x
image
alex999
Mediator image
40 დღიანი პოლარული ღამეების შემდეგ, მზე ამოვიდა!!!
ქალაქი მურმანსკი რუსეთის ქალაქია, კერძოდ მუმარნსკის ოლქის ცენტრია. მდებარეობს რუსეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთით კოლის ყურეში, 12 კმ.-ში ბარენციის ზღვიდან. ქალაქის პორტი არ იყინება მთელი წლის განმავლობაში ჩრდილო ატლანტიკური თბილი დინების გავლენით. მსოფლიოს უდიდესი ქალაქი, რომელიც პოლარული წრის ჩრდილოეთით მდებარეობს. მოსახლეობა — 314, 7 ათასი ადამიანი. ამ ქალაქა ასევე გმირების ქალაქსაც უწოდებენ.


ეს იყო ცოტა რამ ქალაქ მურმანსკის შესახებ. ახლა გადავიდეთ სტატიის მთავარ თემაზე - რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ მურმანსკში 40 დღიანი პოლარული ღამე დასრულდა, ადგილობრივ მოქალაქეებმა როგორც იქნა მზე იხილეს.


image


40 დღიანი პოლარული ღამე, მოქალაქეების რთულ პერიოდს წარმოადგენდა. ამ პერიოდის დასრულების შემდეგ, ისინი მთებზე ავიდნენ, რათა ეს ულამაზესი სანახაობა - მზის ამოსვლა ეხილათ.



image


მურმანსკის ოლქის უმაღლესი მწვერვალი "სოლნეჩნაია გორკაა", სადაც მოსახლეობის უმეტეს ნაწილმა თავი მოიყარა.


image


შუადღეს ამოსული მზე 33 წუთის განმავლობაში ანათებდა მურმანსკის ოლქში. ექიმები ადგილობრივ მოქალაქეებს აფრთხილებენ პოლარული ღამეების პერიოდში, რადგან მზის გარეშე ორგანიზმს ძალიან ბევრი ვიტამინი და მინერალი აკლდება.


image


პოლარულ პერიოდში მოსწავლეებს სკოლიდან ითხოვენ, ხოლო სტუდენტების კვება უფრო ხარისხიანი და ვიტამინებით აღსავსე ხდება. მკვლევარების აზრით, ადამიანმა რამდენი დროც არ უნდა გაატაროს ჩრდილოეთ პოლუსზე, მაინც ვერ შეეჩვევა ამ გარემოს.


image


პოლარული ღამეების პერიოდში, ადამიანებში ხშირად ვლინდება ნერვოზული დაავადებები და ძლიერი სტრესი. ექიმების რჩევებით ამ პერიოდში დღეში მინიმუმ 8 საათიანი ძილია საჭირო, გარდა ამისა, დაძინების და გაღვიძების მომენტიც უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს.


image


პოლარული ღამეების პერიოდში, იმუნური სისტემა აუცილებლად უნდა გააძლიეროთ, ამისთვის საჭიროა სწორი კვება. უნდა მიიღოთ საკმაო რაოდენობის თევზი, ხორცი და კვერცი, რომლებიც ცილას შეიცავენ უხვი რაოდენობით. რათქმაუნდა ხილზე უარის თქმაც არ შეიძლება, თუმცა ერთი შენიშვნა აუცილებლად გაითვალისწინეთ! მოერიდეთ ტკბილეულს...


image


imageimageimageimageimageimageimageimageimage





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. რა სიახლეებია მსოფლიო მეცნიერებაში, რაც შესაძლოა ბევრმა თქვენაგანმა არ იცოდეს! (II ნაწილი)

2. 14 რამ, რაც მხოლოდ იმ მამებს ახასიათებთ, რომლებსაც ჰყავთ ქალიშვილები!

3. 11 საოცარი გამოგონება მეცნიერებაში, რომელიც კაცობრიობის მომავალზე ძლიერად იმოქმედებს!

4. Samsung Galaxy S9 და S9+ 2018 წლის, თებერვლის ბოლოს ოფიციალურად გაიყიდება!

5. ზედიზედ მეორედ! საჰარა კვლავ "გათეთრდა"!!!




0
358
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
358
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0