x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ისტორიაში შესული, ყველაზე კრიმინალი ქალბატონები
კრიმინალი, სამყაროს დასაბამიდან მეფობს და ბევრ თქვენგანს წარმოუდგენია თუ როგორ მართავენ მას მამაკაცები. გაგიკვირდებათ და ქალები პროსტიტუციის გარდა, ასევე ჩინებულად უმკლადებოდნენ თაღლითობას და მკვლელობას. დღევანდელ სტატიაში კრიმინალი ქალბატონები მინდა წარმოგიდგინოთ, რომელთაც თავიანთი საქციელებით წარუშლელი კვალი დატოვეს ისტორიაში.

1. Alice Adeline Cook (ელის ადელაინ კუკი). 1922 წელს, 24 წლის ასაკში ადელაინი ერთდროულად ორ ქორწინებასა და ქურდობის ბრალდებით დააკავეს.image

2. Alice Clarke (ელის კლარკი). ელის კლარკი იყო ინდივიდუალური მეწარმე, რომელსაც ჰქონდა ბარი, სადაც ყიდდა ლიქიორს. იმ დროისათვის არსებული წესების თანახმად ბარი უნდა დაკეტილიყო საღამოს 6 საათზე. შესაბამისი წესის დარღვევის გამო კი ელისი 42 წლის ასაკში, 1916 წლის 3 აპრილს რამდენიმე კვირით იქნა დაპატიმრებული, რადგან არალიცენზირებულად ჩაეთვალა გაყიდული ალკოჰოლი.image

3. Edith Florence Ashton (ედიტ ფლორენც ეშტონი). ედიტი ეწინააღმდეგებოდა არსებულ კანონებს- ხშირად ქურდობდა და ყიდდა ნაქურდალს, ასევე არალეგალურად აკეთებდა აბორტებს, რამაც ორი ქალის სიცოცხლე შეიწირა. სწორედ ამ ბრალდებებით ის 1929 წლის 29 აგვისტოს დააპატიმრეს.image

4. Emily Gertrude Hemsworth (ემილი გერტრუდ ჰემსუორდი). 24 წლის ასაკში ემილიმ მოკლა საკუთარი სამი კვირის ვაჟი, თუმცა მომხდარზე ვერანაირ დეტალს ვერ იხსენებდა, მიზეზად კი ფსიქიური აშლილობა დასახელდა, რომელიც მან გადაიტანა. შეურაცხადობის გამო ის დამნაშავედ არ ცნეს. (ფოტო გადაღებულია 1925 წლის 14 მაისს)image

5. Eugenia Falleni (ეუგენია ფალენი). ეუგენია ცნობილია როგორც "გარი კროუფორდი", რადგან ის მამაკაცად ასაღებდა თავს და 1913 წელს ქვრივ "ენი ბირკეტზეც" დაქორწინდა, რომელიც შემდეგ მოუკლავს. (ფოტო გადაღებულია 1928 წლის 16 აგვისტოს)image

6. Matilda Devine (მატილდა დევინი). მატილდამ საპარიკმახეროში სამართებლით გადაუსერა მამაკაცს სახე, რის გამოც ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მომხდარზე წყაროში დეტალები უცობია. (ფოტო გადაღებულია 1925 წლის 27 მაისს)image

7. May Smith (მეი სმიტი). მეი იყო ნარკოტიკებით მოვაჭრე, 1929 წლის 8 აპრილს მას მიესაჯა ათი თვით მძიმე შრომა.image

8. Nellie Cameron (ნელი კამერონი). ნელი სიდნეის ერთ-ერთი მოთხოვნადი და დახელოვნებური მეძავი იყო. სწორედ ამისათვის დააპატიმრეს 1930 წლის 29 ივლისს.image

9. Philomena Mary Best (ფილომენა მერი ბესტ). ფილომენამ მოიპარა აბრეშუმი და სხვა ნაწარმი, რომელთა ღირებულებამ ჯამში 36 ფუნტს შეადგინა, რაც დღევანდელი კურსით 2000$-ის ტოლია. მას მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა 1927 წლის 15 მარტს.image

10. Phyllis Carmier (ფილის კარმირი). 32 წლის ასაკში ფილისმა ჩხუბის დროს დაჭრა თავის სუტენიორი. (ფოტო გადაღებულია 1921 წლის 1 აპრილს)image

11. Marjorie Day - Elma Walton (მარჯორი დეი, ფსევდონიმით ელმა უოლტონი). მან მაღაზიის გამყიდველი დაითანხმა ორი კაბის სახლში წაღებაზე, რათა დედისთვის ეჩვენებინა, შედეგად რომელიმეს იყიდდა და მალევე დაბრუნდებოდა უკან, თუმცა ქალმა კაბები გაყიდა. რეციდივისტი დააკავეს და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. (ფოტო გადაღებულია 1925 წლის 13 თებერვალს)image

12. Fay Watson (ფეი უატსონი). კოკაინის უკანონო შენახვა-მოხმარების ფაქტზე იქნა დაკავებული. (ფოტო გადაღებულია 1928 წლის 24 მარტს)image

1
300
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
300
  
2018, 27 მაისი, 13:56
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

0 1 1