x
მეტი
  • 20.10.2018
  • სტატია:81806
  • ვიდეო:333827
  • სურათი:438956
უცნაური და ორიგინალური ადგილები, სადაც საიმედოდ შეინახავთ ფულსა და ძვირფას ნივთებს

imageმსოფლიოში ოქრო, ბრილიანტი და რენუარის ორიგინალები ძალზედ ცოტა რაოდენობითაა შემორჩენილი, მაგრამ ადამიანების რაოდენობა დიდია, ამიტომ საჭიროა მსგავსი ნივთები საჭიროების შემთხვევაში საკმაოდ საიმედო ადგილას იყოს შენახული.image

სოციოლოგების აზრით, საზოგადოების 40% ურჩევნია ყველა მსგავსი ძვირადღირებული ნივთი სახლში შეინახოს. ტრადიცია, იმის შესახებ რომ საბანკო დაწესებულებებში ფულის შენახვა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული დღემდეც მოქმედებს.


შესაძლებელია თუ არა ფულის ისე შენახვა, რომ მას ვერავინ ვერ მიაგნოს? ყველაზე ჭკვიანური და საიმედო ადგილები, ისეთი ადგილებია სადაც ფული არ უნდა იყოს და მასზე წარმოდგენა არავის არ უნდა ჰქონდეს.


image


სად არ უნდა შევინახოთ ფული და ძვირფასი ნივთები.


1. გარდერობებიimage

ყველაზე ხშირად ასეთ ნივთებს გარდერობებში, საწოლის ქვეშ, უჯრებში და სხვა მსგავს ადგილებში ინახავენ და მიიჩნევენ, რომ ქურდებისთვის ძნელია მსგავს ადგილებში რაიმეს პოვნა. მაგრამ რეალურად პროფესიონალ ყაჩაღებს ამის მისაგნებად მხოლოდ 10-15 წუთი სჭირდებათ.


2. წიგნებიimage

მეორე ყველაზე პოპულარული ადგილი, სადაც თქვენ ფულს ინახავთ - ეს წიგნებია. ქურდისთვის მისი მიგნება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდი რაოდენობით გაქვთ ოთახში წიგნები. თუ თქვენ მხოლოდ თქვენი რამდენიმე საყვარელი ავტორის წიგნს ინახავთ, მაშინ ქურდისთვის საქმე ძალზედ მარტივი იქნება და ფულსაც ადვილად მიაგნებს.


3. ვენტილაცია და ავზები.image

დაუპატიჟებელი სტუმრები ვენტილაციებს და სააბაზანოში მოთავსებულ კონკრეტულ ავზებს მაშინ ეწვევიან, როდესაც თქვენს კარადას და წიგნებს მოაპირქვავებენ. ეს მეთოდი დამწყები ყაჩაღებისთვისაც კი ცნობილია, პროფესიონალებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.


სად დავმალოთ ფული


1. ჩოგბურთის ბურთშიimage

ერთი შეხედვით ეს იდეალური იდეაა, იმ შემთხვევაში თუ ფულის მცირე რაოდენობით შენახვა გსურთ. უბრალოდ გაჭერით ბურთი საკმარის ზომაზე, ისე, რომ მასში ფული ადვილად მოთავსდეს და მარტივად შეკარით იმ დონზე რასაც შეძლებთ, შემდეგ უკან დააბრუნეთ იგი სხვა ჩოგბურთის ბურთებთან ერთად. (იმედია დაიმახსოვრებთ, რომელი ბურთი იყო და შემდეგ ყველას ერთად არ დაჭრით).

2. ჩიტებისთვის გამოყოფილ სპეციალურ სახლში.image

ამ პატარა ორ სართულიან სახლში ფულს საკმაოდ მარტივად და უსაფრთხოდ შეინახავთ - ეს იდეა გამოადგებათ ქალაქგარეთ მაცხოვრებლებს. შენახული ფული საგანგებო მდგომარეობაში გამოსაყენებლად მშვენიერი სასწრაფო დახმარება იქნება.

3. ჟურნალების მაგიდაში.image

პატარა ჟურნალების მაგიდა სხვადასხვა ძვირფასეულობის შესანახად არც თუ ისე ცუდია. აღსანიშნავია, რომ მაგიდას არ აქვს სახელური, იგი იხსნება სპეციალური ღილაკით და ეს ღილაკი საკმაოდ რთული შესამჩნევია.

4. ფანჯრის რაფაში.image

საკმაოდ დიდი ფართის მქონდე ადგილი, შეგიძლიათ შიგნით მოათავსოთ რაც თქვენ გაგეხარდებათ ის!

5. დენცქვიტაშიimage

6. სავარძელშიimage

ძველი იდეა, რომლის საშუალებითაც სამკაულებს და სხვა ძვირფასეულობებს ინახავდნენ, ეს იდეა ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ რამდენიმე ცდის შემდეგ კარგი საიდუმლო სანახავი გახდება.

7. სიჩქარეების გადამრთველ ბერკეტში.image

ბოლო წლების განმავლობაში გახშირებულმა ავტომობილის გაძარცვის ფაქტებმა, ავტომფლობელებს იდეა ჩაუსახა იმის შესახებ, რომ რაიმე განსაკუთრებული ადგილი გამოეყოთ მანაქანაში, სადაც ისინი შეინახავდნენ მცირე ფასეულობებს და დაზღვეულნი იქნებოდნენ მისი დაკარგვისაგან, სწორედ ამიტომ შემუშავებულ იქნა მსგავსი მეთოდი.

8. სარეცხი საშუალების კოლოფში.image

9. კედლის საათებშიimage

10. ფეხსაცმელში.image

11. გლობუსშიimage

12. მაგიდის ქვეშimage

ასეთ საიდუმლო სანახავს ნებისმიერ მაგიდაში შეხვდებით.

13. სარეცხის მანქანაშიimage

14. კლავიატურაშიimage

დისკწამყვანი, მყარი დისკის ჯიბეები, სხვადასხვა კომპიუტერული პერიფერია - ეს ყველაფერი შეიძლება საიდუმლო სანახავი გახდეს.

15. სამზარეულოს კარადაშიimage

ადამიანის ფანტაზია შეუზღუდავია და ეს სია შეიძლება განუსაზღვრელად გაგრძელდეს. მაგრამ აღსანიშნავია ჟორჟ მილოსლავსკის ფრაზა: „მოქალაქეები, შეინახეთ ფული ბანკში, თუ რა თქმა უნდა ის გაქვთ..."

4
185
7-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
Mediator image
185
  
ეგრე გამოდის :)
14 იანვარი, 0:10
ქურდებს უმარტივებ ცხოვრებას, ნიკოლოზ, არაა? :)
13 იანვარი, 14:51
როცა მექნება შესანახი ფული(თუ მექნება ოდესმე)აუცილებლად გავითვალისწინებ)))))
0 1 4