x
მეტი
  • 20.04.2018
  • სტატია:76243
  • ვიდეო:328898
  • სურათი:432452
11 შეცდომა, რის გამოც თქვენი ტელეფონი მალე ფუჭდება

მთელი ოცი საუკუნის მანძილზე ცდილობდა მსოფლიოს ქვეყნები გამოეგონებინათ მოწყობილობა, რომლითაც პლანეტის ნებისმიერ წერტილში დაამყარებდნენ კონტაქტს. კავშირგაბმულობის კომუნიკაციიდან ბოლოს ფიჭვურმა კავშირმა მოიკიდა ფეხი ფართოდ და პირველად 1989 წელს ფირმა Motorola-მ დაიწყო მობილური ვერსიის წარმოება, რომელმაც წლებთან ერთად განვითარება განიცადა. ბოლო ოცი წლის მანძილზე კი ძალიან დაიხვეწა მისი ფუნქციები და მოხმარების მრავალმხრივობა. გარდა საუბრისა პლანეტის ნებისმიერ წერტილში ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტისთვის, როგორც ფოტო თუ ვიდეო კამერა და სხვა უამრავი... მწარმოებლები ყოველ ახალ მოდელზე კი გვპირდებიან სულ უფრო გაუმჯობესებულ ფუნქციებს, რომლებშიც სოლიდურ თანხებსაც კი ვიხდით, მაგრამ მისი ფასის მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ტელეფონი მალე გვიფუჭდება, მიზეზი კი შეცდომებია, რომლებსაც არასწორი გამოყენებით ვუშვებთ.


გთავაზობთ 11 შეცდომას, რის გამოც თქვენი ტელეფონი მალე და მარტივად ფუჭდება.



1. არასოდეს "თიშავთ" ტელეფონს. ერთ-ერთი ფაქტორი ტელეფონის გაფუჭებაში მისი მუდმივად ჩართული მდგომარეობაა. ექსპერტები გვირჩევენ, რომ კვირაში ერთხელ მაინც გამოვრთოთ მოწყობილობა, რაც ხელს შეუწყობს ელემენტს უფრო ხანგრძლივად იმუშაოს. image



2. გამორთეთ არასაჭირო ფუნქციები. მაგალითად, თუ არ იყენებთ Wi-Fi და ბლუთუზს, უმჯობესია გამორთოთ ფუნქციები, რადგან ზედმეტი ენერგიის ხარჯვა უწევს ტელეფონს, შესაბამისად კი ფუჭდება ელემენტი. image



3. არასოდეს იყენებთ ტელეფონს ამინდის ექსტრემალურ პირობებში. პრაქტიკულად არცერთი ტელეფონის მოდელი არაა შემუშავებული ამინდის ექსტრემალურად მაღალ თუ დაბალ ტემპერატურას გაუძლოს, თუმცა შეგვიძლია +30 ან –20 ტემპერატურის დროს ტელეფონი ვიქონიოთ შესაბამის ბუდეში ან ჩანთაში და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიყენოთ.



4. დამტენზე მთელი ღამით ტოვებთ? ექსპერტები გვინმარტავენ, რომ როდესაც ტელეფონის ელემენტი დამუხტულია 100%-ზე, ეს მას აზიანებს, ამიტომ გამორთეთ ის დამტენი მოწყობილობიდან 95-96%-ზე. ღამე ამის კონტროლი შეუძლებელია. image



5. ელოდებით ტელეფონის ელემენტის ენერგია 0%-ზე როდის ჩამოვა, შემდეგ კი - 100%-მდე ტვირთავთ. ლითიუმ-იონური ელემენტები, რომლებითაც აღჭურვილია უახლესი თაობის ტელეფონები, საუკეთესოდ მუშაობენ, როდესაც ელემენტი 50-80%-ზეა. ეს დაადასტურა შან ბროესკიმ, დასამუხტი მოწყობილობებისა და ტექნიკის Farbe Technik-ის გამომცემელმა.



