x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
მტვერსასრუტის 7 აქსესუარი,რომელთა სწორი დანიშნულებაც ბევრმა არ იცის
მტვერსასრუტს, როგორც წესი, რამდენიმე აქსესუარი მოყვება და ანოტაციაც, სადაც მათი დანიშნულების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ, მაგრამ როგორც წესი, უმრავლესობა ამ ინსტრუქციას არ კითხულობს ან პირდაპირ ნაგავში ისვრის, შემდეგ კი მიდის მკითხაობა, თუ რისთვისაა საჭირო ესა თუ ის აქსესუარი და რომლით უნდა გაიწმინდოს მაგალითად-რბილი ავეჯი.


ჭერისა და მაღალი საგნების გასაწმენდად

imageეს აქსესუარები მტვერსასრუტის მილის დასაგრძელებლადაა განკუთვნილი და მათი დანიშნულებაც გასაგებია: მტვრის მოშორება მაღალი ავეჯის თავიდან, ან ჭერის პლინტუსებიდან. გარდა ამისა, გამოგადგებათ ავეჯის უკნიდან ან ძნელად მისადგომი ადგილებიდან მტვრის ასაღებად.


რბილი ავეჯის, მატრასების და ბალიშების გასაწმენდად


imageნუ შეგაშინებთ ის ფაქტი, რომ ეს აქსესუარი ასეთი პატარა და შეუმჩნეველია. ის შესანიშნავად გაართმევს თავს დავალებას და თქვენს დივანს, მატრასს თუ ბალიშებს და სქელ ფარდებსაც კი საგულდაგულოდ გააცლის მტვერს.


იატაკისთვის

imageეს ყველასთვის ნაცნობი აქსესუარი კი იატაკისთვისაა, თუმცა იატაკიდან მტვრის აღებისას ბევრი არ იყენებს იმ ჯაგრისს, რომელიც ამ აქსესუარს აქვს. სულ ტყუილად! ეს ჯაგრისი თმებს და მსხვილ საგნებს აკავებს, რომლებიც მტვერსასრუტით შეწოვისას შესაძლოა მილში გაიჭედონ და პრობლემები შეგიქმნან. როგორც წესი, ამ აქსესუარს გორგოლაჭებიანი თავი აქვს, რომ დალაგების დროს მანევრირება გაგიადვილდეთ.


აბაჟურის, წიგნებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გასაწმენდად

imageეს ფუნჯი-აქსესუარი ზედაპირს არ კაწრავს, ამიტომ იდეალურია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, წიგნების, ფარდების და აბაჟურების გასაწმენდად, რომლებიც ფრთხილ მიდგომას მოითხოვენ.


კუთხეებისთვის

imageეს აქსესუარი ძნელად მისადგომი კუთხეებიდან შეძლებს მტვრის აღებას. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ პლინტუსების და სხვადასხვა ღრიჭოების გასასუფთავებლად.


ცხოველის ბეწვისგან გასაწმენდად

imageამ აქსესუარს კი ისინი დააფასებენ, ვისაც სახლში შინაური ცხოველი ჰყავს. რეზინის ჯაგრისი სტატიკურია, ადვილად იკრავს ცხოველის ბეწვს და მის შეწოვასაც აადვილებს.


ხალიჩების გასაწმენდად

imageტურბო-ჯაგრისი იდეალურია იმ შემთხვევისთვის, როცა სიმძლავრის მომატება გსურთ. ამ აქსესუარის წყალობით ეფექტურად მოაშორებთ თქვენს ხალიჩას მტვერს.

0
178
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0