x
მეტი
  • 23.07.2018
  • სტატია:78828
  • ვიდეო:331552
  • სურათი:435564
რატომ მოკლეს დიმიტრი ყიფიანი? (საინტერესო ცნობები)
დიმიტრი ყიფიანის ბიოგრაფიის არაერთი ფურცელი მჭიდროდაა დაკავშირებული, გადაჯაჭვული XIX საუკუნის ქართულ სინამდვილესთან, ცალკეულ მოვლენებთან თუ ზოგად პროცესებთან.
თითქმის ყველა მნიშვნელოვან წამოწყების ინიციატორი, ხელმძღვანელოი იყო, რაც კი საქართველოსა და ქართველ ხალხს გამოადგებოდა: "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკა", პროფესიული ქართული თეატრი", ჟურნალი "ცისკარი", თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, "ქართველთა შორის წეერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" და სხვა. ამიტომ უწოდებდა ილია ჭავჭავაძე "ჩვენს ხუროთმოძღვარს", აკაკი წერეთელი-"ჩვენს მოძღვარს"!
image
80-იანი წლების სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური რეაქციები ამსხვრევდა ქართველთა რამდენიმე თაობის ბრძოლით მოპოვებულ ნაციონალურ-კულტურულ ღირებულებებს. დიმიტრი ყიფიანის სინდისი და ეროვნული თავმოყვარეობა ვერ შეეგუებოდა ამ ყოველივეს. მან დატოვა დავდაცვითი პოზიცია და ბრძოლის ასპარეზი პრესის ფურცლებიდან მაღალ ადმინისტრაციულ სფეროებში გადაიტანა. კერძოდ, გააფთრებული იერიში მიიტანა საქართველოში ასიმილაციური პოლიტიკის სამ ბურჯზე: მთავარმართებელ ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვზე, ეგზარქოს პავლესა და განათლების მზრუნველ იანოვსკიზე. ყოვლად უთანასწორო და ტრაგიკული თავგანწირულობით აღბეჭდილი ბრძოლის მომენტი 1886 წლის 8 ივნისი აღმოჩნდა, როდესაც დიმიტრი ყიფიანმა წერილი მისწერა ქართველთა ერის დამაწყევარ ეგზარქოსს და მოსთხოვა მას დაეტოვებინა საქართველო.
image
ამის შემდეგ მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. აქამდე ხელისუფლება იძულებული იყო, ასე თუ ისე ანგარიში გაეწია მისი თანამდებობისათის (ამ დროისათვის იგი ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო), ასევე მიის ძველი ნამსახურეობისა და საზოგადოებაში ურყევი ავტორიტეტისათვის. ახლა კი ხელსაყრელი პირობა შეექმნათ "მეამბოხისათვის" ანგარიშის გასასწორებლად.
იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით დიმიტრი ყიფიანი გადააყენეს თანამდებობიდან, აჰყარეს მოქალაქეობრივი უფლებები და 75 წლის ასაკში მხცოვანი მოღვაწე მოაშორეს სამშობლოს, გადაასახლეს სტავროპოლში, სადაც 1887 წლის 24-25 ოქტომბრის ღამეს დაქირავებულ მკვლელებს, გრიგოლ სტრეპეტოვსა და თევდორე შულგინს მოაკვლევინეს კიდეც.
image მოწამეობრივმა სიკვდილმა, სამშობლოსათვის დაუღალავმა ზრუნვამ, მის კეთილდღეობაზე ზრუნვამ ეროვნულ გმირად აქცია, ხოლო მისი დაკრძალვის დღეს თბილისში გამართული საპროტესტო დემონსტრაცია მნიშვნელოვან ეტაპად იქცა XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივი ცხოვრებისა და აზრის ისტორიაში.
2007 წელს საქართველოს საპატრიარქომ წმინდანად შერაცხა!
image
0
75
5-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0