6. იყენებთ არაორიგინალურ დამტენს. "პატენტი" დამტენი აზიანებს ტელეფონს, განსაკუთრებით კი iPhone-ბს. ხშირია შემთხვევები როდესაც არაორიგინალურმა დამტენმა გააფუჭა ელემენტი ან ააფეთქა ტელეფონი.image



7. არასოდეს წმენდთ მოწყობილობას? ტელეფონი გაცილებით მეტ ბაქტერიას აგროვებს, ვიდრე თქვენი უნიტაზი. Apple -ს მწარმობლები მუდამ იძლევიან რეკომენდაციას, რომ სპეციალური ულტრაიისფერი სითხითა და რბილი ქსოვილით, ან სპირტიანი ბამბით ხშირად გაწმინდოთ ტელეფონი. აუცილებლად გაწმინდეთ დამტენის ადგილიც, სადაც ჯიბიდან მტვერი ადვილად შედის და გროვდება. გამოიყენეთ რბილი ჯაგრისი ან ნემსის წვერი, რომ არ დაზიანდეს. image



8. ფეხით სეირნობის დროს ტელეფონი ხელში გიჭირავთ? სტატისტიკური მონაცემებით IPhone-ს ქურდობის 40% სწორედ ქუჩაში მოხდა. ამის შესახებ ამერიკის ფედერალური კომუნიკაციების კომისიამ გასულ წელს განაცხადა. აქედან გამომდინარე, არ არის უსაფრთხო ფეხით სეირნობის დროს ტელეფონი ხელში გეჭიროთ. გარდა ამისა კი სხეულის ტემპერატურა იწვევს ელემენტის გადახურებას, რაც აფუჭებს მას ან ააფეთქებს.



9. არ იცავთ ტელეფონს პაროლით? ყოველთვის დააყენეთ პაროლი, წინააღმდეგ შემთხვევაში ქურდი ადვილად გამოიყენებს თქვენს პირად და კონფიდენციალურ მონაცემებს. ჯიბეში ან ჩანთაში კი შეიძლება შემთხვევით დაირეკოს ან რომელიმე ფუნქცია ჩაირთოს და შედეგად დაიხარჯოს ელემენტის ენერგიაც და თქვენი ბიუჯეტიც.



10. ყველაფერზე იყენებთ გეოლოკაციის ფუნქციას? თუ თქვენ ხშირად იყენებთ გეოლოკაციის ფუნქციას, მაშინ იცოდეთ, რომ ეს ფუნქცია სწრაფად სვამს ელემენტს და დროთა განმავლობაში აფუჭებს მას. გამოიყენეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.



11. აპლიკაციებს აძლევთ საშუალებას შეტყობინებების გაფრთხილებაზე. Push შეტყობინებები ტელეფონს აყენებს მუდმივად მზადყოფნის რეჟიმზე, რადგან მონაცემები გამუდმებით იცვლება, შედეგად კი ელემენტი ფუჭდება.image




იხილეთ აგრეთვე:



Android-ის 8 საიდუმლო, რომელიც 90%-მა აქამდე არ იცოდით, გაგიმარტივებთ ცხოვრებასimage




უჩვეულო Wi-Fi ქვა, რომელიც გაგაოცებთimage




აკრიფეთ ეს კომბინაციები და გაიგეთ ისმინება თუ არა თქვენი ტელეფონიimage




თუ თქვენი ტელეფონი მალე ჯდება, ამის ცოდნა არ გაწყენდათimage




როგორ დამუხტოთ ტელეფონი, თუ დამტენი გაგიფუჭდათ? ეს ყველამ უნდა იცოდესimage




წარმოუდგენელი ფუნქციები თქვენს ტელეფონში, რომელთაც აქამდე არ იყენებდითimage




საიდუმლო აპლიკაციები, რომლებიც თქვენს მობილურს აქვს და არ იცოდითimage




აღარ დატოვოთ iPhone ღამე დამტენზე! ამ ამბავმა ყველა შოკში მოიცვაimage





ის მხოლოდ თქვენი მობილურის ეკრანზე უნდა დადოთ და ჯადოსნობა ნამდვილად გაგაოცებთimage




აი რატომ ჯდება თქვენი " სმარტფონები " ასე მალეimage



2
1131
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1131
  
12 იანვარი, 13:02
საუბედუროდ, წუხელ, ამ სტატიას რომ ვწერდი, დამტენზე დამრჩა ტელეფონი და დამავიწყდა და ხშირად მემართება ასე. პაროლი არ მაქვს.
12 იანვარი, 12:56
მხოლოდ ორ პირობას ვიცავ: ვტენი 50 % ,იმიტო რო მ დღის განმავლობაში არ ჯდება ბოლოდმე საბედნიეროდ , თუმცა სულ ჩართული მაქვს და ყველაფერი ერთად და მეორე, პაროლით მაქვს დაცული. :)
0 1 2