x
მეტი
  • 27.05.2018
  • სტატია:77361
  • ვიდეო:330075
  • სურათი:433480
გორის სათემო რადიო "მოზაიკა"-"აქ შენი ხმა ისმის!"

თუკი ოდესმე გორში არსებული მედიასაშუალებებით დაინტერესდებით, გაიგებთ რომ აქ ორი ადგილობრივი ტელევიზია, ორი რადიო და რამდენიმე ბეჭდური გამოცემაა, მათ შორის ერთ-ერთი ინტერნეტ-გამოცემა.

რეგიონში არსებული პრობლემები და საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხები ყოველდღიურ რეჟიმში მიეწოდებათ რეგიონის მაცხოვრებლებს.

ეს კი იმ ფონზე, როცა საქართველოში რეგიონული მედია არც თუ ისე პოპულარულია, ერთობ დიდი საქმეა.

image

გორის სათემო რადიო "მოზაიკა" სიხშირეზე 97.8 ცოტა ხნის წინ გავიდა, მისი სარედაქციო პოლიტიკა მთლიანად შიდა ქართლის რეგიონის მაცხოვრებლების ინტერესზეა მორგებული.

გარადა ამისა, რადიო პარალელურ რეჟმში ინტერნეტშიც მაუწყებლობს, radiomosaic.ge

საიტზე აქტიურად იდება შიდა ქართლში მიმდინარე მოვლენების შესახებ სტატიები, აქ ნახავთ ასევე საინტერესო, შემეცნებითი ხასიათის რუბრიკებს.

დასაწყისშივე რადიოს ირგვლივ პროფესიონალმა კადრებმა მოიყარეს თავი, რომლებისთვისაც გუნდური მუშაობის პრინციპი და პროდუქტიულობა პირველხარისხოვანია.

რადიომ მაუწყებლობის დღიდანვე მოიპოვა მსმენელის ყურადღება და პატივისცემა, თუმცა სრულ შედეგამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს და იმედია მაქვს, სულ მალე რეგიონში არსებულ მედიასაშუალებებს შორის წამყვან ადგილს დაიკავებს.




0
4
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0