x
მეტი
  • 23.01.2018
  • სტატია:73402
  • ვიდეო:326426
  • სურათი:429055
ვინ გახდა ქეით მიდლტონის სტილის აიქონი

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის მეუღლე, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი დიდი ხანია აღიარეს ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ და დახვეწილი გემოვნების ქალად მთელს მსოფლიოში. მან შეძლო და მოიპოვა დიდი გავლენა მოდის სფეროში. სამოსი, რომელსაც ის ატარებს, რამდენიმე საათში სრულად იყიდება მაღაზითა ქსელიდან. მას სრულიად სამართლიანად უწოდეს ბრიტანული მოდის დესპანი, რადგან ჰერცოგინია ძირითადად უპირატესობას ბრიტანულ ბრენდებს ანიჭებს და ხშირად ჩნდება დამწყები ბრიტანელი დიზაინერების სამოსშიც. რა თქმა უნდა, ჰყავს საკუთარი ფავორიტებიც.

image

ქეით მიდლტონის ჩაცმის სტილი დიდი ხანია დაკვირვების ქვეშაა და კრიტიკოსებს არ გამორჩენიათ არც ერთი დეტალი, მათ შორის, მისი და პრინცესა დიანას სამოსის მსგავსება. ნაწილი ქეითს დედამთილის მიბაძვაში ადანაშაულებს. მეორე ნაწილის აზრით, უდაოდ გამორჩეული სტილის მქონე პრინცესა დიანა, ისევე როგორც მრავალი ქალისათვის მსოფლიოში, ქეითისთვისაც სტილის აიქონია. როგორც ჩანს, კემბრიჯის ჰერცოგინიისთვის სწორედ მისი დედამთილი გახდა სამეფო სტილის შთაგონების წყარო.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage












0
44
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0