x
image
alex999
Mediator image
მოჩვენების არმია, მეორე მსოფლიო ომში, რომელიც გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდა!

მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მეორე მსოფლიო ომი იყო. ბევრ საიდუმლოებასთან ერთად, დღეს კიდევ ერთ დიდ საიდუმლოებაზე ვისაუბრებთ. ეს არის არმია, რომელიც ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეიქმნა. არმიის სახელწოდებაა - "მოჩვენების არმია"!


სანამ ამ არმიას გაგაცნობთ, ვნახოთ როგორ იცნობდნენ მტრები "მოჩვენების არმიას"


image

გერმანელები ტყიან ადგილებში ხშირად ხედავდნენ 4 ჯარისკაცს, რომლებიც ტანკს ხელით გადაადგილებდნენ, გარდა მაისა ესმოდათ სროლის ხმა და ტანკების ხმაური თუმცა გარშემო ვერავის ამჩნევდნენ. ამ და სხვა მსგავსი მოვნელებიდან გამომდინარე გერმანელებმა ამ დანაყოფს "მოჩვენების არმია" უწოდეს.


image


"მოჩვენების არმია" - აშშ-ს ეკუთვნოდა!



image

1944 წელს შემქნილი არმია, მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარე მდინარე რენის სანაპიროზე იქნა განლაგებული.



არმიის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ფაშისტების მოტყუება სხვადასხვა ხერხებით!


image

არმიის ჯარისკაცები ერთმანეთთან ხშირად საუბრობდნენ სამხედრო საიდუმლოებასა და ჯარისკაცების რაოდენობაზე, რომელიც ჭორის დონეზე სხვა არმიების ყურამდე მიდიოდა. აქედან გამომდინარე რთული იყო "მოჩვენების არმიის " ადგილმდებარეობის და ჯარისკაცების რაოდენობის დადგენაც, რათა ყველა ჯარისკაცი თავის ვერსიას უზიარდებდა მეორეს.



არმია აშშ-ს თვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მხოლოდ 1100 ჯარისკაცისგან შედგებოდა.


image


"მოჩვენებათა არმია" აშშ-სთვის ძალიან დიდ განძს წარმაოდგენდა. ამიტომ არმიაში მხოლოდ 1100 რჩეული სამხედრო პირი ირიცხებოდა. თუმცა რეალურად არცერთ მათგანს არ ჰქონდა სამხედრო განათლება ან სწავლა მიღებული. მოკლედ რომ გითხრათ, არმია შედგებოდა მხატვრების, სტუნდეტების და მომღერლებისგან.



არმია ყოველთვის წინა ხაზზე იღებდა მონაწილეობას!


image


ომის პერიოდში არმიამ ყოველთვის მოახერხა ყურადღების მიპყრობა. ამით შესაძლებელი გახდა სხვა საიდუმლო დანაყოფების დამალვა.



გერმანელებს არმიის უტყუარობაზე ეჭვიც არ ეპარებოდათ!


image

"მოჩვენების არმია" ქმნიდა სპეციალურ ხმოვან ეფექტს, ქაღალდის იარაღებს და სხვა რითაც ერთ-ერთ შეტაკების დროს ფაშისტების უკან დახევა მოახერხეს. ჰიტლერი განრისხდა თუმცა მათ უტყუარობაზე ეჭვი არც კი შეჰპარებია.



ომში გამარჯვებაში "მოჩვენების არმიამ" დიდი წვლილი შეიტანა.


image


ომის დასრულების შემდეგ, წლების განმავლობაში არმიის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ იქნა შენახული. 1996 წელს გასაჯაროვდა ყველა საიდუმლო დეტალი"მოჩვენების არმიის" შესახებ.



და ბოლოს...


image

"მოჩვენების არმიაში" მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი პირები - ბილ ბლასი( წლების შემდეგ გახდა მოდის კომპანიის მმართველი და გამოიმუშავა მილიარდები) და არტ კეინი (მსოფლიოდ ცნობილი ფოტოგრაფი, რომელიც ხშირად უღებდა ცნობილ სახეებს, იღებდა მონაწილეობას მოდის კვირეულებსა და ჰოლივუდის გამოსვლებშიც).





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. 35 უძლიერესი სამხედრო არმია ჩვენს პლანეტაზე, 2017 წლის სტატისტიკით

2. აიღეთ ბარგი! დროა წავიდეთ - 22 მიზეზი იმისა, თუ რატომ სჯობია ცხოვრება ურუგვაიში?!

3. რა სიახლეებია მსოფლიო მეცნიერებაში, რაც შესაძლოა ბევრმა თქვენაგანმა არ იცოდეს! (II ნაწილი)

4. ალქიმიკოსი, რომელმაც აღმოაჩინა უკვდავება და უამრავ საიდუმლოსთან ერთად გაქრა!

5. Samsung Galaxy S9 და S9+ 2018 წლის, თებერვლის ბოლოს ოფიციალურად გაიყიდება!

6. უცნაური კადრები ანტარქტიდის წყლებიდან - არსებობენ თუ არა გიგანტური არსებები?!

7. 14 რამ, რაც მხოლოდ იმ მამებს ახასიათებთ, რომლებსაც ჰყავთ ქალიშვილები!





4
988
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
988
  
2018, 16 იანვარი, 18:13
მადლობაა
2018, 16 იანვარი, 10:28
საინტერესო სტატიაა.
2018, 16 იანვარი, 0:07
მადლობაა
2018, 16 იანვარი, 0:04
რა საინტერესოააა. მე არ ვიცოდი ეს ისტორია.....
0 1 4