სხვა "მათთვის ვისთვის ილიკოს ცეკვა ქართული არაა..." - ნანუკა ჟორჟოლიანი 2018, 15 იანვარი, 8:23 სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ილიკო სუხიშვილის ახალ ცეკვას გამოეხმაურა. "მათთვის ვისთვის ილიკოს ცეკვა ქართული არაა:) მეც მიყვარს კლასიკური ქართული, განსაკუთრებით ხორუმი, დოლის ყველა ბრაგუნზე, გულიც შესაბამისად მიბაგუნებს. მაგ დროს, ჩემს ფიქრებში, სოხუმში ყავას ვსვამ და ცხინვალში ხაბიძგინს ვჭამ. სუხიშვილებს ყველა კონცერტში აქვთ კლასიკური ქართული ცეცკვა. იმიტომ რომ ეს საქართველოს და მათი გვარის ისტორიაა, მაგრამ დგამენ ახალსაც, რომლისაც ისე გვეშინია, ისე გვეშინია...
ასე დგამდნენ თავის დროზე დიდი სუხიშვილები, რომლებიც არიან რეფორმატორები თავის საქმეში. ხელოვანიც საქართველოს ისტორიას წერს. ილიკო ცეკვით, ნიკა გაორკესტრებით, ნინო სიმღერით. და ვაცადოთ. თუ ახალი არაფერი დაიდგა, გამოდის ჩვენი ქვეყნის კულტური ისტორია შეწყდება იქ, სადაც კლასიკური ქართული ცეკვა დაიდგა. არადა ვაგრძელებთ არსებობას. წინსვლა მხოლოდ განახლებაშია მეგობრებო. და ბედნიერები ვართ, რომ გყავს ხალხი, რომელსაც ეს შეუძლიათ." - წერს ჟორჟოლიანი.
875 1-ს მოსწონს
|