x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
გველოდება თუ არა ბირთვული ზამთარი?

image

ბოლო პერიოდში, ჩრდილოეთ კორეის წარმატებული ბირთვული პროგრამის და მისი აგრესიული პოლიტიკის პირობებში, მსოფლიო მედიებში კვლავ აქტუალური გახდა ბირთვული ომის თემები. შესაძლო ბირთვული ომის ერთ-ერთი აპოკალიპტური შედეგია ბირთვული ზამთარი. ტერმინი გულისხმობს იმ ჰიპოტეტურ კლიმატურ მდგომარეობას, რაც შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული აფეთქებების შედეგად ატმოსფეროს ზედა ფენებში ატყორცნილმა მილიონობით ტონა კვამლმა და მტვერმა.ეს მასა, მაღალი ტემპერატურის გამო მიაღწევს რა სტრატოსფეროს, დარჩება იქ წლების განმავლობაში, რადგან არ ჩამოირეცხება წვიმით და მნიშვნელოვნად შეზღუდავს მზის სხივების დედამიწამდე მოღწევას.შედეგად ტემპერატურა დაიკლებს თანდათან ნულს ქვემოთ და დადგება ბირთვული ზამთარი, რომლის დროსაც დედამიწის ცოცხალი ორგანიზმების უმეტესობა ამოწყდება. ამერიკელი მეცნიერების გაანგარიშებით, ბირთვული ზამთარი შეიძლება დადგეს მინიმუმ 100 ატომური ბომბის აფეთქების შემდეგ -თითეული არანაკლებ ჰიროსიმაში ჩამოგდებულზე სიძლიერის.თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს ბირთვული იარაღი ბევრად უფრო მძლავრია, ვიდრე 1945 წელს იაპონიაში აფეთქებულები, ბირთვული ზამთრის საფრთხე, სამწუხაროდ, საკმაოდ რეალური საფრთხეა კაცობრიობისთვის.

0
184
2-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი რუსიძე
ირაკლი რუსიძე
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0