x
მეტი
  • 16.07.2018
  • სტატია:78681
  • ვიდეო:331396
  • სურათი:435242
რატომ ძვრებიან მანქანაში გველები?

image ავსტრალია, ავტობანზე მოძრაობისას მძღოლს მოულოდნელად გვერდითა საქარე მინაზე 2, 5 მეტრიანი შავი გველგესლა გამოეცხადა. მძღოლი იმდენად შეშინდა, ავტოავარიაში კინაღამ მოყვა. მისი თქმით, მას ნამდვილად გაუმართლა, მინა რომ აწეული ქონდა, თორემ შეშინებული საჭის დამორჩილებას ნამდვილად ვერ მოვახერხებდიო. ასეთი ფაქტები არცთუ იშვიათია- ბევრს აღმოუჩენია ავტომობილში გველი. საქმე იმაშია, რომ ქვეწარმავლები ღამის განმავლობაში თუ ძალიან აცივდა, თბილ ადგილებს ეძებენ და მანქანის გამთბარი ძრავი მათ ძალიან იზიდავთ. ამუშავების შემდეგ კი სხვადასხვა ადგილზე გამოძვრებიან ხოლმე, შეიძლება გველებმა თქვენთან ერთად ასეულობით კილომეტრებიც კი გაიაროს და ვერც კი შენიშნოთ.

0
168
1-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი რუსიძე
ირაკლი რუსიძე
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0