდვილეში "იაკუძას" მნიშვნელობა თითქმის უახლოვდება "სამუშაოს" მნიშვნელობას. ბანდის წარმომადგენლების უმრავლესობას აქვს საკუთარი ოფისები. მთთვის უცხო არ არის იაპონური ბიზნეს-კულტურის ძირითადი ღირებულებები, როგორიცაა ზემდგომთა მიმართ პატივისცემა, ოფისში წესრიგი და სისუფთავე და ა.შ.



image


ჩვენი ურთიერთობის ადრეულ ეტაპზე შევამჩნიე ერთი რამ, რამაც ძალიან დამაინტერესა. მათ შორის იყო ძალიან ბევრი გამოუთქმელი რამ, იგრძნობოდა ჯგუფური ზეწოლა. იკუძას შიგნით ურთიერთობა აგებულია ისე, რომ თუ ვინმე რაიმეს არასწორად გააკეთებს, არავინ არაფერს ეტყვის, უბრალოდ ყველა ელოდება, როდის მოიხდის ბოდიშს. წინააღმდეგ შემთხვევში, ბანდის საზოგადოება უბრალოდ გასრესს მას თავისი დუმილით, იგნორირებით, რაც ყოველთვის ძალიან ეფექტურად მუშაობს.



image



თუ ოჯახში ვიღაცამ სერიოზულად დააშავა რამ, არსებობს yubitsume-ის რიტუალი (ბრალის გამოსყიდვის რიტუალი, რომლის დროსაც დამნაშავენ თითის ნაწილი უნდა მოიჭრას), თუმცა ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა და რამდენიმე წელიწადში ერთხელ თუ ტარდება.



image


ანდა ნამდვილად ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ძალადობა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო განსაკუთრებულობა, რომელიც იაკუძაში შევამჩნიე, არის ის, რომ ისინი საზოგადოების ნაწილად თვლიან თავს, უბრალოდ კრიმინალურ ნაწილად, რომელსაც თავისი უფლებები და მოვალეობები გააჩნია იაპონიის ცხოვრებასა და კულტურაში. როგორც უკვე ვთქვი ისინი ძალიან ცნობილები არიან იაპონიაში და სრულიად არ იმალებიან. ყველა მსხვილი ბიზნესმენი, მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია ბანდასთან და ცდილობს სიფრთხილით მოიქცეს.



თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა ან შეცდომა დაუშვა, ყველაზე გავრცელებული სასჯელი დაქვეითებაა. და მათთვის ეს ძალიან სერიოზულია. თუ ვინმეს თანამდებობაზე აქვეითებენ, ეს მისთვის დიდი სირცხვილია, რადგან იაკუძას მმართველობის იერარქიული სისტემა აქვს.


დღეს ბანდა არსებობს კრედიტად გაცემული თანხების პროცენტების ხარჯზე. ოდესღაც მათ დაფარეს ძალიან ბევრი ადამიანის კრედიტები, ახლა კი ის ადამიანები იაკუძას წინაშე არიან ვალში. ამას გარდა, ფუკუსიმაზე მომხდარი ბირთვული კატასტროფის შემდეგ ბანდამ ბევრი სახლის აღდგენაში გასწია დახმარება, ცხადია, არა საქველმოქმედო მიზნით. დღეს ეს ადამიანები ბანდის მოვალენი არიან.

ადგილები, რომლებსაც იაკუძა აკონტროლებს ან განაგებს, მთელ იაპონიაში ყველაზე უსაფრთხო ადგილებად ითვლება. არ ვამბობ, რომ ბანდა საერთოდ არ მიმართვას ძალადობას, მას აქვს ადგილი, მაგრამ საზოგადოებას თვალში არ ხვდება და ნებისმიერი საბაბით არ გამოიყენება. ძალადობას მხოლოდ იმიჯისა და ავტორიტეტის შესანარჩუნებლად მიმართავენ. ხალხს ეშინია და პატივსაც სცემენ იაკუძას, ამიტომ არ კარგავს მაფია ძალაუფლებას.

იგრძნობა, რომ მაფია ერთი დიდი ოჯახია. ბევრი ახალგაზრდა, რომელტაც არაფერი გააჩნიათ, მიდის ბანდაში იმისათვის, რომ თავი სასარგებლოდ და მნიშვნელოვნად იგრძნოს - იგრძნოს, რომ ერთი დიდი ოჯახის ნაწილია.

