x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლევან აბაშიძის ბოლო საუბარი დედასთან აფხაზეთის ომში წასვლამდე

image საკმარისია ახსენო ერთი ქართული ფილმი -" ფესვები", რომ თვალწინ სულისშემძვრელი ფინალური კადრები წარმოდგება და ლევან აბაშიძის საოცარი შესრულება, როცა მატარებელი ბაქანზე ჩამოდგება და ვაგონიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოდის, ეს სცენა სამუდამოდ აღიბეჭდა მაყურებლების მეხსიერებაში..

image ლევან აბაშიძემ სულ 15 ფილმში მიიღო მონაწილეობა, ის 29 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა აფხაზეთის ომში 1992 წელს. წლების შემდეგ ლევან აბაშიძის დედა იხსენებს, რომ იმის მიუხედავად რომ ლევანს იმ პერიოდში 3 ფილმში იღებდნენ და ძალიან დაკავრებული იყო, მას გული უგრძნობდა, რომ მისი შვილი ომში წავიდოდა და რაღაც ცუდი მოხდებოდა. ის ასე შვილთან ბოლო საკმაოდ მძიმე საუბარს იხსენებს..

image " საოცარი ინტუიცია მაქვს. ომი რომ დაიწყო შეშლილივით ვიყავი, მეგონა, რომ ლევანი ფრონტზე წავიდა. მივედი კინოსტუდიაში, გავიგე, რომ ნამდვილად გადაღებებზე იყო ბათუმში, დავმშვიდდი, იმხანად სამ ფილმში იღებდნენ ერთდროულად, მაგრამ ვიცოდი შინ არ გაჩერდებოდა. 4 სექტემბერს ბათუმიდან ჩამოვიდა თბილისში და გამომიცხადა: " დედა მე მივდივარ სოხუმში! " გავშეშდი.. იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო? - ვერაფერი ვუპასუხე. ვიცოდი ჩემი პროტესტი უშედეგო და უადგილო იქნებოდა.." - მანანა ხიდაშელი ლევან აბაშიძის დედა.

image

0
1278
2-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
1278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0