x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
სპილოები ბაწრით! -მორალი:-''არასოდეს დანებდე,ცდას ყოველთვის აქვს აზრი!''
image ერთხელ როდესაც ერთი მამაკაცი შინისაკენ მიიჩქაროდა, გზად დაინახა რომ ვებერთელა სპილოები ერთი წვრილი ბაწრით იყვნენ დამბულნი წინა ფეხებით, ყოველგვარი ჯაჭვისა და გალიის გარეშე...ეს ფაქტი ძალიან გაუკვირდა და ვერ მალავდა ემოციებს.ცხადია სპილოებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ გაეგლიჯათ ეს ბაწარი და გაქცეულიყვნენ თავისუფლად, თუმცა რაღაც მიზეზის გამო ამას არ აკეთებდნენ...

მწვრთნელიც იქვე ახლოს იყო, დაინახა რა გაოცებულმა, უმალვე ჰკითხა:

-''როგორაა რომ ეს ამხელა სპილოები ასე წვრილი ბაწრით არიან დაბმულნი და ისინი არც კი ცდილობენ გაწყვიტონ და გაიქცნენ, რაც მათ თავისუფლად შეუძლიათ?''

მწვრთნელმა გაიღიმა და უპასუხა:


-''ჩვენ თავიდანვე, როცა ისინი გაცილებით პატარები არიან, ამ ბაწრებით ვაბავთ და თავისუფლად აკავებს მათ, ხოლო როცა იზრდებიან და ზრდასრული ხდებიან, ამ დროისთვის ისინი მიჩვეულები არიან და ჰგონიათ კვლავ ისეთი უსუსურები არიან რომ ვერ გაწყვეტენ ბაწარს, ამიტომ არც კი ცდილობენ.''

ამ პასუხმა მამაკაცი კიდევ უფრო აღაფრთოვანა...ამხელა ცხოველებს თავისუფლად შეეძლოთ ნებისმიერ დროს თავისუფლება მოეპოვებინათ მაგრამ ისე სწამდათ და სჯეროდათ მათ რომ ეს არ შეეძლოთ, აღარც ცდილობდნენ...

P.S.აბა რამდენი ვყოფილვართ ამ სპილოების სიტუაციაში? რამდენჯერ დაგვიყრია ფარხმალი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ ვიღაც იდიოტმა გვითხრა რომ ეს არ გამოგვივა? ან იქნებ პრობლემა ჩვენშია? ერთხელ ვცადეთ და იმედგაცრუების შედეგად დავნებდით? ყველაფერი ეს არის ზუსტად ის ბაწარი, რომელიც ფეხებს გვიბორკავს და ერთ ადგილზე გვაჩერებს...ის კი გვავიწყდება რომ სხვის აზრზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის რწმენაა. ჩვენ შეგვიძლია გავწყვიტოთ ნებისმიერი სახის ბაწარი რომელიც გვაბრკოლებს და ვიბრძოლოთ ჩვენი მიზნის ასასრულებლად, უბრალოდ უნდა გვწამდეს ამის...სულ ესაა... :)

0
39
2-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0