x
მეტი
  • 20.10.2018
  • სტატია:81806
  • ვიდეო:333827
  • სურათი:438954
იტალიაში ქართველ ემიგრანტს მატარებელი დაეჯახა

image



იტალიის ქალაქ ნატურნოში საქართველოს მოქალაქეს მატარებელი დაეჯახა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით 1983 წელს დაბადებული მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.


იტალიური მედიის ცნობით გარდაცვლილი ღამით მატარებლის ლიანდაგზე მიდიოდა, მემანქანემ კი გვიან შენიშნა და დამუხრუჭება ვეღარ მოასწრო.


იტალიაში საქართველოს საკონსულოში აცხადებენ, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საკონსულოში შეტყობინება შესულია და როგორც კი დასრულდება საჭირო პროცედურები ცხედრის გადმოსვენებაზე მუშაობა დაიწყება.

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0