x
image
ალექსანდრე ლექსო
ჩვენი პლანეტის ანომალური ადგილები
დედამიწაზე არის ადგილები, რომელთა საიდუმლოებების ამოხსნას მეცნიერები დღემდე ვერ ახერხებენ



პრეიზერის ზონა
image
კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა–კრუსში კომპასი უცნაირად იქცევა: მიწის ზედაპირიდან 1 მეტრის სიმაღლეზე სწორად მუშაობს, საკმარისია უფრო დაბლა დავწიოთ, რომ ისარი 180 გრადუსით უკუღმა შეტრიალდება.
სირიის ჭები
image
მათ ვერცხლის ჭებს უწოდებენ. ისინი პრაქტიკულად მშრალი ჭებია, მაგრამ თუ საღამოს ჭაში მღვრიე წყლიან ვედროს ჩავდგამთ, დილით წყალი წმინდა და ძალიან გენრიელი დაგვხდება.
მკვნესარე ქვიშები
image
წითელ ზღვის სანაპიროსთან მდებარე ჯებელ–ნაკუგის მთის მწვერვალი გვაკვირვებს – როგორც კი ფეხს ადამიანი შედგამს, ქვიშა კვნესის მსგავს ხმებს გამოსცემს. ამ საიდუმლოს ამოხსნას მეცნიერები დღემდე ვერ ახერხებენ.
ტონგას კარები


image


პოლინეზიაში სამი უზარმაზარი ქვისგან (თითოელის სიგრძე დაახლოებით 5 მეტრია) გაკეთებულ უცნაურ ნაგებობას ტონგას კარებს უწოდებენ. ქვების წონა 40 ტონაზე ნაკლენი არ იქნება. ნაგებობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 200 წელს არის დამზადებული.


უძველესი ნაფეხურები

image


1977 წელს პალეონტოლოგების ექსპედიციამ ტანზანიაში ადამიანის ნაკვალევი აღმოაჩინა, რომელთა ასაკი 4 მილიონ წელს ითვლის, რაც წარმოუდგენელია. დღეს ნებისმიერ იქ ჩასულს შეუძლია მოინახულოს ადამიანის დედამიწაზე ცხოვრების უძველესი კვალი.


ენერგრტიკული ლაქები


image


ლიტვაში, ვილნიუსის ჩრდილოეთით მდებარე ამ ადგილს ბრუზალე ქვია. მაღალი ნაძვებით შემოსაზღვრულ მდელოზე ორი, სამი მეტრი რადიუსის "ლაქაა". მნახველები ამტკიცებენ, რომ ერთ მათგანის ფარგლებში შესვლისას არაჩვეულებრივ ენერგიის მოზღვავებას გრძნობენ, მეორეში კი დედამიწის მიზიდულობის ძალა საგრძნობლად იზრდება.


დაკარგული დროის კუნძული.


image


კუნძული ბარსაკელმასი. აქ დრო იკარგება. აქაურების მონათხრობით, კუნძულზე დიდი დროის მანძილზე თავს აფარებდნენ დევნილები. ზოგიერთი მადგანი სულ რაღაც ორი სამი წლის შემდეგ თავის სახლს უბრუნდებოდა. მაგრამ იქ ჩასულებს თავისიანები უკვე ძალიან დაბერებული ან გარდაცვლილები ხვდებოდათ.


0
206
2-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0