x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ძლიერი მიწისძვრა მოხდა კარიბის ზღვაში. მოსალოდნელი ცუნამი მიწასთან გაასწორებს ადგილობრივ კურორტებს!
მიწისძვრა ვიცით, რომ ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედმიწის ზედაპირის რხევაა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია, ხშირად შეუმჩნეველია ადამიანებისათვის და არანაირ ზიანს არ იწვევს. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს მსხვერპლი. მიწისძვრის სიძლიერე რიხტერის სკალით იზომება. მიწისძვრა ძირითადად ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული. მიწისძვრის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება. მიწისძვრის სიძლიერე მაგნიტუდით (ტალღების საერთო ენერგიით) და ბალებით ფასდება. ბალის სიდიდე კერის სიღრმესა და მაგნიტუდაზეა დამოკიდებული. დედამიწაზე ორი ძირითადი სეისმური სარტყელია ცნობილი: ალპურ-ჰიმალაური და წყნაროკეანური. საქართველოს ტერიტორია, როგორც კავკასიის სეისმური რეგიონის განუყოფელი ნაწილი, ალპურ-ჰიმალაურ სეისმოაქტიურ სარტყელს მიეკუთვნება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორია მოსალოდნელი მიწისძვრების სიძლიერით და თანმდევი უარყოფითი შედეგებით, ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია და 7-9 ბალიანი მიწისძვრების რისკის ზონაშია მოქცეული. მიწისძვრას ხშირად თან სდევს მის მიერ პროვოცირებული სხვა სიქიური მოვლენები: ცუნამი, მეწყერი, ზვავები, ღვარცოფი, ხანძარი და სხვა.



image

გავრცელებული ინფორმაციით ძლიერი მიწისძვრა მოხდა კარიბის ზღვაში და მოსალოდნელ უდიდეს ცუნამს შეუძლია მიწასთან გაასწოროს ყველა ადგილობრივი კურორტი.


სამშაბათს საღამოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა კარიბის ზღვის მიმდებარედ ჰონდურასას სანაპიროზე, რის გამოც ცუნამის დიდი საფრთხე არსებობს მიმდებარე ტერიტორაზე– წერს BuzzFeed–ი.



აშშ-ის გეოლოგიური კვლევის თანახმად, ძლიერი ბიძგი დაფიქსირდა კიევში 02:51 სთ-ზე.

მიწისძვრის ეპიცენტრი ჰონდურასის სანაპიროდან დაახლოებით 200 კმ ჩრდილოეთით იყო.


image

მიწისძვრა იგრძნობოდა არა მარტო ჰონდურასში, ასევე მექსიკის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ კანკუნში.

სეისმოლოგთა გააფრთხილებით, ცუნამი, რომელიც ფართომასშტაბიანი იქნება, ეპიცენტრიდან ათასობით კილომეტრზე გავრცელდება.


ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება მიიღო იამაიკის, ჰონდურასის, ბელიზის, კუბის, მექსიკისა და კაიმანის კუნძულებმა.


image


მიწისძვრის შემდეგ ჰონდურასის პრეზიდენტმა ხუან ორლანდო ჰერნანდესმა Twitter- ზე დაწერა, რომ ქვეყანაში საგანგებო რეაგირების სისტემა გააქტიურებულია.


image


მიწისძვრის ზონიდან უახლოეს დასახლებაში, დაახლოებით 203 კილომეტრამდე არ არის ინფორმაცია მსხვერპლსა და განადგურების შესახებ. იყავით ფრთხილად, თუ მოგზაურობთ ან ცხოვრობთ იმ რეგიონებში, რომლებიც შესაძლოა ცუნამმა დაფაროს!



0
603
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
603
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0