x
image
ნინო მესხიძე
შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა...

image

* * *
და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,
სერებს თოვლიანს...
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,
ყეფდა თოლია...
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა...
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ მარანთან...
შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა...

ანა კალამდაძე

ეს ის ლექსია - რასაც შეუძლია დროის მანქანის უკან დაბრუნება,

რასაც ჩემი ბავშვობის სურნელი ასდის.

თითქოს ისევ ჩემი სოფლის ორღობეში ვხედავ თოვლში მომავალ, წელში მოხრილ ჩემ ბაბუას - სოფლის საპატიო მეკვლეს ხელში ხონჩთ...

მის ბედნიერ სახეს და ჩვენი - ბავშვების გაბრწყინებულ თვალებს, აწითლებულ ლოყებს და გაყინულ თითებს..

ჩვენი ძაღლის, ჩარლიკას უაზრო სირბილს და ხტუნვას,

ბებოს ფაციფუცს და ფქვილიან ხელებს.

დედის საყვედურს - (უქუდოდ რომ დავრბივართ).

გულწრფელ სიცილს, აი იმ ემოციას, რასაც არაფერი აქვს საერთო სიყალბესთან.

ამ დროს კი შემოდიოდა ჩვენში კალანდა..

0
572
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
572
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0