x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩვენთვის უჩვეულო და ამერიკელებისთვის ჩვეულებრივი პრაქტიკული და კომფორტული რამე–რუმეები
image

ყოველ ქვეყანას განსხვავებული თავისებურებები აქვს. რაც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვლინდება. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს, რომელიც არც ჩვენ გვაწყენდა.


1. დამაქუცმაცებელი
image


სპეციალური მოწყობილობა, რომელიც სამზარეულოს ნიჟარაზე მაგრდება და შეუძლია ნებისმიერი საკვები პროდუქტის ნარჩენების დაქუცმაცება და შემდეგ ეს ნარჩენები კანალიზაციაში ჩაედინება. ასეთი მოწყობილობა თითქმის ყველა ამერიკულ ოჯახშია, შედეგად ნაგავში ორგანული ნივთიერებები არ ხდება და არ არის უსიამოვნო სუნიც.


2 კონდიცირების სისტემა

image
ამერიკაში საერთო არხულ კონდიციონერებს ჯერ კიდევ მშენებლობის საწყის ეტაპზე ამონტაჟებენ. მათ არა მარტო გასაგრილებლად არამედ გასანიავებლადაც იყენებენ.
3. წყალი


image



ამერიკაში სასმელი წყალი ფტორის შემცველია, მისი მიღება კბილების გაჯანსაღებას და გათეთრებას იწვევს. ჩვენთან კი ასეთ რამეზე ჯერჯერობით მხოლოდ ოცნება შეგვიძლია.


4 მეორადი ტარის მიმღები აპარატები


image


მინის ბოთლებისა და თუნუქის ქილების მიმღები ავტომატები ნებისმიერ სუპერმარკეტში დგას. სანაცვლოდ კლიენტი კუპონს ღებულობს, რომელსაც სალაროსთან საფასურის გადახდისას ფულის ნაცვლად იყენებს.


5. საგზაო ნიშნები.



image


ამერიკაში თითქმის ვერ შეხვდებით საგზაო ნიშნებს, რომლებზეც მხოლოდ ნახატებია. ძირითადი აღნიშვნები წერილობითაა გადმოცემული, რათა უფრო გასაგები იყოს.


6. სამრეცხაოები


image


სამრეცხაოში სტუმრობა უკვე ტრადიციად იქცა მრავალი ამერიკული ოჯახისთვის. ასეთი დაწესებულება მისწრებაა მათთვის ვინც ნაქირავებში ცხოვრობს ან ვისაც დიდი ზომის ნივთები აქვს გასარეცხი.


7. ფასიანი გზები


image


ფასიანი გზები უკვე ნორმაა ამერიკასა და ევროპაში. ეს არის მაღალი ხარისხის ჩქაროსნული მაგისტრალები განვითარებული ინფრასტრუქტურით. გადახდა განვლილი მანძილის მიხედვით ხორციელდება.


8. კუპონები



image


ყოველი ამერიკელი დროდადრო იყენებს ფასდაკლების კუპონებს. ისინი უამრავია გაზეთებში, ჟურნალებში და ინტერნეტში. მათი გამოყენება შესაძლებელია არა მარტო რაიმე ნივთის შეძენისას, არამედ კინონოთეატრებში, რესტორნებში, საპარიკმახეროებში


9. სასაფლაოები შინაური ცხოველებისთვის


image


შინაური ცხოველებისთვის ამერიკის ყველა შტატში არის სრულფასოვანი სასაფლაოები, თავის ძეგლებითა და წარწერებით. აგრეთვე სპეციალიზებული სააგენტოები, რომლებიც დაგეხმარებიან ღირსეულად გააცილოთ თქვენი საყვარელი ცხოველები.


0
417
3-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
417
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0