x
image
ნინო ბაისონაშვილი
ფარაჯანოვი, კინო და საბჭოთა რეჟიმი
image

1924 წლის 9 იანვარს თბილისელი სომხების, იოსებ ფარაჯანიანის და სირანუშ ბეჟანოვის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა იტალიურ ეზოში გაატარა, სადაც ცხოვრობდნენ ქართველები, სომხები, რუსები და ასე შემდეგ. ეს მრავალფეროვნება მის შემოქმედებაში აშკარად აისახა. შემთხვევით არ ეძახდა რეჟისორი ამ ეზოს თავის თეატრს.

სერგოს მამა ერთ დროს მდიდარი ვაჭარი, საბჭოთა ხელისუფლების რეპრესიბმა და დევნამ გააკოტრა. ანიკვარებით ვაჭრობა ოჯახური ტრადიცია იყო, რაზეც მომავალმა რეჟისორმა უარი თქვა ხელოვნების გამო. ამით კი ოჯახი გაანაწყენა, მაგრამ სხვაგვარად არ შეეძლო. განა შეიძლებოდა ფარაჯანოვის მასშტაბების ხელოვანისგან ოდესმე ვაჭარი დამდგარყო? მოწოდების უარყფას მან მამის განაწყნება არჩია, რაც მოგვიანებით საკმაოდ ძვირად დაუჯდა.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო რეჟისორად აღიარებული ფარაჯანოვი, რომელსაც აღიარებდნენ და პატივს სცემდნენ ფედერიკო ფელინი, ანტონიონი და სხვა დიდი რეჟისორები, საფრთხედ აღიქვა საბჭოთა რეჟიმმა და, ჰომოსექსუალობის ბრალდებით, 5 წლით შრომით გამასწორებელ ბანაკში გაგზავნა 1973 წელს. სინამდვილეში, საბჭოთა ხელისუფლებას აშინებდა ნიჭი, სიახლე, თავისუფლება, ექსპრესია, გარკვეულწილად ირონიაც, რომელიც ასე მკვეთრად გამოსჭვიოდა მისი შემოქმედებიდან.


ფარაჯანოვის მიმართ ჩადენილ უსამართლობას მაშინდელ შემოქმედებით წრეებში პროტესტის გარეშე არ ჩაუვლია და საბოლოოდ, ფრანგი პოეტის და ნოველისისტის - ლუი არაგონის დიდი მონდომებით გაათავისუფლეს.


რეჟისორს დიდად ბედი არც პირად ცხოვრებაში უღიმოდა .ტრაგიკულად დასრულდა მისი პირველი ქორწინება ეთნიკურად თათარ ნიგიართან, რომლის ოჯახიც მის ქრისტიან მამაკაცზე გათხოვების წინააღმდეგი იყო . ძმებმა გოგონას შინ დაბრუნება მოსთოვეს, უარის მიღების შემდეგ კი დიდძალი თანხა მოითხოვეს სერგოსგან, რაც რეჟიორს არ ჰქონდა, მამისგან კი უარი მიიღო. ძმებმა, რომლებმაც დის გაყიდვა ვერ შეძლეს, ნიგიარი მოკლეს. ეს დრამა მის ფილმებშიც ვლინდებოდა, თუნდაც, მაგალითად, პირველი სადიპლომო ნამუშევარი :“ანდრეი“

მეორედ უკრაინელი დიპლომატის შვილზე დაქორწინდა, ეს ქორინებაც წარუმატებლად დასრულდა. ამ ქორწინებიდან მას ერთი შვილი დარჩა.


პირველ მცდელობებს დიდი წარმატებები არ მოყოლია. პირველი შედევრი 1964 წელს შექმნა ფარაჯანოვმა- “მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“. ეს იმ დროითვის ნამდვილად უჩვეულო იყო, თუნდაც ფერებით, კოსტუმებით და სოფლის რეალობის ხატვის ახლებური მანერით. ფილმმა რამდენიმე ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის ბრიტანული კინოაკადემიის პრიზიც.


1968 წელს რეჟისორმა კიდევ ერთი შედევრი - “საიათნოვა“ გადაიღო. ეს ფილმი მან თბილისელ აშუღ პოეტს მიუძღვნა, რომელიც მთლიანად ვიზუალურ ეფექტზეა დაფუძნებული. ეს უფრო უტყვი პოეზიაა. ამ ნამუშევარს მაღალი შეფასება მისცეს სხვა კინორეჟისორებმაც, ისევე, როგორც “ ბროწეულის ფერს“.


1984 წელს მან გადაიღო “ამბავი სურამის ციხისა“ 1988 წელს კი დაუმთავრებელი ავტობიოგრაფიული ფილმი, 1990 წელს მსოფლიოს უდიდესი რეჟისორებისგან აღიარებული და ტოტალიტარული სისტემისგან დევნილი სერგო ფარაჯანოვი სიმსივნით გარდაიცვალა ერევანში.

უცნაური, მამბოხე, დაუმორჩილბელი და გენიალური ფარაჯანოვი რეჟიმმა მაინც ვერ გატეხა, აკი აღიარეს კიდეც, რომ მისი გამოსწორება შეუძლებელი იყო.


მიუხედავად რთული გზისა, არ გაბოროტებულა და ამბობდა, რომ სამყაროს ყოველთვის სიკეთით გადაუდიდა სამაგიეროს.

0
60
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0