x
მეტი
  • 17.10.2018
  • სტატია:81676
  • ვიდეო:333737
  • სურათი:438849
კომბოსტოს მხალის რეცეპტი

image
ინგრედიენტები:

კომბოსტო-500გრ.

ნიგოზი-3/4 ჩ/ჭ.

ნიორი-1კბილი

ქინძი- 2ძირი

ღვინის ძმარი, წიწაკა, მწვანილი, მარილი-გემოვნებით.

მომზადება:

გასუფთავებული, გარეცხილი კომბოსტო მოხარშეთ მარილწყალში, შემდეგ გაწურეთ და შეაგრილეთ, მოათავსეთ ხის სუფთა ფიცარზე და დაჭერით წვრილად.

ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წიწაკა და მარილი ერთად დანაყეთ, გახსენით ღვინის ძმრით, აურიეთ გამზადებულ კომბოსტოში(შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ჩ/კ დანაყილი სუნელი) და მოათავსეთ ლანგარზე ან თეფშზე.ზედაპირი მორთეთ მწვანილით ან ბროწეულის მარცვლებით.

0
178
შეფასება არ არის
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0