x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
თქვენი კატის 10 მაგიური საიდუმლო

კატებუ უცნაური არსებები არიან, რომლებიც პოზიტიური ენერგეტიკით გვამარეგებენ. ისინი უამრავი ვიდეო რგოლის გმირები არიან, რომლის ყურება მათაც არ სწყინდებათ, ვისაც სახლში კატა არა ჰყავს. ისინი უძველესი დროიდან იდუმალებით მოცულ და მაგიურ ცხოველებად ითვლებიან და მას შემდეგ, რაც მათი შესაძლებლობების შესახებ უფრო მეტს შეიტყობთ, სულ სხვა თვალით შეხედავთ თქვენს საყვარელ შინაურ ცხოველს.

image

image

imageკატები — სახლის წმინდა მფარველები არიან. მათი მოქმედების ძალა, ყველაფერზე, რაც ირგვლივ ხდება, კატის ფერზეა დამოკიდებული. რაც უფრო მუქი ბეწვი აქვს მას, მით უფრო მეტ ნეგატივს შთანთქავს. თუ კატა უცნაურად იქცევა, აგრესიული ან დეპრესიულია, დიდია იმის ალბათობა, რომ ის პრობლემებისგან თქვენს დახსნას ცდილობს. რაც შეეხება ღია ფერის კატებს, რაც უფრო ღია ფერის არის თქვენი ფისო, მით უფრო მეტ სიკეთეს იზიდავს ის სახლში.

imageimageშავ კატებს უბედურება არ მოაქვთ, ისინი უბრალოდ აფრთხილებენ ადამიანებს მოსალოდნელი უბედურების შესახებ. ტრადიციულად, შავი კატის გზაზე გადარბენის შემდეგ, ცრუმორწმუნე ადამიანები იმ გზაზე გავლას ერიდებიან და ვინმეს ელოდებია, რომ გაიაროს და მხოლოდ ამის შემდეგ აგრძელებს გზას ან კიდევ უარესი, აგრესიას გამოხატავენ ცხოველის მიმართ. თუ ცრუმორწმუნე ბრძანდებით, მოსალოდნელი უბედურების თავიდან ასაცილებლად, კატის წყენინების ნაცვლად, უმჯობესია ხელი სამოსის კვანძს ან ელვის შესაკრავს მოკიდოთ და სიარულისას ყურადღება არ მოადუნოთ.imageimageროგორც ზემოთ იყო აღნიშნული, კატები შთანთქავენ ნეგატიურ ენერგიას. ამდენი ნეგატივისგან ისინი ცუდად გახდებოდნენ, რომ არა მათი კიდევ ერთი თვისება: ისინი შთანთქმურ ენერგიას გადაამუშავებენ და უკან აბრუნებენ, მაგრამ პოზიტიური ენერგიის სახით. მაგ., თუ სამუშაოდან ნეგატიური ენერგიით გაჯერებული აურით დაბრუნდით, კატა მტვერსასრუტივით შეისრუტავს ამ ენერგიას, გაასუფთავებს თქვენს აურას და კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.imageimageკატებს უსხეულო არსებებთან ურთიერთობა შეუძლიათ. ისინი იმას ხედავენ, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია, მათი ურთიერთობა ფუძის ანგელოზთან ან სხვა სულებთან. შესაძლოა, გინახავთ, თუ როგორ არის კატა მიშტერებული ერთ წერტილზე და უცნაურ, აგრესიულ ხმას გამოსცემს. ასეთ სიტუაციაში, საჭირო არ არის მისი დამშვიდება. კატა იქამდე ვერ მოისვენებს, ვიდრე ფუძის ანგელოზთან ან სხვა სულთან საქმეს არ მოაგვარებს.imageimageკატებს მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლიათ. თუ თქვენი კატა უცნაურად იქცევა, მაგ., თუ ის ცდილობს სახლის დატოვებას და გარეთ გაქცევას, ე. ი. კარზე უბედურებაა მომდგარი: მოსალოდნელია მიწისძვრა, ან აირის გაჟონვას აქვს ადგილი, ან რამე აალდა და კატამ ბოლის სუნი შეიგრძნო. საერთოდ, კატები ჰაერის შემადგენლობის დიდი ექსპერტები არიან და ვიდრე სპეციალურ ხელსაწყოებს გამოიგონებდნენ, წყალქვეშა ნავში აუცილებელი იყო კატის ყოლა. თუ ის აქეთ-იქით სირბილს იწყებდა და კაიუტის დატოვებას ეცდებოდა, ე. ი. ჰაერში ჟანგბადის დეფიციტი იყო და გემი წყლის ზედაპირზე ადიოდა.imageimageკატებს შეუძლიათ წინასწარმეტყველური სიზმრების გამოწვევა. თუ თქვენ სიზმრის შემდეგ უეცრად გამოგეღვიძათ და დაინახეთ, რომ კატა თქვენთან ახლოს არის და არ სძინავს, ეს იმას ნიშნავს, რომ სიზმარი წინასწარმეტყველურია და მასში თქვენი პრობლემის მოგვარების გზებია ნაჩვენები.

