x
image
alex999
Mediator image
13 საუკეთესო თვისება, რომელსაც ბავშვები ბებიებისგან სწავლობენ..

ბავშვებს ხანდისხან უწევთ ბებიებთან ცხოვრება ან კიდევ საერთოდაც ბებიები ზრდიან. ეს არის მომენტი, როდესაც მშობლები ძალიან დაკავებულები არიან ან კიდევ საერთოდ მშობლები არ ჰყავთ. ეს პერიოდი ბავშვებისთვის უმეტესად სახალისოდ მიმდინარეობს, ისინი სწავლობენ ძალიან ბევრ რამეს, რაც ცხოვრების განმავლობაში არ დაავიწყდებათ. წარმოგიდგენთ 13 თვისებას, რომელსაც ბავშვები ბებიებისგან სწავლობენ.


1. სწავლობენ საყვარელი ადამიანისთვის თავგანწირვას


image


ბებიასთან ცხოვრება სკოლასთან არის გაიგივებული, სადაც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან დადებით თვისებას აითვისებ. ბებიებს უსაზღვროდ უყვართ შვილიშვილები - ეს არის ცოცოხალი მაგალითი იმისა, რომ საყვარელი ადამიანებისთვის თავგაწირვაა საჭირო. ბებიების სიყვარულით, შვილიშვილები ხვდებიან, რომ მათაც ეყოლებათ ისეთივე საყვარელი ადამიანები, რომლებიც ამჟამად თვითონ არიან.



2. სტუმარ-მანსპინძლობა


image


ბებიის ოჯახი იგივეა რაც მრავალსტუმრიანი პროექტი, სადაც ხშირად უწევთ სტუმრიანობა. შვილიშვილები ბებიებისგან კარგად სწავლობენ, თუ როგორ უნდა გაუმასპინძლდნენ სტუმრებს და ა.შ




3. ბავშვობიდანვე სწავლობენ საკვები პროდუქტების სწორად შერჩევას!


image


შვილიშვილები, რომლებიც ბებიებთან იზრდებიან ისინი უფრო მარტივად სწავლობენ საკვები პროდუქტების ვარგისიანობისა და სასარგებლო თვისებებს. ბებიები ხშირად დაატარებენ შვილიშვილებს საყიდლებზე, გარდა ამისა მათ ასწავლიან რა უნდა იყიდონ და რა უფრო სასარგებლოა!



4. სწავლობენ ადამიანის ფასს..


image


როცა ბებიასთან იწყებ ცხოვრებას სწავლობ ძვირფასი ადამიანების პატივისცემასა და დაფასებას. ხვდები ძვირფასე ადამიანების ფასს და სწავლობ მათ დაფასებას, რადგან მოვა დრო და შენც გახდები ბებია(პაპა)



5. საუზმე ყოველთვის...


image


ბებიის სახლში არ არსებობს საუზმე, სადილი, ვახშამი და ასე შემდეგ. ბებიას ყოველთვის სურს რომ თქვენ ჭამოთ და იყოთ ჯანმრთელები. აქედან გამომდინარე დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ ისაუზმოთ...



6. თვალი, ჯადო, სამკურნალო მცენარეები და იღბალი


image


ძველებს ძალიან სწამთ თვალის, ჯადოს და ასე შემდეგ, თუმცა არც იღბალის მიმართ არიან გულგრინლი. მაგრამ არსებობს რეალობაც, რომელსაც დღევანდელი მედიცინა მაინც ვერ ცვლის... ბებიებმა იციან სამკურანლო მცენარეების შესახებ და ხშირ შემთხვევაში სამკურნალოდ ზუსტად ამ მცენარეებს იყენებენ.



7. რჩევები


image


უფროსების რჩევები ყოველთვის გასათვალისწინებელია, განსკაუთრებით კი მოსიყვარულე ბებიის. ისინი ყოველთვის კარგს გირჩევენ, თუმცა ამას ვერ მიხვდები მანამდე, სანამ შესაბამის გამოცდილებას არ მიიღებ!



8. საყვარელი ადამიანებისთვის თვალის დევნა!


image


ბებიებისთვის შვილები არ იზრდებიან, ხოლო შვილიშვილები საერთოდ. ისინი თქვენი ასაკის და მიუხედავად ყოველთვის დაგიცავენ.



9. ინფორმირებული გახდებით სერიალების და სატელევიზიო პროგრამების შესახებ!


image

ბებიასთან ცხოვრების პერიოდში ძალიან ბევრი სერიალის და სატელევიზიო გადაცემის შესახებ ინფორმირებული იქნებით. ბებიის ოჯახში 3 ხმა სულ ისმის: 1 - ტელეფონი, 2- ტელევიზორი და 3- კარები.



10. საყვარელი ადამიანებისთვის იმედისმომცემი უნდა გახდეთ!


image


ბებიები, პირველი კლასიდან უნივერსისტეტის დამთავრებამდე მუდამ თქვენს გვერდით ტრიალებენ და ზრუნავენ თქვენზე. ბებია შვილიშვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედია. ზუსტად, თქვენც მომავალში თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის იმედისმომცემი უნდა იყოთ...



11. ბებიებს მოსწონთ მეტიჩრობა


image


ბებიებს ხშირად წამოსცდებათ ისეთი სიტყვები, რომელიც არ უნდა წარმოთქვან. ხშირადაც უწმაწური სიტყვებით გამოირჩევიან, თუ ამ ოჯახში გაიზრდებით, ძალიან ბევრ გამოცდილებას მიიღებთ...



12. "გავძეხი, ვეღარ ვჭამ" - ეს სიტყვები ბებიის ოჯახში არ ივარგებს!


image


ჭამე ბოლომდე!



13. საუკეთესო მეგობარი


image


ის ყოველთვის თქვენს საუკეთესო მეგობრად დარჩება! ღალატის გარეშე...





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. საუკეთესო მეგობრებმა ააშენეს პატარა სოფელი, სადაც ერთად დაბერებას გეგმავენ...

2. 40 დღის შემდეგ პირველად მზე ამოვიდა!

3. 14 რამ, რაც მხოლოდ იმ მამებს ახასიათებთ, რომლებსაც ჰყავთ ქალიშვილები!

4. ოუმუამუას საიდუმლო ამოხსნილია!

5. ბოშების მდიდრული და გაბრწყინებული ქალაქი! მათთვის სიღარიბე არ არსებობს....

4
300
17-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
300
  
2018, 17 იანვარი, 15:54
ძალიან, ძალიან ტკბილები...
2018, 17 იანვარი, 15:29
ყოველთვის მინდოდა გამეგო როგორია ბებია.:( სამწუხაროდ არადროს მყოლია და ძალიან მიყვარს ყველა ბებო.:)
2018, 16 იანვარი, 22:16
საყვარელი ბებო :*
2018, 16 იანვარი, 22:01
სიმართლეა ყველაფერი
0 1 4