x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უჩვეულო ფაქტები ადამიანის ტვინის შესახებ

ადამიანის ტვინი – ყველაზე რთული, შეუცნობელი და სამყაროს შემოქმედებითად აღქმის უნარით აღჭურვილი სისტემაა. ამ ბოლომდე შეუსწავლელი (არსებობს კი იმედი, რომ ეს ოდესმე მოხდება?) სისტემის ფუნქციონირების კვლევაზე სხვადასხვა დარგის მეცნიერები მუშაობენ: ბიოლოგები, ნეიროფიზიოლოგები, ფსიქოლოგები. ზოგჯერ მათგან საინტერესო ფაქტებს ვიგებთ თავის ტვინის შესახებ, რომელთაგანაც 10-ს სტატიაში წარმოგიდგენთ.


image

image1. ჩვენს მოკლევადიან მეხსიერებას შეუძლია დაიმახსოვროს მხოლოდ შვიდი
ობიექტი
ადამიანებს მეხსიერების სამი ფორმა გააჩნია: სენსორული, გრძელვადიანი და მოკლევადიანი. გრძელვადიანი ისე მუშაობს, როგორც კომპიუტერის მყარი დისკი., რაც შეეხება მოკლევადიანს – როგორც ძალიან პატარა ინფორმაციის შესანახი მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ტვინში მხოლოდ 5 -10 ობიექტი დაიტიოს. თუმცა, ვარჯიშის შედეგად შესაძლებელია 9-ზე მეტი რაოდენობის ნივთის დამახსოვრება, თუ ვისწავლით მათ დაჯგუფებას. სხვათა შორის, ტელეფონის ნომრების უმრავლესობა 7 ციფრისგან შედგება.