imageimageკატა სახლს პოლტერგეისტისგან იცავს. ის საკუთარ ტერიტორიაზე არავის გააჭაჭანებს, განსაკუთრებით კი ბოროტ სულებს, რომლებიც ღამ-ღამობით სახლში დადიან და ხალხს აშინებენ. კატები მათ გარეთ აგდებენ, რადგან სახლს თავისად თვლიან და მას არავის უთმობენ.

imageimageკატები მზად არიან საკუთარი პატრონებისთვის სიცოცხლე გასწირონ. ამ ცხოველებს, ნეგატიური ენერგიის გარდა, ჯადოს და წყევლის შთანთქვაც შეუძლიათ, რაც ხშირ შემთხვევაში, მათი სიკვდილით სრულდება. თუ კატა კარგად არის და უეცრად მოკვდა, – იმას ნიშნავს, რომ ვიღაცა გემტერებათ.

imageimageკატებს ჭრილობის შეხორცება და სხვადასხვა დაავადების განკურნება შეუძლით. ისინი გრძნობენ ადამიანის ტანჯვას და კრუტუნით ცდილობენ მათი ტკივილის შემსუბუქებას. მედიკოსების მტკიცებით, კატის ხმის ვიბრაცია დადებით ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

imageimageკატებს შეუძლიათ ადამიანების ამოცნობა. თუ კატა უცხო ადამიანის დანახვისას თავს მშვიდად გრძნობს და მასთან ახლოც მიდის, – შეგიძლიათ სტუმარს ენდოთ. მაგრამ, თუ იმალება ან აგრესიულად იქცევა, მაშინ სტუმარი ნეგატიური ენერგეტიკის მქონე ადამიანის და მისგან თავი შორს დაიჭირეთ. თუმცა, უნდა აღინიყშნოს, რომ ამ რჩევის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ კატა ჯანმრთელია და ჩეულებრივ, ოჯახის წევრებთან, ყოველთვის მშვიდად არის.

ეს ათი საიდუმლო დაგეხმარებათ, რომ თქვენი შინაური ცხოველი უფრო ახლოს გაიცნოთ, ხოლო მისი დახმარებით, გაიგოთ, თუ როგორი ადამიანები აბიჯებენ თქვენი სახლის ზღურბლს, ვისი ნდობა შეიძლება და ვისი არა... და თუ შემთხვევით, ქუჩაში უპატრონო კნუტს დაინახავთ, გვერდს ნუ აუვლით, სახლში წაიყვანეთ. მას თქვენთვის მხოლოდ სიკეთის მოტანა შეუძლია!

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

კატის ენის (ჟესტების) განმარტებითი ლექსიკონი

12 დაავადება, რომელთანაც ბრძოლის დროს, კატის ფაქტორი მნიშვნელოვანია

კატები ომში. პატარა დიდი გმირები

ნეტა ყველას შეეძლოს ასეთი სითბოსა და სიყვარულის გაცემა...

0
1390
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0