x
მეტი
  • 21.04.2018
  • სტატია:76261
  • ვიდეო:328909
  • სურათი:432467
რატომ დასაჯა ჰენრი VIII-მ "უტოპიის" ავტორი თომას მორი?

1521 წელს თომას მორი დაინიშნა ხაზინადრის თანაშემწის თანამდებობაზე. ამას1თან ერთად მან მიიღო რაინდის წოდება და მონაწილეობდა დიპლომატიურ მისიებში. ჰენრი VIII-ის ბრძანებით საჩუქრად გადასცეს მიწები ოქსფორდსა და კენტის საგრაფოებში.ასევე, მეფის თანხმობით, აირჩიეს თემთა პალატის თავმჯდომარედ, მიუხედავად ასეთი დიდი წყალობისა, მორი არ გამხდარა მეფის მორჩილი იარაღი პარლამენტში. 1529 წელს თომას მორი ინგლისის ლორდ-კანცლერი ხდება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ინგლისში ეს პოსტი დაიკავა ბურჟუაზიული წრის წარმომადგენელმა.

imageმეფეს სურდა გაჰყროდა თავის პირველ ცოლს ეკატერინე არაგონელს და დედოფლის ლამაზი სეფე-ქალი ანა ბოლეინი შეერთო ცოლად. ამისათვის სჭირდებოდა პოლიტიკური მხარდაჭერა თავისი კანცლერისაგან — თომას მორისაგან. მაგრამ მორმა მხარი არ დაუჭირა მას და უარი განაცხადა კანცლერის თანამდებობაზე. მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო რეპრესიები. მას ბრალი დასდეს სახელმწიფოს ღალატში. ჩამოართვეს მეფის მიერ მისთვის მინიჭებული ყველა ტიტული და ქონება. 1535 წელს უკანასკნელ სასამართლო პროცესზე მორს გამოუტანეს სასტიკი განაჩენი, რომლის თანახმად მის სხეულს დაანაწევრებდნენ და ქალაქის კარიბჭეზე ჩამოკიდებდნენ, ხოლო თავს კი ლონდონის ხიდზე. შემდგომში მეფემ „შეამსუბუქა“ განაჩენი და ბრძანა მხოლოდ თავი მოეკვეთათ „დამნაშავისთვის“. როდესაც ტაუერში მყოფ თომას მორს შეატყობინეს მეფემ მტანჯველი სიკვდილისგან გიხსნა და განაჩენი შეგიმსუბუქაო, მან წამოიძახა — ღმერთო! შენ დაიფარე ყველა მეფის ასეთი მოწყალებისგანო. ეშაფოტზე ასვლისას კი ჯალათი გაამხნევა „ცოცხლად მეგობარო! ნუ გეშინია შენი მოვალეობისა, კისერი მოკლე მაქვს, კარგად დაუმიზნე, რომ არ შერცხვე“.

1935 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ თომას მორი წმინდანად შერაცხა.



(კადრი ისტორიული ფილმიდან, რომელიც ამ ფაქტის მიხედვითაა გადაღებული- "კიდევ ერთი ბოლეინის საგვარეულოდან")

image



ასევე დაგაინტერესებთ:

თომას მორი და მისი "უტოპია"

0
75
3-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0