image2. შარტრეზი ყველაზე ხილვადი ფერი
მოყვითალო-მწვანე (შარტრეზი) მდებარეობს ზუსტად ხილვადი სპექტრის სიხშირეების შუაში. თქვენს თვალებს ლურჯის, მწვანეს და წითლის აღქმის რეცეპტორები გააჩნია. მაგრამ ტვინი ფერების შესახებ კი არ იღებს ინფორმაციას, არამედ განსხვავებას აღიქვამს ნათელსა და ბნელ ფერებს შორის. შედეგად, ტვინის რეცეპტორებს ყველაზე მეტად უადვილდება "დაინახოს" ზუსტად რომ შარტრეზი. ამასთან, ამ ფერს ფსიქოლოგობი, ექსტრასენსები, მხატვრები ხშირად იყენებენ, როგორც დამამშვიდებელი და ამავდროულად ადამიანისთვის ყველაზე შესამჩნევი.
image3. თქვენი ქვეცნობიერი თქვენზე ჭკვიანია
ან, სულ ცოტა, უფრო ძლიერი. ერთ-ერთი კვლევისას მეცნიერებმა ექსპერიმენტში მონაწილეებს აჩვენეს რთული სურათი. მათ მომენტალურად, დაფიქრების გარეშე, უნდა ეთქვათ თუ რა ჰქონდათ მკვლევარებს მხედველობაში. უმრავლესობამ ამოცანას თავი მარტივად გაართვა.
მეორე ჯგუფს შესთავაზეს თავდაპირველად მოეფიქრებინათ და მხოლოდ ამის შემდეგ მიეთითებინა სურათის საჭირო სექტორზე. და რა მოხდა? სრული მარცხი, მიუხედავად იმისა რომ ამოცანის ამოსახსნელად რამდენიმე საათი ჰქონდათ.image4. გონებრივი სამუშაო არ ღლის ტვინს
აღმოჩნდა, რომ სისხლის შემადგენლობა, რომელიც ტვინში მიედინება აქტიური გონებრივი მუშაობის პროცესში, არ იცვლება, რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ეს მდგომარეობა. ამასთან, სისხლი, რომელსაც იმ ადამიანის ვენიდან იღებენ, რომელმაც მთელი დღე იმუშავა, შეიცავს გარკვეული რაოდენობის "დაღლილობის ტოქსინებს". ფსიქიატრებმა დაადგინეს, რომ ტვინის დაღლის შეგრძნება განპირობებულია ჩვენი ფსიქო–ემოციური მდგომარეობით.image
image
image5. ლოცვა პოზიტიურ გავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზე
ლოცვის დროს ინფორმაციის აღქმა აზროვნების პროცესისა და ანალიზის გვერდის ავლით ხდება, ანუ ადამიანი რეალობას წყდება. ამ მდგომარეობაში (ისევე როგორც მედიტაციისას) ტვინში წარმოიქმნება დელტა-ტალღები, რომელიც ჩვეულებრივ ფიქსირდება ახალშობილებში პირველი ექვსი თვის მანძილზე. სავარაუდოდ, ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ისინი ვინც რეგულარულად ლოცულობენ, უფრო ნაკლებად ავადობენ და სწრაფად მიმდინარეობს მათი გამოჯანმრთელების პროცესი.
image6. ტვინის რეგულარული მუშაობა იცავს მას დაავადებებისგან
კვლევებმა აჩვენა, რომ ტვინის რეგულარული მუშაობა ხელს უშლის ისეთი სერიოზული დაავადების განვითარებას, როგორიცაა ალცჰეიმერი. ინტელექტუალური აქტივობა იწვევს ახალი ქსოვილების წარმოქმნას. ამასთან, რაიმე ახლის შესწავლა, ისევე როგორც დაკავება განსხვავებული სახის აქტივობით – საუკეთესო საშუალებაა ტვინის ფუნქციის განვითარებისთვის. ასევე, პოზიტიურად მოქმედებს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც ინტელექტით თქვენზე მაღლა დგას.
image7. ტვინი ადამიანის ჩრდილს მისი ფიზიკური სხეულის გაგრძელებად აღიქვამს
ტვინი, განსაზღვრავს რა სხეულის მდგომარეობას სივრცეში და მის ურთითქმედებას გარე სამყაროსთან, ვიზუალურ მინიშნებებს იყენებს, რომელსაც არა მხოლოდ სხეულის დაბოლოებებიდან, არამედ მისი ჩრდილიდან იღებს. ჩრდილი გვაძლევს დამატებით ინფორმაციას სხეულის მდებარეობაზე სხვა საგნებთან მიმართებაში, რაც ტვინის მიერ აღიქმება როგორც მისი გაგრძელება.
image
image
8. ტვინის სრულფასოვანი მუშაობისთვის უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხე
ტვინი, ისევე როგორც მთელი ჩვენი ორგანიზმი, დაახლოებით 75% წყლისგან შედგება. ამიტომ, ჯანმრთელ და მუშა მდგომარეობაში რომ შევინარჩუნოთ, საჭიროა მივიღოთ ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის წყალი. ამასთან, ის ვინც წონაში დაკლებას ისეთი აბებისა და ჩაის მეშვეობით ცდილობს, რომელიც ორგანიზმიდან წყალს დევნის, მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ წონასთან ერთად ტვინის შრომისუნარიანობაც შემცირდება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა შესაბამისად მოიქცნენ – მიიღონ მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული აბები.
image9. ტვინს უფრო მეტი დრო სჭირდება გასაღვიძებლად, ვიდრე სხეულს
ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები გაღვიძების შემდეგ უფრო დაბალია, ვიდრე უძილო ღამის შემდეგ ან საშუალო დონის სიმთვრალისას. ძალიან სასარგებლოა, დილის ვარჯიშისა და საუზმის შემდეგ, რაც აძლიერებს თქვენს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ტვინის გავარჯიშებაც. ეს ნიშნავს, რომ არ ღირს დილიდანვე ტელევიზორის ჩართვა, უმჯობესია ცოტას თუ წაიკითხავთ ან კროსვორდს ამოხსნით.
image10. ტვინს უფრო უადვილდება მამაკაცის საუბრის გაგება, ვიდრე ქალის
ქალისა და კაცის ხმები ტვინის სხვადასხვა ნაწილზე მოქმედებს. ქალის ხმა – უფრო მუსიკალურია, ჟღერს უფრო მაღალ სიხშირეზე, ამასთან, ამ სიხშირის დიაპაზონი უფრო ფართოა, ვიდრე მამაკაცის ხმების. ადამიანის ტვინი ქალის საუბრის "გაშიფრვას" დამატებითი რესურსების გამოყენების მეშვეობით ახდენს. სხვათა შორის, ადამიანებს, რომლებიც სმენითი ჰალუცინაციებით იტანჯებიან, უფრო ხშირად, სწორედ რომ მამაკაცის საუბარი ესმით.
image
imageასევე დაგაინტერესებთ:
4
347
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
347
  
2018, 13 იანვარი, 22:57
მუდმივად კითხვადია თქვენი სტატიები, ნებისმიერ თემაზე.
საინტერესოც და სასარგებლოც–ჩემი პატივისცემა თქვენ ამისათვის.
2018, 13 იანვარი, 22:50
უღრმესი მადლობა :) თქვენი შეფასება ბევრს ნიშნავს ჩემთვის
2018, 12 იანვარი, 23:34
აქ კომენტარიც კი ზედმეტია-ავტორს უბრალოდ მადლობას მოვახსენებ საინტერესო სტატიების გამო...
0 1 4