იაკუძას თავისი საწვრთნელი ბანაკები აქვს მეთევზეთა დასახლებებში. აქ ახალწვეულებს თავდასხმისა და თავდაცვის ძირითად ილეთებს ასწავლიან - მაგალიტად, როგორ აიცდინონ მოქნეული დანა. ამავდროულად, ეს ბიჭები დილის ოთხ საათზე დგებიან მედიტაციისთვის. ეხმარებიან მეთევზეებს თევზჭერაში და სწავლობენ სამურაის ხმლის ფლობას. არის ამაში რაღაც უჩვეულო".



image



იაკუძას ცნობილ ტატუებზე ფოტოგრაფი შემდეგს ამბობს: "თავდაპირველად ტატუები გამოიყენებოდა ბანდის წევრების ამოსაცნობად აბანოში, იაკუძას ტრადიციულ შეხვედრის ადგილზე. მაგრამ ამ ტატუებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ტავად იაკუძებისთვის და ახლაც დიდ ყურადღებას აქცევენ.



image


image


ტატუირება -ეს არის სიმბოლო რაღაში მონაწილეობის, გამბედაობისა და ძალის ნიშანი. ყველა იაკუძა ამაყობს იმით, ვინც არის და ტატუ მას ამას ახსენებს.




image


მაფიას, როგორც წესი, ჰყავს თავისი მხატვარი, რომელიც ბანდის წევრებს ტატუებს უკეთებს. თუმცა არაფერი დაშავდება არ იმით, თუ ტატუს სხვა მხატვარი გააკეთებს. მხატვარი, რომელიც იაკუძას ემსახურება, თავისი საქმის ნამდვილი დიდოსტატია. თავად კაიჩოუ ( "ნათლია" დაჯგუფებისა, რომელშიც ფოტოგრაფმა 2 წელი გაატარა), მას "სენსეის" უწოდებს. მხატვრის ოსტატობა იქამდე მივიდა, რომ ნემსით წუთში 120 ჩხვლეტამდე შეუძლია გააკეთოს.




image



მე კაიჩოუსთან ერთად ვიყავი მეორე ტატუს გაკეთებისას. მან იგი დაიხატა მეორე ბანდასთან გაერთიანების აღსანიშნავად. მას ჯერ განუახლეს ძველი ტატუ და კიდევ ახალი ნახატიც დაუტანეს. ამგვარად, ტატუმ მთელი სხეული დაიკავა. პროცედურა დაახლოებით 100 საათს გრძელდებოდა, რის შემდეგაც კაიჩოუს "ტკივილის ოსტატი" შეარქვეს.



image



ამ პროექტის დასაწყისში მეგონა, რომ საქმე მექნებოდა უსულგულო და უნამუსო დამნაშავეებთან. მაგრამ მე დაცული ვიყავი ყოველგვარი ძალადობისგან და ისინი უფრო პროფესიონალი ეკონომისტების ჯგუფს მოგაგონებდათ, ვიდრე ბანდიტებს.


იაკუძას ცხოვრება არ არის სიუჟეტი ფილმიდან "მოკალი ბილი", ისინი გაცილებით დახვეწილად მუშაობენ."



image


ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან იაპონელი, ჩინელი და კორეელი - შეამოწმეთ საკუთარი თავი!image



2. ერთი სიტყვის არასწორი თარგმანი იაპონიის ატომური დაბომბვის მიზეზი გახდა - ეს საინტერესოაimage


3. ვინ იყო სინამდვილეში სტალინის შვილი და რა აკავშირებდა მას სადამ ჰუსეინთან - სიმართლე, რომელსაც დიდხანს მალავდნენimage



4. რატომ არის ამერიკელების სამხედრო ფორმაზე დროშა უკუღმა გამოსახულიimage



5. როგორ სჯიან ქმრის მოღალატე ქალებს სხვადასხვა ქვეყნებში - შოკისმომგვრელი ტრადიციები, image



6. 12 ხერხი, რომელსაც აშშ-ს დაზვერვა იყენებს ადამიანთა დაკითხვის დროს - ის, რაც აქამდე საიდუმლო იყო!image


7. ნახატები, რომელთა გამოც ავტორი სამშობლოდან გააძევეს - საოცრად დამაფიქრებელი ილუსტრაციები!image

0
666
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
666
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0