x
მეტი
  • 16.07.2018
  • სტატია:78681
  • ვიდეო:331399
  • სურათი:435243
ანტარქტიდაზე წვიმს, რამაც მეცნიერები ძალიან შეაშფოთა. რა საფრთხეს შეიცავს ფაქტი?

დაახლოებით 6 თვის წინ ჟურნალში Nature Communications დაიწერა სტატია, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სტატიაში ნათქვამი იყო ანტარქტიდაზე წვიმიანი ნალექის შესახებ, რაც ძალიან იშვიათი მოვლენაა.


image


სტატიის თანახმად– January 2016 extensive summer melt in West Antarctica favoured by strong El Nino– 2016 წელს იქნა დაფიქსირებული ანტარქტიდის დასავლეთ ნაწილში ყინულის დნობა. ყინულის საფარის 777 ათას კილომეტრს შეეხო დნობის პროცესი.


მეცნიერების თქმით მიზეზი კი ოკეანეში ელ–ნინოს დინება გახდა. თბილი დინება ანადგურებს ყინულის საფარს. მათი დნობა იწვევს წვიმის ნალექს, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს მყინვარების გაუჩინარების პროცესს.


image


დოკუმენტში მეცნიერები აღნიშნავენ– იქნებ სულაც ნორმალურია და ანტარქტიდისთვის ჩვეული და დამახასიათებელი მსგავსი ნალექი, ჩვენ ხომ ცოტა რამ ვიცით კონტინენტის ამინდის შესახებ.


მსგავსი სიახლეები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით იწვევს დისკუსიას გლობალურ თბობაზე, თუმცა სტატიის ავტორები საკითხს ეკიდებიან ძალიან ფრთხილად და არ იღებენ ვალდებულებას საკითხის უტყუარობის დადასტურებაში.


ჟურნალისტები მაინც ცდილობენ პანიკის დათესვას და CNN- ის განცხადებაში წაიკითხავთ– "რაღაც უცნაური ამინდებია ანტარქტიდაზე, მეცნიერები მომავლის პროგნოზსს არ გვპირდებიან"!


ვინ იცის, იქნებ სულაც არაა ეს გლობალური თბობა და უბრალოდ რაც ხდება, ბუნებრივი პროცესია. ან იქნებ გეოინჟინერიის ბრალია, რადგან ადამიანი საკუთარი პირობებისა და კომფორტის მოსაწყობად შეგნებულად ერევა ბუნების პროცესებსა და საქმეში.


P.S. თქვენ რას ფიქრობთ, გვემუქრება გლობალური დათბობა? მოხდება ბუნებრივი კატასტროფები პლანეტაზე?



0
580
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
580
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0