x
მეტი
  • 24.01.2018
  • სტატია:73413
  • ვიდეო:326460
  • სურათი:429067
#მადლობაერთგულებისთვის - მადლობის საერთაშორისო დღეს "ბიბლუსი" ეხმიანება

image

11 იანვარი მადლობის გადახდის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანა აღნიშნავს ამ დღეს სხვადასხვა აქტივობით, განსაკუთრებულად კი კომპანიები და ორგანიზაციები გამოირჩევიან ამ კუთხით. მადლობის საერთაშორისო დღეს საინტერესო კამპანიით გამოეხმაურა წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი", რომელიც მთელი ქსელის მასშტაბით სხვადასხვა სიურპრიზს სთავაზობს ერთგულ მომხმარებელს.

დეტალების შესახებ "ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, თიკო ფეიქრიშვილი საუბრობს:

"მადლობის დღე" გამორჩეულად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, ძალიან ემოციური. "ბიბლუსის" ისტორია 10 წლის წინ ერთი პატარა წიგნის მაღაზიით დაიწყო, დღეს კი სწორედ ჩვენი ერთგული


მკითხველის მხარდაჭერის დამსახურებით საქართველოს მასშტაბით 57 ფილიალს ითვლის. "ბიბლუსის" სახელით მინდა ყველა ჩვენს მკითხველს დიდი მადლობა გადაგიხადოთ 10 წლიანი მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის, სითბოსთვის, ჯანსაღი კრიტიკისთვის, რჩევებისთვის, ქომაგობისთვის და რაც ყველაზე მთავარია, მადლობა წიგნის სიყვარულისთვის.



დღეს მოსულ ყველა ჩვენს მომხმარებელს ამ დღის აღსანიშნავად ძალიან ლამაზი წიგნის სანიშნეები გადაეცემათ საჩუქრად. ხოლო პირველ ვიზიტორებს სიმბოლურად გადავცემთ ლიტერატურის სიყვარულთან თემატურად დაკავშირებულ სხვადასხვა წიგნს, მათ შორის ჯეკ ლონდონის "მარტინ იდენს". ეს წიგნი იმიტომ შევარჩიეთ, რომ განსაკუთრებულად კარგად გადმოსცემს წიგნის ძალას. ღარიბი წრის წარმომადგენელი მარტინ იდენი ცდილობს გაჭირვებიდან თავის დაღწევას თვითგანათლების გზით, რათა ბურჟუაზიული ოჯახის ასულს მოაწონოს თავი, თუმცა სწორედ წიგნიერება ხდება იმის მიზეზი, რომ მთავარ გმირს დროთა განმავლობაში მსოფლმხედველობა ეცვლება და ხვდება, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიმდიდრე სულაც არ არის. მოკლედ, ეს არის წიგნი წიგნის სიყვარულზე, მის დიდ ძალასა და მნიშვნელობაზე.
ასე რომ დღეს ძალიან ბევრ მკითხველს ველოდებით "ბიბლუსში" იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადოთ წიგნის სიყვარულისთვის."

"ბიბლუსის" პირველი მაღაზია თბილისში იოსებიძის ქუჩაზე 2008 წელს გაიხსნა. ეს ერთი პატარა ფილიალი საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელის ჩამოყალიბების საფუძველი აღმოჩნდა. დღეს "ბიბლუსი" 57 ფილიალს და უამრავ ერთგულ მომხმარებელს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით. კომპანიას მიაჩნია, რომ სწორედ ეს მომხმარებლები არიან მისი ასეთი წარმატების მიზეზი.

რაც შეეხება კამპანიას იგი მნიშვნელოვანი პრეცედენტია საქართველოში და იმედია სხვა კომპანიებიც აქტიურად შეუერთდებიან მას.

0
6
6-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0